„ვიზა ლიბერალიზაციამდე, წლების წინ, ბელგიაში სამუშაოდ წავიდა. ოჯახის მძიმე სოციალური პირობების გამო, რომელსაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთვოდა თან, იძულებული გახდა სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წასულიყო. სამუშაო ვიზა ექვსი თვის შემდეგ ამოეწურა და გადაწვიტა არალეგალად ცხოვრება და მუშაობა. რაც საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა ოჯახის გამო, ამ რისკებზე უარი ვერ თქვა, ახლა ოჯახი ფინანსურად მოძლიერდა და სამშობლოში დაბრუნებასაც აპირებს,“ – გვიყვება ერთ-ერთი 51 წლის მიგრანტის ოჯახის წევრი. ასეთ მდგომარეობაში კიდევ ბევრი მიგრანტია საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ზოგს არც უმართლებს და ხშირად ტრეფიკინგის მსხვერპლიც კი ხდება. Read the rest of this entry »
საყოფაცხოვრებო ნარჩენების პრობლემა საქართველოში
ბუნებრივი რესურსების რაოდენობა, მისი მოხმარებისა და არსებული მარაგის მიხედვით, ფაქტობრივად ერთმანეთთან გათანაბრებულია. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანის მოხმარებული ნარჩენი 10 % გარდაიქმნება საზოგადოებისათვის სასარგებლო პროდუქტად, 90% კი რჩება ნარჩენად. ნარჩენების საერთო მოცულობის მრავალტონიან ნაწილს კი – სწორედ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები წარმოადგენს. Read the rest of this entry »
დღეს, 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა
დღეს, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციის თანახმად, ცოტახნის წინ, მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. ქალაქ დედოფლისწყაროდან აღმოსავლეთით 45 კილომეტრში და სოფელ საბათლოდან 6 კილომეტრში. Read the rest of this entry »
ბუნებრივი რესურსების არასწორი მართვა იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური ინტერესების შელახვას
ენერგია ადამიანის სიცოცხლისა და განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. კაცობრიობას სხვადასხვა სახის ენერგიის ათვისების გარეშე სრულფასოვნად არსებობა არ შეუძლია. დედამიწაზე ტრადიციული ენერგეტიკული რესურსების-ნავთობისა და ქვანახშირის დასაზოგად, დაიწყო არატრადიციული, განახლებადი ენერგიის ეფექტურად გამოყენების საშუალეების ძიება. განახლებად წყაროებს შორის ერთ-ერთია წყლის ენერგია. ადამიანებმა, დიდი ხნის წინ, დაიწყეს წყლის ენერგიის გამოყენება მექანიკური ენერგიის მისაღებად. ჯერ კიდევ, მე-19 საუკუნის დასაწყისში, ელექტროგენერატორი გამოიგონეს, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა. Read the rest of this entry »
ტყის დღეს, „მზის შვილები” ეროვნულ საშენ მეურნეობას სტუმრობდნენ
დღეს, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ორგანიზაციის „მზის შვილები” ბენეფიციარები ეროვნულ საშენ მეურნეობას სტუმრობდნენ. მათ ენდემური და წითელი ნუსხის სახეობის ხე-მცენარეთა ბაქანი, მცენარეთა პლანტაციები, სათბური დაათვალიერეს და ხე-მცენარეთა გამრავლების მეთოდებს გაეცნენ. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, ბავშვებმა კონტეინერებში დათესეს ნეკერჩხალი, ძელქვა და იფანი. Read the rest of this entry »
არა ჰესებს გუდამაყარში!!!
დღეს, 24 თებერვალს, მზიურის პარკში ფოტო-აქცია „არა ჰესებს არაგვზე“ გაიმართა, სადაც გუდამაყრელი ახალგაზრდები შავ არაგვზე ჰესების დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებდნენ.
გუდამაყრის ხეობაში, შავ არაგვზე, ორი ჰესის – „შავი არაგვი“ და „შავი არაგვი 1“ – იგეგმება, რომელსაც შპს „სოლოენერჯი“ განახორციელებს. ორივე ჰესის მშენებლობა მდინარე არაგვის ბუნებრივი კალაპოტიდან მილებში გატარებას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აშენდება დერევაციული ტიპის ჰესი. Read the rest of this entry »
ადამიანის უფლებაა – სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა
ადამიანის უფლებაა – სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა
ოლიკო ცისკარიშვილი
ჩამოჟანგული კედლები, ჩამოშლილი ჭერი, აყრილი იატაკი, ყოფილი კულტურის სახლის მეორე სართულზე უკვე მესამე წელია, შეკედლებულები არიან კახეთში, სოფელ ხაშმის ამბულატორიის თანამშრომლები, სადაც ძველი, კუსტარული ხელსაბანიც, მოშლილია და არ ფუნქციონირებს. სველი წერტილები, შენობის სხვა ფლიგელშის პირველ სართულზეა და ჰიჩკოკის ფილმის პერსონაჟი გეგონება თავი ადამიანს… კუსტარულად გადაბმული მილებიდან, სიბინძურეში, მუდმივად მოწანწკარებს წყალი… ფეხსალაგამდე მისვლას კი დიდი გამბედაობა სჭირდება, რომ ჩავარდნილ იატაკზე დადებული დამპალი „დეესპეს“ გადაურჩე… ექიმის მისაღებში, წყლით სავსე პლასმასის სხვადასხვა ზომის ქილები იატაკზე დევს. (სავარაუდოდ, დასალევად, ან ხელის გადასაბანად). ასეთ პირობებში დადიან პაციენტები ამბულატორიაში და სხვა გზა არ აქვთ, ასეთ პირობებში აკეთებენ ოჯახის ექიმები პატარებს აცრას. Read the rest of this entry »
ხაშმში მოხუც ქალს დახმარება სჭირდება
„ჟანგიან „კრაოტზე“ მძინავს, რამდენჯერაც შევიტანე განცხადება, იმდენჯერ მითხრეს, რომ ამ ეტაპზე, იმ ეტაპზე… აღარ დასრულდა, ნეტა, გენახათ, როგორ პირობებში ვცხოვრობ, არაფრად მაგდებენ, სულ მატირებენ. როგორ მოვიქცე… დამაკვალიანეთ… მასწავლეთ, როგორ მოვიქცე, ხუთი წელია ასე იძახიან… ფანჯრები და კარები „დიქტებით“ მაქვს გამაგრებული. მაშ, სიმართლე არ არის არსად? როგორ მოვიქცე? ისეთ დღეში ვართ..“ – სოფელ ხაშმში, ჩვენს დანახვაზე იმედი ემატება ხმაში 77 წლის ხალხატიან რიმას. უკან დაგვყვება და ტირის… ტირის და გვეხვეწება დავეხმაროთ… Read the rest of this entry »









