RSS

ფილიპინებში მსოფლიოში ყველაზე დიდი ნიანგი დაიღუპა

niangiფილიპინებში, ქალაქ ბუნავანის ზოოპარკში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაინგი,  კვირას გარდაიცვალა.
ნიანგი მეტსახელად ლოლონგი,როგორც ყველაზე დიდი ნიანგი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს. მისი სიგრძე 6,17 მეტრი იყო, ხოლო წონა ერთ ტონას აღემატებოდა. ქალაქის მერის ედვინ კორკ ელორდის განცხადებით, ლოლონგი დაახლოებით 50 წლის იყო, მისი სიკვდილის მიზეზი კი ამ რეგიონის უჩვეულო სიცივე შეიძლებოდა ყოფილიყო. Read the rest of this entry »

 

მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი

svecicxoveli 017შიდა ქართლში, თბილისიდან  25 კილომეტრში მცხეთასა და მის შემოგარენში დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი მდებარეობს. მდინარე მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარე, იბერიის სამეფოს უძველესი დედაქალაქია და საქართველოს სულიერი ცენტრი, ამ ქალაქიდან ქართული ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა იღებს სათავეს. ქალაქის დაწინაურებასა და განვითარებას ხელს უწყობდა ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა — აქ გადიოდა საერთასორისო სავაჭრო გზები, რომლებიც მდინარეების არაგვისა მტკვრის გაყოლებით მიემართებოდა. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში მცხეთაში მიმდინარეობდა საკმაოდ ინტესიური მშენებლობა საკულტო ნაგებობების — სვეტიცხოველი (IV საუკუნე — ხის ეკლესია, V საუკუნე — ქვის ბაზილიკა. არც ერთი აღარ არსებობს), სამთავროს წმ. ნინოს ეკლესია (IV ს., გადაკეთებულია XIX საუკუნეში), ჯვრის მცირე ეკლესია (VI საუკუნის II ნახევარი) და დიდი ტაძარი (585/6—604), „ანტიოქია“ (VII—VIII) და სხვა. Read the rest of this entry »

 

ჩვენს გალაქტიკაში 400 ათასზე მეტი ცივილიზაცია შეიძლება არსებობდეს

ori galaqtikaამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა, რადიოტელესკოპის დახმარებით, გრინბენკში ჩაატარეს ექსპერიმენტი ხელოვნურ სიგნალების წარმოშობის ძიებაში. თუმცა არანაირი შედეგი არ მიუღიათ – თუმცა მათ შეაფასეს პოტენციური რიცხვი არამიწიერი ცივილიზაციის, მათი მონაცემებით, ჩვენი გალაქტიკის მილიონი ვარსკვლავიდან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს უცხოპლანეტელთა სახლი, ნათქვამია სტატიაში, რომელიც დაიბეჭდა Astrophysical Jurnal-ში. Read the rest of this entry »

 

თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე 25 ტონა კარტოფილი გაანადგურეს

kartoკარტოფილის კიბოთი დაავადებული 25 ტონა კარტოფილი თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე გაანადგურეს. დაავადებული კარტოფილი რამდენიმე დღის წინ თურქეთიდან შემოვიდა. თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ დადგინდა , რომ კარტოფილს მავნე სოკოს დაავადება ჰქონდა, რის გამოც მომენტალურად დაილუქა. შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაცია მიეწოდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და დამატებითი ღონისძიებების შემდეგ გადაწყდა, რომ 25 ტონა კარტოფილის ლიკვიდაცია აუცილებელი იყო. Read the rest of this entry »

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში იმყოფებდა

gza gergeTamdeსაერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR 2013-ის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ოფიციალური ვიზიტით მადრიდში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა გამართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანთან, ტალებ რიფაისთან. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეხვდა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ზოლტან სომოჯის, ევროპის რეგიონულ დირექტორს, იზაბელ გარანიას და ევროპის რეგიონული პროგრამის კოორდინატორს, ბექა ჯაყელს. თემატური შეხვედრები გაიმართა აგრეთვე დარგობრივი პროგრამის ხელმძღვანელებთან.  Read the rest of this entry »

 

ლეღვთახევი

leRvTaxevi 006ცოტამ თუ იცის ლეღვთახევის არსებობა. გვეეჭვება რომ თბილისელებმაც იცოდნენ, არათუ საზღვარგარეთ მცხოვრებლებმა. არადა, ლეღვთახევი, დაბახანა, დაბაღხანა, ძველი თბილისის ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი. მდებარეობდა ძველი ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ახლანდელი კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე (მოიცავდა ბოტანიკური ბაღის მიდამოებს). Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება

svaneTisken 012საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება. გარემოს დაცვის სფეროში რეფორმების გატარების მიზნით, 43 კანონპროექტიანი საკანონმდებლო პაკეტია მომზადებული, რომლის განხილვაც, პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.
პარლამენტში წარდგენილი პაკეტით, გარემოს დაცვის სამინისტრო რეორგანიზებული იქნება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ, ხოლო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – ენერგეტიკის სამინისტროდ.
ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტროს ის ფუნქციები დაუბრუნდება, რომლებიც, წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა.

