საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე იმყოფება ქ. ნაირობიში (კენია), სადაც ტარდება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მმართველთა საბჭოს 27-ე სესია/ მინისტრთა გარემოსდაცვითი გლობალური ფორუმი. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობენ გარემოს დაცვის მინისტრები და მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან. Read the rest of this entry »
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გლობალურ გარემოსდაცვით ფორუმზე
ხელი მოეწერა ტურიზმის მრჩეველთა საბჭოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს
დღეს, თბილისში სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი ტურიზმის სფეროში არსებული სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის. აღნიშნულ მემორანდუმს სახელმწიფოს მხირდან ხელი მოაწერა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიაშვილმა. Read the rest of this entry »
ასტეროიდი 2012 DA14 2046 წელს კვლავ მოუახლოვდება დედამიწას
დედამიწის გრავიტაციამ, ასტეროიდის 2012 DA14 თავის ორბიტის შეცვლა გამოიწვია. ადრე, ის არანაირ კავშირში არ იყო დედამიწის ორბიტასთან, თუმცა 16 თებერვალს, ჩვენ პლანეტასთან 27,7 ათასი კმ დაახლოების შემდეგ, მდგომარეობა შეიცვალა. ამის შესახებ, პულკოვის ასტრონომიური ონსერვატორიის, დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე დევიატკინმა განცხადება გააკეთა. ასტეროიდზე, მეცნიერებმა შეძლეს მათთვის საჭირო ინფორმაცია მიეღოთ. ამჟამად, მონაცემების ანალიზი მიმდინარეობს, რომელიც ამერიკის ცენტრს გადაეცემა. Read the rest of this entry »
19 თებერვალი ვეშაპების დაცვის საერთაშორისო დღეა
მთელ მსოფლიოში 19 თებერვალს აღნიშნავენ, როგორც ვეშაპების დაცვის საერთაშორისო დღეს. ეს დღე, არა მხოლოდ ვეშაპების დასაცავად აღინიშნება, არამედ ყველა ზღვის ძუძუმწოვართა და ზღვის ბინადართა დაცვის დღედ მოიაზრება და დაარსდა 1986 წელს, საერთაშორისო ვეშაპთა კომისიის მიერ (International Whaling Commission, IWC). კომისია დღემდე ებრძვის მსოფლიოში ვეშაპებზე ნადირობასა და მათი ხორცით ვაჭრობას. Read the rest of this entry »იქმნება ტურიზმის მრჩეველთა საბჭო
ხვალ, 20 თებერვალს, 11:00 საათზე, ქ.თბილისში სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება ტურიზმის სფეროში არსებული სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი. რომლის საფუზველზეც პირველად საქართველოში იქმნება ტურიზმის მრჩეველთა საბჭო. აღნიშნულ მემორანდუმს სახელმწიფოს მხრიდან ხელს მოაწერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი. Read the rest of this entry »UNEP-ის გლობალური გარემოსდაცვითი ფორუმი
2013 წლის 18-22 თებერვალს ქ. ნაირობიში (კენია) ტარდება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მმართველთა საბჭოს 27-ე სესია/ მინისტრთა გარემოსდაცვითი გლობალური ფორუმი.საქართველოდან აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე. Read the rest of this entry »
საზოგადოების ჩართულობა ყაზბეგის ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე
მდინარე ხდისწყალზე 6 მგვტ სიმძლავრის ყაზბეგი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით, დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული საზოგადოების ჩართვის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: Read the rest of this entry »
ჩებარკულის რაიონში, მეტეორის, დაახლოებით 50 ნამსხვრევი აღმოაჩინეს
ურალის არქეოლოგებმა, ტბის მახლობლად, ჩებარკულის რაიონში, მეტეორის, დაახლოებით 50 ნამსხვრევი აღმოაჩინეს.
წინასწარი შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი ქონდრიტი, რომელიც 10 % რკინას შეიცავს. აღმოჩენის შემდეგ, ბოლიდს, კანონიერი სახელი შეურჩიეს, რომლითაც ის, შესაძლოა საერთაშორისო კატალოგში შევიდეს.შეგახსენებთ, რომ მეტეორი 15 თებერვალს ჩამოვარდა. კვირა დღეს, ურალის მეცნიერებმა, მეტეორის ნამსხვრევები, ეკატერენბურგში გადაიტანეს. ექსპედიციის ხელმძღვანელის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, ვიქტორ გროხოვსკის თქმით, მეტეორი ჩვეულებრივი ქონდრიტების კლასს მიეკუთვნება. ის 10 % რკინას შეიცავს. “ფაქტობრივად, დავასრულეთ შესწავლის პროცესი. ვადასტურებთ, რომ ჩვენს მიერ ნაპოვნი ნაწილაკები ბუნებით მეტეორის კლასს მიეკუთვნებიან. ვიპოვეთ და შევისწავლეთ, 53 ნაწილაკი, რის შედეგადაც დადგინდა მათი მეტეორთან კავშირი,” – განაცხადა გროხოვსკიმ. მისი თქმით, მეცნიერების ჯგუფი ყველგან არ იყო დაშვებული, იმის მიუხედავად, რომ წერილობითი ნებართვა ქონდათ, მხოლოდ მცირედის გაკეთება მოახერხეს. Read the rest of this entry »
ლილოს დასახლებაში არსებული ნაგავსაყრელი თვითმფრინავებს საფრთხეს უქმნის
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თვითმფრინავების ჩამოვარდნის საფრთხის წინაშე დგას, – ამის შესახებ განცხადება “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ამის მიზეზი ლილოს დასახლებაში არსებული ღია ნაგავსაყრელია რომელზეც სხვადასხვა სახის ფრინველები ბინადრობენ. Read the rest of this entry »




