საქართველოში, სადაც 63 ნაგავსაყრელია, მხოლოდ ორია სანიტარული ნაგავსაყრელი, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ქვეყანაში მათ გარდა, უამრავი უკანონო ნაგავსაყრელებია. ზედმეტია საუბარი რაიმე სტანდარტებთაბთან შესაბამისობაზე. რეგიონებში, მცირე მუნიციპალიტეტებში ამ სახის მომსახურება, ძალიან მცირე პროცენტს, დაახლოებით, 30-40 პროცენტს მიეწოდება. რეგიონების მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ხევებსა და ზოგჯერ პირდაპირ მდინარეშიც კი ყრის.
დისველი – უმიწოდ დარჩენილი სოფელი
ბოლნისის რაიონის სოფელ დისველში, დილა იმით იწყება, რომ სკოლის მოსწავლეები ყანაში სამუშაოდ მიდიან, მუშაობენ ვიდრე ბოლნისიდან სპეციალური სამარშუტო ტაქსი სკოლის მასწავლებლებს ამოიყვენს, მერე კი გაკვეთილების სწავლას შეუდგებიან. სოფელში, სადაც გარშემო მხოლოდ მინდვრებია და ალაგალაგ ნახევრად აშენებული სახლები დგას, მხოლოდ ერთადერთი სკოლაა. პატარებისთვის ბაღიც არაა. სწორედ, იმ სამარშუტო ტაქსს მიჰყავს ბაღის მოსწავლეები ბოლნისში, საღამოს კი უკან დაბრუნებული პატარებით სავსე მარშუტკა, ისევ მასწავლებლებს ემსახურება და უკან, ბოლნისში მიჰყავს. შვიდ კილომეტრიანი გზა კი, რომლის ყოველდღიურად გავლაც პატარებს და მასწავლებლებს ორჯერ უწევთ, დასაგებია.
საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები
2014 წელი, აპრილი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მოინაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემები გასული თვის მდგომარეობით:
2014 წლის აპრილი 390 685 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7,1%-ით მეტია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხეების დარგვის აქციას – „მწვანე მომავალი“ შეუერთდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას შეუერთდა და გამწვანების აქციაში – „მწვანე მომავალი“ მონაწილეობა მიიღო. აქცია ქალაქ დუშეთში გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის 300 თანამშრომელმა, გამწვანების აქციის ფარგლებში 1000 ნერგი დარგეს.
ჩერნობილის ტრაგედიიდან 28 წელი
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4-ე ენერგობლოკი 1986 წლის 26 აპრილს აფეთქდა.
1986 წლის 25 აპრილს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკში, რომელიც კიევის სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარეობდა, „ექსპერიმენტი“ დაიწყო, თუმცა მოულოდნელად ის მწყობრიდან გამოვიდა და ტემპერატურა მკვეთრად გაიზარდა. 26 აპრილს კი რეაქტორში ორი აფეთქება მოხდა. მეტალის სქელმა ფენამ და ბეტონის კედელმა ვერ დააკავა გავარვარებული ურანი და მან გარეთ გამოაღწია. ატომური რეაქტორის რადიაქტიური დონე იმ წუთებში 1500 ატომური ბომბის სიმძლავრეს უტოლდებოდა.საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა კატასტროფის შესახებ სამ დღეს დუმდა. 29 აპრილს შვედეთის ატომური ელექტროსადგურის მეცნიერ-მუშაკებმა (მათი ბაზა განთავსებული იყო ბალტიის ზღვის სანაპიროზე) შენიშნეს ძლიერი ატომური გამოსხივება, რომელიც ღრუბელს აღმოსავლეთიდან, საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან მოჰყვებოდა. მომატებული რადიაცია იაპონიასა და აშშ-შიც დაფიქსირდა. ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ უცნობი ატომური გამოსხივების ცენტრი კიევის მახლობლად მდებარეობდა.
ამ ხნის განმავლობაში კი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორში 180 ტონა ურანი იწვოდა. კიევი პანიკამ მოიცვა. ხალხი ქალაქის დატოვებას ცდილობდა. საზღვარგარეთის ქვეყნები მზად იყვნენ, დახმარებოდნენ საბჭოთა კავშირს. ხანძრის ჩაქრობის პირველ დღეს 32 ადამიანი დაიღუპა, 200-მა ძლიერი, სასიკვდილო დასხივება მიიღო. ჩერნობილიდან 200 ათას კილომეტრის რადიუსში, სადაც დაახლოებით 130 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ევაკუაცია უნდა დაეწყოთ. ეს ტერიტორია რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საცხოვრებლად უვარგისად გამოცხადდა. Read the rest of this entry »
დღეს, დედამიწის დღეა
ზოოპარკის გამწვანების აქციაში მონაწილეების რეგისტრაციის ვადა 23 აპრილამდე გაგრძელდა
26 აპრილს თბილისის ზოოპარკში გამწვანების აქცია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც ზოოპარკის ტერიტორიისა და ავტომაგისტრალის ცოცხალი ბარიერით გამიჯვნაა დაგეგმილი.
“400-მეტრიანი ღობის გასამწვანებლად ტუიას 1200 ნერგია საჭირო, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ნერგების აუცილებელი რაოდენობის მოგროვება ვერ მოხერხდა; ამიტომ, გადავწყვიტეთ რეგისტრაციის ვადის 23 აპრილამდე გაგრძელება იმ იმედით, რომ კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები თუ კომპანიები, რომლებიც ამ კეთილი საქმის განხორციელებაში დაგვეხმარებიან. Read the rest of this entry »
უკვე ტრადიციული ღვინის ფესტივალი
24 მაისს, შაბათს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის კლუბი გიწვევთ ახალი ღვინის ფესტივალზე, რომელიც წელს უკვე მეხუთედ გაიმართება. ტრადიციულად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია და მცირე მარანი. უხვად იქნება წარმოდგენილი ოჯახური ღვინოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.