კერძოდ, ბუნებრივი რესურსების სააგენტო ენერგეტიკის სამინისტროს ფარგლებიდან გამოდის და გარემოს დაცვის სფეროს უბრუნდება. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტრო კვლავ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდ ჩამოყალიბდება.
ამას გარდა, ცვლილებები შედის “საქართველოს წითელი ნუსხისა” და “წითელი წიგნის” შესახებ” კანონშიც, რომლის მიხედვითაც, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ გარეულ ცხოველებზე ნადირობის აკრძალვა მოხდება, თუმცა, ზოგადად ნადირობა მთელ რიგ დაცულ ტერიტორიებზე აიკრძალება.
კერძოდ, კანონპროექტით იკრძალება ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა.
ცვლილებებით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამედიცინო მიზნებისთვის, რაც სამინისტროს წერილობით საფუძველზე განხორციელდება.
ამას გარდა, ცვლილებებით, სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან შეთანხმებით წარადგენს.
ამასთან, მომზადებული ცვლილებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სატყეო სააგენტო იქმნება, რომელიც სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხს გადაწყვეტს.
ასევე ცვლილებებით, ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე – სამონადირეო მეურნეობებში, აღვეთილში, დაცულ ლანდშაფტში და ტყის ფონდის ტერიტორიებზე.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებებით, იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულება, ასევე ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ემატება.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იქნება უფლებამოსილი ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული ლიცენზიების გაცემაზე. ჩამოყალიბდება კონტროლის დანაყოფი, რომელიც ბუნებრივი რესურსების გამოყენების კანონიერებას შეამოწმებს, გააკონტროლებს გარემოს დაცვის კუთხით შექმნილ ვითარებას და შეებრძოლება ბრაკონიერობას.
“ამით გარემოს დაცვის სამინისტროში უმნიშვნელოვანესი რეფორმები იწყება. აღნიშნულ უწყებას მიეცემა ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაკისრებული მოვალეობა სრულფასოვლად განახორციელოს”, – აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც მთავრობის მიერ მომზადებულ შესაბამის საკანონმდებლო პაკეტზე მთავარი თანამომხსენებელია.
დაახლოებით ორი წლის წინ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაცია გახორციელდა, რომლის ფარგლებშიც უწყების მმართველობის სფეროში შემავალი მთელი რიგი სფეროები სხვადასხავა სახალმწიფო უწყებებზე გადანაწილდა.

http://www.ipn.ge

 

ხე-ტყის დამზადების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების წესები იცვლება

nu moWri xes 5ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ხე-ტყის დამზადების,ტრანსპორტირებისა და გადამუშავების წესებში ცვლილებები შეიტანა. Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის სამინისტროში გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

svaneTisken 001ხვალ, 5 თებერვალს 12:00 საათზე გარემოს დაცვის სამინისტროში გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
შეხვედრის მიზანია სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმატის, აგრეთვე ვებ-გვერდის სტრუქტურისა და შინაარსის განხილვა და რეკომენდაციების მიღება.

 

დადიანების საბანაო ადგილი – მარტვილის კანიონი

martvili 008ოლიკო ცისკარიშვილი

მარტვილთან, მდინარე ინჩხიას შესართავთან, სასაფლაოების გვერდით, შეუმჩნეველი შესახვევია. სწორედ, იქ, სადაც ადგილობრივებს საქეიფოთ და დროის გასატარებლად ხელდახელ სკამი და მაგიდა დაუდგამს, ძნელად თუ მიხვდება ვინმე, რომ იქვე ინჩხია კანიონში მოედინება და ულამაზეს გარემოს ქმნის. ორ კლდეს შუა მორბენალი ანკარა მდინარე ლურჯად ლივლივებს და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. ჩვენ მხოლოდ მარტვილის კანიონის მცირე ფრაგმენტის ნახვა მოვახერხეთ, ამბობენ, მდინარის სათავიდან აქ ნავებითაც შემოდიანო. Read the rest of this entry »