RSS

თბილისში, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ნინი ღაჟონია

დღეს, 14 მარტს, მდინარეების დაცვისა და კაშხლების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში, დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. მსვლელობა 13:00 საათიდან „აზიის განვითარების და ევროპის საინვესტიციო ბანკების“ ოფისთან დაიწყო, შემდგომ კი მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტის შესასვლელისკენ გადაინაცვლა. სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმის და სხვა კუთხეების წარმომადგენლები ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ: „არა საქართველოს დატბორვას, არა ჰესომანიას“. ცივი ამინდის მიუხედავად, საპროტესტო აქციაზე ათეულობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ბანერებითა და შეძახილებით აქციაზე შეკრებილები საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებდა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ იმ კაშხლების მშენებლობას, რომლებმაც შეიძლება გარემოს, ადამიანებს, მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენოს. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 14/03/2018 დუიმი უკატეგორიო

 

ნიკო კეცხოველის პრემია 2018 – აღმოაჩინე საქართველო

ორიოდე დღის წინ, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალური ტური გაიმართა. ნიკო კეცხოველის პრემია 2018 ხორციელდება პროექტის, ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’, ფარგლებში – ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.  ნახევარფინალში მონაწილეობდნენ: კახეთი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და მცხეთა-მთიანეთი სკოლის მოსწავლეები. კონკურსში მონაწილე თითოეულმა ჯგუფმა პრეზენტაციის სახით აუდიტორიას მათ მიერ განხორციელებული აქტივობები გააცნეს: Read the rest of this entry »

 

”ზღვის ეშმაკი” მეთევზეებმა ჩაქვის აკვატორიაში იპოვეს

ჩაქვის აკვატორიაში ქართველმა მეთევზეებმა თევზის უნიკალური ეგზემპლარი  მოიპოვეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა  დაადგინეს, რომ აღნიშნული თევზის სახეობა   მიეკუთვნება ”ზღვის ეშმაკს” – რომელიც, მსოფლიო ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია. Read the rest of this entry »

 

CENN აცხადებს კონკურსს ევროპის ერთ-ერთი იშვიათი სახეობის – ბექობის არწივის კონსერვაციისათვის!

CENN აცხადებს კონკურსს ევროპის ერთ-ერთი იშვიათი სახეობის – ბექობისარწივის (Aquila heliaca) კონსერვაციისათვის!

კონკურსის მიზანი: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იშვიათი სახეობებისდაცვის მნიშვნელობაზე და ბექობის არწივის კონსერვაციასთან დაკავშირებულსაკითხებზე.

კონკურსის თემა: ბექობის არწივი აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებზებინადრობს. ფრინველი IUCN-ის საფრთხის ქვეშ მყოფ ცხოველთა ნუსხაშიაშესული, როგორც მოწყვლადი სახეობა. პოპულაციის რაოდენობა თანდათანიკლებს. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მობუდარი ბექობის არწივის რიცხვი55-დან 10 წყვილამდე შემცირდა.

Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/02/2018 დუიმი უკატეგორიო

 

ეკოფაქტი გილოცავთ კალანდობას

ქართულ ხალხურ დღეობებისთვის მრავალფეროვნებაა დამახასიათებელი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ახალი წელს 31 (13.01) დეკემბერი რაჭაში ცნობილია კალანდობის სახელით (კალანდა, ისევე როგორც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში, რომში კალენდას ეძახდნენთვის პირველ, ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია “კალენდრის”) ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, სადაც დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთით. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს ე.წ. ღორის სალოცვილს.ვახშმობამდე ბიჭს ან ოჯახის უფროს კაცს 1 ჭიქა ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა: “წმინდა ბასილამ ამრავლოს ღორებიო”. აკეთებდნენ ლერწმის გვერგვს, აცხობდნენ ერთ დიდ ლობიან-ქონიან განატეხს. განატეხი, თაფლთან, ვაშლთან და თეთრ ფულთან ერთად იდებოდა გვერგვზე. სართვიანი და ხმელა პური სულადობის მიხედვით ცხვებოდა. Read the rest of this entry »

 

ავადმყოფი კენგურუ

“საქართველოს აკადემიურმა გამომცემლობამ” გამოსცა გერმანიაში მცხოვრები, მონიკა ყოლბაიას წიგნი “ავადმყოფი კენგურუ”.

