“ჰაერში უსაფრთხოება იწყება მიწაზე,” – მეუბნებიან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, საქაეროს თანამშრომლები, რომლებიც ჰაერში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ… პრინციპში, მოგვიანებით მივხვდი, რომ თუ არა ჰაერში უსაფრთხოების ნდობა, რომელსაც ისინი მიწიდან, ანუ აეროპორტის მიმდებარე კოშკიდან აკონტროლებენ და იცავენ, არც ერთი მგზავრი არ ეყოლებოდა, არა თუ ამ აეროპორტს, არც ერთს მსოფლიოში. ამ აეროპორტის უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას პირველად არ ირჩევს პოლონელი ტურისტი, რომელიც ოჯახთან ერთად ბარგს კრავს, რეისამდე რამდენიმე საათით ადრე. მას სხვა ტურისტებთან ერთად, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის წინ, შევხვდით. იგი საქართველოს, რამდენიმე კვირით ესტუმრა ოჯახთან ერთად და ახლა სამშობლოში ბრუნდება. მოუვლიათ ბორჯომი, ქუთაისი, სვანეთი, აღფრთოვანებით გველაპარაკა უშგულზე და ამ აეროპორტზე, რომლის ფანჯრებთან, იგი ქმარს ეხმარება ველოსოპედის დაშლაში. იანა ფიქრობს, რომ ქუთაისის აეროპორტი, რომელსაც ადგილობრივები ისევ “კოპიტნარის აეროპორტს” ეძახიან, ყველაზე მოკლე, უსაფრთხო და იაფი გზაა საქართველოში ჩამოსასვლელად.
დარიალის ხეობაში საძიებო-სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის ადგილზე სამაშველო ოპერაციას აწარმოებენ. შსს-ს მაშველებმა დარიალის ხეობაში მდებარე მამათა მონასტრიდან ყაზბეგამდე 70-ზე მეტი მოქალაქე გადმოიყვანეს. ამ დროისთვის სამაშველო ჯგუფებს მოქალაქეები ვერტმფრენის საშუალებით გადმოჰყავთ.
დარიალის ხეობაში მეწყერი ისევ ჩამოწვა, ეძებენ ოთხ ადამიანს
დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ ოთხ ადამიანს ვერ პოულობენ. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, რომ ამ წუთებში ადგილზე ისმის ვერტმფრენების ხმა, თუმცა ცუდი ხილვადობიდან გამომდინარე, ძნელი სათქმელია, მიმდინარეობს თუ არა სამაშველო სამუშაოები. ამასთან, ვერ ხერხდება დაკავშირება 4 ადამიანთან, რომლებიც მეწყერის ჩამოწოლის მომენტში ჰესის გვირაბში იმყოფებოდნენ.
ძალიან გვიყვარხარ და დაგვაკლდები ეკა :(
მედია-ტურებში, ხშირად დავდიოდით ერთად… ყველაზე სიცოცხლით სავსე და ხალასი ადამიანი ეკა კუპატაძე, ძალიან ჭკვიანი და პროფესიონალი ჟურნალისტი, წნორი ლაგოდეხის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ეკა საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს. ეს ამბავი რამდენიმე წუთის წინ გავიგე… ვერ გავბედე მის ტელეფონზე დარეკვა… გული შემეკუმშა და ბოღმის ცრემლები მახრჩობდა…
27 აგვისტოს მარსს შეუიარაღებელი თვალით დავინახავთ
27 აგვისტოს პლანეტა მარსს შეუიარაღებელი თვალით ვიხილავთ. ამის შესახებ ასტროლოგები იუწყებიან.
00:30 საათზე პლანეტა მარსი დედამიწას 34,65 მილიონი მილის დაშორებით ჩაუვლის. მარსი ხელმეორედ კიდევ 2287 წელს ჩაუვლის. როგორც ასტროლოგები გვარწმუნებენ, ეს მოვლენა ცაში ორი მთვარის გამოჩენას ჰგავს. ამ სანახაობას ჩვენ მხოლოდ ერთხელ შეგვიძლია მოვესწროთ.
ვინც თუშეთში წასვლაზე ოცნებობთ….
მაშველებმა ცაგერში სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს
დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა დაფიქსირდა
გიგანტური სოკო, ხიროსიმასა და ნაგასაკზე
მეცნიერებამ 1932 წლამდე არც კი იცოდა ატომის ბირთვის სტრუქტურა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, 1939 წელს, ფიზიკოსებმა ბირთვი გახლიჩეს. ბირთვისგან გამოყოფილი უდიდეს ენერგია 1945 წელს 6 აგვისტოს სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენეს. 1954 წელს კი მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა.
უილიამ ლოურენსი, გაზეთ `ნიუ-იორკ თაიმსის~ მეცნიერული რედაქტორი, ერთადერთი ჟურნალისტი იყო, რომელიც ესწრებოდა პირველი ბირთვული გამოცდების ჩატარებას ნიუ-მექსიკოში, ნევადაში, წყნარ ოკეანეზე. თვალს ადევნებდა იაპონიის ერთ-ერთ ქალაქის ნაგასაკის განადგურებას. ნაგასაკიზე თავდასხმის დროს ლოურენსი, როგორც დამკვირვებელი იმ თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელსაც აპარატურა მიჰქონდა.
მოგზაურობის საბოლოო პუნქტი.









