RSS

გორა ძირის მთაზე მთის დღე აღნიშნეს

Ziraმთის დღეს, გაერო 1992 წლიდან აღნიშნავს, საჩხერის მუნიციპალიტეტში ეს დღე, მთა გორა ძირის მთის დალაშქვრით აღნიშნეს.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. კორბოულის მეორე საჯარო სკოლაში ადგილობრივ თვითმართველობასთან, გამგეობის წარმომადგენლებთან, მოსახლეობასთან და მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელიც დასრულდა ინტერატქიული გამოკითხვით, რომელია ყველაზე საინტერესო ბუნების ძეგლი, ინტერაქტივის კითხვარში საჩხერის მუნიციპალიტეტის 16 ძეგლი იყო დასახელებული, პირველი ადგილი აიღო დევის ტბამ, მეორე ადგილზე გავიდა გორა ძირის მთა, მოგვიანებით, სწორედ ამ მთაზე აღიმართა  სიმბოლურად საჩხერის დროშა.

Read the rest of this entry »

 

ქობულეთში მცხოვრები ბოშები

bosha 014ოლიკო ცისკარიშვილი

ქობულეთში,  ვაგზლის მარჯვენა მხარეს პატარა დასახლებაა, სადაც ორმოცდაათამდე ბოშათა ოჯახი ცხოვრობს, ამ ადგილს ბოშათა დასახლებას ეძახიან. რამდენიმე ოჯახში შეგვიპატიჟეს…

75 წლის ბოშა ქალი, რომელიც ავადაა, თუმცა მაინც ბოშურ ტრადიციისამებრ მოწესრიგებული და  მოვლილია, გვიყვება, რომ შვიდი შვილი ყავს, მისი შვილებიც მრავალშვილიანები არიან, თავს, როგორც ყველა ბოშა ვაჭრობით ირჩენენ. ხანდახან მკითხაობითაც. „მკითხაობის ხელოვნებას ბევრი ცოდნა და პრაქტიკა უნდა, ამას ჩვენი წინაპრები გვასწავლიდნენ, ასე გადმოდის შთამომავლობით, შვილიდან შვილზე, ზოგი ხდება, ზოგიც არა…“ – გვიყვება ვალია. Read the rest of this entry »

 

დღეს, მთის დღეა

ushbaდღეს, მთის საერთაშორისო დღეა. ყველას მინდა მივულოცო ეს დღე… ვისაც ჩემთან ერთად უვლია… ვინც აწი ივლის… ვინც უჩემოდ და ჩემამდე დადიოდა… ვისაც სურვილი ჰქონდა და ვერ ახერხებდა… გილოცავთ მთის დღეს…

 

გავულამაზოთ ახალი წელი “მუყაოს ოცნების ქალაქის” ბავშვებს

muyao 0014თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა და ეკოფაქტმა გადაწყვიტეს გაულამაზონ ახალი წელი “მუყაოს ოცნების ქალაქის” ბავშვებს. სტუდენტებმა უკვე დაიწყეს შეგროვება თბილი ტანსაცმლის, მათთვის საჭირო ნივთების და ა.შ. 

სხვა დაინტერესებულ პირებსაც შეუძლიათ შეუერთდნენ აქციას და  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მისვლა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში (ე. ნინოშვილის 55).

Read the rest of this entry »

 

ინვესტიცია  ყოველთვის არ ნიშნავს კეთილდღეობას – მიწაწართმეული დისველელები

disveli 006ოლიკო ცისკარიშვილი

სხვადასხვა გათვლებით, ყოველწლიურად, მსოფლიოში, 15 მილიონამდე ადამიანი, სხვადასხვა მიზეზით, იძულებით ტოვებს საკუთარ სახლს, მიწას, თემს… ხშირად ისინი ბუნებრივი კატასტროფების გამო, იძულებულნი არიან სულ სხვა ადგილს, კლიმატს, გარემოს შეეგუონ და ცხოვრება თავიდან დაიწყონ.

სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, თავი შეიკავონ და დაიცვან მოსახლეობა იძულებით გამოსახლებისა და განსახლებისგან მათი სახლებიდან და მიწებიდან.  ეს ვალდებულება გამომდინარეობს არაერთი საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომლებიც მოითხოვენ, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლება ადეკვატურ საცხოვრისზე (საცხოვრებელ ადგილზე) და ასევე, მასთან დაკავშირებული სხვა უფლებები (სიცოცხლის უფლება, წამებისგან თავისუფლების უფლება, პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის უფლება, წყალზე ხელმისაწვდომობის უფლება, საკვების უფლება და ა.შ.) Read the rest of this entry »

 

საბადოების მუშაობა – გარემოს აუნაზღაურებელი ზარალი

kazreTi 006ოლიკო ცისკარიშვილი

რამდენიმე დღის წინ, „მწვანე ალტერნატივის“ ინიციატივით, ჟურნალისტთა ჯგუფი კაზრეთსა და საყდრისის ტერიტორიებს გასაცნობად ეწვივნენ. მათი ინტერესის სფეროს ამჯერად ის უფრო წარმოადგენდა, როგორ შედეგებამდე მიჰყავს ამ საბადოებზე სამუშაოებს გარემო. სხვა საკითხია რამდენად კანონიერად განახორციელა საყდრისის საბადოს აფეთქება RMG-მ, როცა არც ერთ ფედერალურ სამსახურს, მათ შორის არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ამაზე ნებართვა არ გაუცია. აღარ შევჩერდებით იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი შეიწირა მავანის ინტერესმა, თუმცა ისევ საგანგაშოდ შეიძლება ჩაითვალოს იქ მიმდინარე სამუშაოები. მიუხედავდ იმისა, რომ ჩვენი ვიზიტისას ნისლიანი ამინდი იყო, მაინც საშინელი მტვერი და ბუღი ტრიალებდა. Read the rest of this entry »

 

ფოტო კონკურსი ,,გავიცნოთ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნება”

WiaTuraბუნების ძეგლების პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით საინტერესოა ბუნებრივი რელიეფის უნიკალური ფორმები. თუმცა მათი დიდი ნაწილი მხოლოდ სამეცნიერო წრეებისთვისაა ცნობილი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი წარმოშობის სხვადასხვა ფორმებით,  აუცილებელია  საზოგადოებისთვის უცნობი ობიექტების წარმოჩენა, რომელთა შესახებ, ზოგჯერ  მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა ცნობილი.

კონკურსის მიზანს წარმოადგენს სოციალური ქსელის facebook.com საშუალებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნების ძეგლების დამახასიათებელი ფოტომასალებისა და საინტერესო ადგილების შესახებ ინფორმაციის  გავრცელება.

Read the rest of this entry »

 

შიშშეჩვეულები საზღვრისპირა სოფლებიდან

cxinvali 004ოლიკო ცისკარიშვილი

სოფელ ერგნეთიდან, ცხინვალამდე ერთი კილომეტრი თუ იქნება. ერგნეთის იქით, იქაურებს აღარ შეუძლიათ გადასვლა, მათსა და ცხინვალს შორის, საოკუპაციო ხაზია.
Read the rest of this entry »

 

ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა უფლებები და პრობლემები

fsiq 001ოლიკო ცისკარიშვილი

„ჩვენ ვცხოვრობთ ფანტაზიებში,“ – მითხრა ათი წლის წინ რეზომ, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს და თითქმის არანაირი შანსი არ ქონდა საზოგადოებაში ადაპტირების. ამას წინათ გავიგე, რომ რეზოს ოჯახი შეუქმნია. ეხლაც, როგორც ადრე, იგრძნობს თუ არა, რომ ექიმების დახმარება სჭირდება, მაშინვე სტაციონარს მიმართავს.

ადრე, წლების წინ, არსებობდა ფსიქიატრიული საავადმყოფოები, სადაც უბრალოდ, ცხოვრობდნენ ადამიანები და სტიგმაც დაუძლეველი ჩანდა. ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები და მათი ოჯახის წევრები  სტიგმას იქ აფარებდნენ თავს… Read the rest of this entry »

 

ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა

WP_20151114_008დღეს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“ გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 13 ნამუშევარი, რომელშიც „ეკოფაქტის“ ფოტოც შევიდა.

Read the rest of this entry »