წიგნის ავტორი გვიყვება, რომ წიგნი მოგვითხრობს ადამიანის სულიერ განცდებზე, რომელსაც უნდა რაღაც შეცვალოს და რეალობას შეხედოს სხვა კუთხით. Read the rest of this entry »

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში

სალომე ლომთაძე

ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ  განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რომელთაც ყველა ეპოქაში საზოგადოება სხვადასხვაგვარად ეპყრობოდა. მაგალითად საბჭოთა კავშირის დროს, ამ ადამიანებს იარლიყს აკრავდნენ და მათთვის განკუთვნილ სპეციალურ დილეგებში აცხოვრებდნენ სიცოცხლის ბოლომდე. საბოლოოდ, საზოგადოების ცნობიერებაში მოხდა მნიშვნელოვანი გარდატეხა, ისინი მიხვდნენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირები საზოგადოების დანარჩენი ნაწილისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროება სჭირდებათ, ისინიც საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არიან და  იმავე უფლებებით  უნდა ისარგებლონ, რითიც თითოეული ჩვენთაგანი სარგებლობს. Read the rest of this entry »

 

ჩელიაბინსკში რადიაციული გაჟონვა დაფიქსირდა

რუსეთის ერთ-ერთ ოლქში, ჩელიაბინსკში დაფიქსირდა ექსტრემალურად მაღალი რადიაციული ფონი, რომელიც ათასჯერ აღემატება ნორმას. რადიაცია დაფიქსირდა ევროპაშიც. გაირკვა, რომ რადიაციული გაჟონვა ორი თვის წინ მოხდა, თუმცა ვიდრე ევროპელმა მეცნიერებმა არ ატეხეს განგაში (საფრანგეთი და გერმანია.), ამ ფაქტს არ ახმაურებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რადიაცული გაჟონვა დიდია, მოსახლეობას ისევ ჩვეულ რეჟიმში უწევს ცხოვრება და ადგილობრივი ხელისუფლება არანაირ ზომებს არ მიმართავს მათი უსაფრთხოებისთვის.

Read the rest of this entry »

 

კინტრიშის დაცული ტერიტორია – ქობულეთიდან ხინოწმიდამდე

ოლიკო ცისკარიშვილი

კინტრიშის დაცულ ტერიტორია, სულ რაღაც ოციოდე კილომეტრზეა განლაგებული კურორტ ქობულეთიდან. მის შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები აჭარაში, თბილისიდან 360 კილომეტრში, მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემლოვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა ალპურ იალაღებს ებჯინება. შავ ზღვას და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორის არის მოქცეული. ეს მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და კინტრიშის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის განმავლობაში, თითქმის იმდენივე ნალექი მოდის (3000 მმ), რამდენიც აჭარის ზღვის სანაპიროზე.

Read the rest of this entry »

 

ბუნებასთან ჭიდილი

სალომე მელაია

ბუმბერაზი მთებით გარშემორტყმული დარიალის ხეობა და მრისხანე თერგის ხმამაღალი დინება ულამაზეს სანახაობას ქმნის. სწორედ ამ ხეობაში, 2011 წელს კომპანია „დარიალი ენერჯიმ“ სახელმწიფოსგან მოპოვებული ნებართვით, მდინარე თერგზე მცირე დერივაციული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ჰესის მშენებლობა, ადგილობრივი გეოგრაფიული ლანდშაფტის გათვალისწინებით და პროექტის დიზაინიდან გამომდინარე, მისი მშენებლობა დამანგრეველი აღმოჩნდა ხეობისთვის. პროექტის განსახორციელებლად მდინარე თერგის მნიშვნელოვან ნაწილზე, კალაპოტში წყლის მხოლოდ და მხოლოდ 10% დატოვეს, დანარჩენი ნაწილი კი დერივაციული მილების, არხებისა და გვირაბების მეშვეობით ჰესისკენ კილომეტრობით მანძილზე გადაისროლეს. ხეობამ რადიკალურად შეიცვალა ლანდშაფტი და დაკარგა ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურულ-ეთნოგრაფიული ფასეულობა და ტურისტული მნიშვნელობა. Read the rest of this entry »