RSS

შინაგან საქმეთა მინისტრმა მეწყერსაშიშ ზონაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

IMGL4854 copyშინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პრემიერ-მინისტრის ბრძანებით საგანგებოდ შექმნილ შტაბს ხელმძღვანელობს. მინისტრი აგრძელებს მუშაობას დარიალის ხეობაში, ადგილზე დაათვალიერა მეწყერის ზონაში მიმდინარე სამუშაოები და პრევენციული ღონისძიებები დაგეგმა.

Read the rest of this entry »

 

დარიალის ხეობაში საძიებო-სამაშველო ოპერაციები გრძელება


0000001შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები, დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის ზონაში საძიებო-სამაშველო სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მინისტრმა საგანგებოდ შექმნილ შტაბში თათბირი ჩაატარა. ადგილზე იმყოფებიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, სასაზრვრო ჯარების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი და სხვადასხვა სამაშველო ჯგუფების ხელმძღვანელები. შსს-ს მაშველებს სამაშველო სამუშაოების წარმოებაში ეხმარებიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

Read the rest of this entry »

 

დარიალის ხეობაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად 164 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა

IMGL3504შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, დარიალჰესთან მდებარე გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანების 2 მძღოლი გამოიყვანეს.

Read the rest of this entry »

 

დარიალის ხეობაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა 13 მოქალაქე გადაარჩინეს

IMGL3540შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის ადგილზე სამაშველო ოპერაცია საწარმოებენ. ამდროისთვის მაშველებმა დარიალ ჰესის მშენებლობასთან მდებარე გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანიდან 1 მოქალაქე გამოიყვანეს.

Read the rest of this entry »

 

დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერიდან 15 ადამიანი გამოიყვანეს

dariali 4შსს-ს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალჰესის გვირაბიდან 15-მდე ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს. რჩებიან თუ არა კიდევ ადამიანები გვირაბში ან არის თუ არა მსხვერპლი, ამ ეტაპზე შსს-დან ინფორმაციას არ ავრცელებენ. Read the rest of this entry »

 

დარიალის ხეობაში მეწყერმა ადამიანები იმსხვერპლა

dariali 005დღეს, დილას სტეფანწმინდასთან მეწყერი ჩამოწვა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლის კარლო ამირგულაშვილის თქმით, არის მსხვერპლი, მეწყერმა რამდენიმე ადამიანი დაიყოლა. სამაშველო სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ მათ გასათავისუფლებლად. Read the rest of this entry »

 

საგანგაშო ეკოლოგიური მდგომარეობა “შავი ოქროს” ქალაქში

rgani 001ოლიკო ცისკარიშვილი

ჭიათურის ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფის პირასაა, ადგილობრივების ნათქვამში ჩვენ თავადაც დავრწმუნდით, დაბინძურებული მდინარე, წყაროები, ჰაერი, გაუდაბნოებული ტერიტორიები, გაშავებული და დამტვერილი ქალაქი… ესაა დღევანდელი ჭიათურისა და მისი მიმდებარე სოფლების რეალობა. სოფელი რგანი, სადაც 600-მდე კომლი ცხოვრობს,  ერთ-ერთ ყველაზე კატასტროფულ მდგომარეობაშია, რადგან აქ სამი, მოქმედი, ღია კარიერია, რომელსაც სრული წესების დაუცველად ამუშავებენ და  მადანს მოიპოვებენ. ადგილობრივების თქმით, რგანი ერთ-ერთი ეპიცენტრია, მიდის როგორც მიწისზედა სამუშაოები, ასევე მიწისქვეშა სამუშაოებიც. იმდენად ძლიერია მიწისქვეშა ბიძგები, რომ სახლები დაბზარულია. რგანელები, როგორც ჭიათურაში, აქაც კომპანია „ჯორჯია მარგანეცს“ ადანაშაულებენ, რომელსაც ლიცენზია საბადოების მართვაზე 2007 წლის პირველი იანვრიდან გადაეცა, 49 წლის ვადით. როგორც გაირკვა, მათ სახელმწიფოს წინაშე არანაირი ვადებულება არ აქვთ აღებული გარემოზე მიყენებული ზარალის გამო.

ჭიათურის მიმდებარე ტერიტორიებზე, დაახლოებით 15-მდე მოქმედი კარიერია. Read the rest of this entry »

 

მაშველებმა სტეფანწმინდაში ინდოელი ტურისტი გადაარჩინეს

mashvelebiშსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა, ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, ხეობაში ჩავარდნილი ინდოეთის მოქალაქე სამევი ვიქარულ ისლამი ჩამოიყვანეს.
Read the rest of this entry »

 

სახელმწიფო ექსპერიმენტს ატარებს: შიმშილით დავიხოცებით თუ სიცივით

wyaltubo 017ოლიკო ცისკარიშვილი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2010 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში 249,365 დევნილი ცხოვრობს (87,962 ოჯახი). 1990-იანი წლების მოვლენების შედეგად, დევნილები საქართველოს მასშტაბით 1,540 კომპაქტური ჩასახლების ცენტრში არიან გადანაწილებული. მათგან 735 ცენტრი თბილისში, 805 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. სამინისტრომ 23,000-ზე მეტი დევნილი ოჯახის (8,000 ე. წ. ახალი და 15,000 ე. წ. ძველი დევნილი ოჯახი) საცხოვრებლის პრობლემა უკვე გადაჭრა.

ომით დაზარალებული იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის პირველი ტალღა საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარი ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების (ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური) შედეგად გაჩნდა. მაშინ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ქვეყნის დანარჩენ ნაწილში დაახლოებით 225,0002 დევნილი გადმოვიდა. მათ შორის იყვნენ, ადამიანები, რომლებიც ახლა ქალაქ წყალტუბოს სანატორიუმ „მეტალურგში“, ბარათაშვილის შვიდში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. მათ უამრავ პრობლემას ისიც ემატება, რომ უახლოეს მომავალში ელექტროენერგიის მრიცხველებს უდგავენ. ადგილობრივები იმაზეც წუხან, რომ მრიცხველებს ძლიერი წვიმის დროს, წყალი დააზიანებს.

Read the rest of this entry »

 

ქვიშხეთი, ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე

qvishxeTi 011ოლიკო ცისკარიშვილი

“პროექტის დაწყების თარიღი 2011. დასრულების ვადაა 2016 წელი. მშენებელია ჩინეთის რკინიგზის 23 ბიურო, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრრო, ნებართვის გაცემის თარიღი 21.01. 2011.  ბრძანების ნომერი 75/01-06; ფუნქციური დანიშნულებაა წყვილლიანდაგიანი სარგინიგზო ლიანდაგი. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთი.” – წერია, ქვიშხეთის ცენტრში, უშველებელი პლაკატზე.

Read the rest of this entry »