RSS

დანიამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, – ქვეყანამ ელექტროენერგიის 42% ქარის ენერგიით მიიღო

qariდანიამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, – გასულ წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის 42 პროცენტი ქარის ენერგიით იქნა გადამუშავებული. TheGuardian-ის ცნობით, აღნიშნული ციფრი მსოფლიოში რეკორდულია. გასულ წელთან შედარებით, ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის მოცულობა დანიაში 3 პროცენტით გაიზარდა.

Read the rest of this entry »

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში კარსტული მღვიმე აღმოაჩინეს

დვალა19 იანვარს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი (ექსპედიციის ხელმძღვანელი), თსუ-ს მაგისტრანტი მერი გუგეშაშვილი და თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგები: გეოგრაფიის დოქტორი ზაზა ლეჟავა და ლაბორანტი გიორგი ჩართოლანი. ექსპედიციაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერი გოჩა ხორავა და ბაღდათის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავჯდომარე მამუკა გორგოძე. Read the rest of this entry »

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

disveli 037დაავადების გავრცელების პრევენციის მთავარი მექანიზმი გრიპის სეზონური ვაქცინაციაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაშია ნათქვამი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს: Read the rest of this entry »

 

სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ბევრმა არ იცის – მუშაობს…

biblioTeka 019ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა

ოლიკო ცისკარიშვილი

„ჩემი შვილი არ იყო დამნაშავე, ამნისტიით გამოუშვეს. დამნაშავე რომ ყოფილიყო, ვინ გამოუშვებდა,“ – მიყვება 65 წლის ქალბატონი და მიამბობს, რომ ქმარი, შვილზე ნერვიულობამ იმსხვერპლა. თუმცა იმასაც მიყვება, რომ მანამდე და შვილის პატიმრობაშიც, ოჯახს ისე უჭირდა, რომ ოჯახის უფროსი, მშრალ ხიდზე ყიდდა ხან საიდან ნაშოვნ წვრილმანს და ხან საიდან… ადრე, მისი შვილიც, უამრავი მცდელობის მიუხედავად, სამსახურს ვერ შოულობდა. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, კი საქართველოში მოქმედი ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამით, დასაქმდა… სამწუხაროდ, ოჯახის უფროს ამ დღეს ვერ მოესწრო, დედა-შვილი ამ სამსახურის წყალობით, წელში გაიმართა და ელემენტარული ფუფუნების საშუალების ნებაც მისცეს თავს… ოჯახში უკვე თბილის წყალი და გათბობა გაჩნდა… მალე ინტერნეტსაც გაიყვანენ და კეთილი ადამიანების ნაჩუქარი კომპიუტერით კომპიუტერულ პროგრამებსაც შეისწავლის… Read the rest of this entry »

 

ეკოფაქტი გილოცავთ კალანდობას :)

hawvali 008ქართულ ხალხურ დღეობებისთვის მრავალფეროვნებაა დამახასიათებელი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ახალი წელს 31 (13.01) დეკემბერი რაჭაში ცნობილია კალანდობის სახელით (კალანდა, ისევე როგორც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში, რომში კალენდას ეძახდნენთვის პირველ, ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია “კალენდრის”) ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, სადაც დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთით. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს ე.წ. ღორის სალოცვილს. ვახშმობამდე ბიჭს ან ოჯახის უფროს კაცს 1 ჭიქა ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა: “წმინდა ბასილამ ამრავლოს ღორებიო”. აკეთებდნენ ლერწმის გვერგვს, აცხობდნენ ერთ დიდ ლობიან-ქონიან განატეხს. განატეხი, თაფლთან, ვაშლთან და თეთრ ფულთან ერთად იდებოდა გვერგვზე. სართვიანი და ხმელა პური სულადობის მიხედვით ცხვებოდა. Read the rest of this entry »

 

“ჯორჯიან მანგანეზს” ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადაჰყავს

marganezi“ჯორჯიან მანგანეზს” 20 იანვრიდან ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადაჰყავს მანგანუმის წამყვანმა მომპოვებელმა და ექსპორტიორმა კომპანიამ „ჯორჯიან მანგანეზი”, განაცხადა, რომ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადაჰყავს.

Read the rest of this entry »

 

რიონის ხეობაში გეომორფოლოგიური პროცესი განვითარდა

zvaviგუშინ, ზვავი ჩამოწვა მდინარე რიონის ხეობაში და ჩაკეტა სამანქანი გზა, გეომოფოლოგიური პროცესი განვითადა შოდა კედლას ქედიდან.

თოვლის ზვავმა ქალაქ ონიდან ღები, ჭიორა, გლოლა, შოვის მიმართულებით მიმავალი გზა ჩაკეტა. Read the rest of this entry »

 

ავატარის კონკურსში საკონკურსო ნამუშევრების მიღების ვადა 15 იანვრამდე გახანგრძლივდა

tye12ქართული ტყეების გადასარჩენად დაწყებული პროექტის ფარგლებში,ავატარის (მულტიპლიკაციური პერსონაჟი ტყის მცველის ან ტყისსასიცოცხლო მნიშვნელობის თემაზე) კონკურსი ცხადდება. კონკურსისორ გამარჯვებულს 1000 და 500 ლარი გადაეცემათ. ერთ გამარჯვებულსპროექტის ორგანიზატორები შეარჩევენ და ავატარის ავტორი 1000ლარით დაჯილდოვდება. მეორე გამარჯვებულს ფეისბუქმომხმარებელიგამოავლენს. მის ავტორს ფულადი პრიზის სახით 500 ლარს მიიღებს.პროექტის ორგანიზატორების მიერ შერჩეული ნამუშევარი საქართველოსტყეების გადასარჩენად დაწყებული მასშტაბური კამპანიის სიმბოლოგახდება.

Read the rest of this entry »

 

ახალი წელი მუყაოს ოცნების ქალაქში

tovli babuuuuuuuხელვაჩაურში, მუყაოს ოცნების ქალაქში ახალი წელი…

Read the rest of this entry »

 

1582 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

girevi 003„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოსკანონის თანახმად 1582 დასახლებას მაღამთიანი დასახლებისსტატუსი მიენიჭა. დასახლებათა ნუსხა, მთის განვითარებისეროვნული საბჭოს წარდგინებით, დღეს გამართულ მთავრობისსხდომაზე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. სხდომას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ესწრებოდა. Read the rest of this entry »