შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს
სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის
სიმაღლიდან. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის მობილიზება.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები,
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და
სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო
დახმარების ჯგუფებიც. Read the rest of this entry »
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
მოგზაურობა თუშეთში – 2020
თუშეთში პირველად ძალიან ბევრი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ შეყვარებული დავიარები თუშეთზე და ყველასთან, ვისაც მოგზაურობა უყვარს, ვყვები როგორი საოცარია თუშეთი. ათობით ჟურნალისტური სტატია მაქვს დაწერილი და ამით, წლების განმავლობაში ვცდილობდი ოდნავ მაინც გაუმჯობესებულიყო ადგილობრივებისთვის იქ არსებული სოციალური მდგომარეობა.
წელს კი, ჩვენი ვიზიტი აგვისტოს შუა რიცხვებისთვის დაიგეგმა, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც გვეგონა, სტუდენტების უმრავლესობამ ვერ მოახერხა წამოსვლა. თუმცა ალბათ ყველაფერს აქვს ორი მხარე, ტრანსპორტში ორი ადგილი რომ არ გვქონოდა, ომალოს მისადგომებიდან აბანოს უღელტეხილამდე ვერ წავიყვანდით გზაში დარჩენილ ბელარუს მეცნიერ პავლეს და მის თანამგზავრ ქართველ გოგონას. Read the rest of this entry »
აბელიანში მარგანეცის მოპოვების მიზნით მისულ ტექნიკას გზა გადაუკეტეს
„შავ ოქროდ“ წოდებული მარგანეცი რამდენიმე ათეული წელია მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეკოლოგიას ჭიათურაში, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ერთადერთი კერა არაა საქართველოში. – მავანთ, რომელთა ვინაობაც ჯერ კიდევ არაა ცნობილი არც ოფიციალური უწყებებისთვის და არც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი სოფელ აბელიანის ტერიტორიაზე კარგა ხნის წინ დაკონსერვებული მაღაროს ამოქმედების იდეა დაებადათ.
გამოვიდა ოშოს “სიცოცხლე და სიკვდილი”
დაიბადა ქართულად ოშოს “სიცოცხლე და სიკვდილი”… კარანტინი რომ გამოაცხადეს, მაშინ მიბრძანდებოდა სტამბაში და ისიც ჩვენსავით სახლში დარჩა… ეხლა კი ეს წიგნი თქვენს სამსახურშია და ელის მკითხველს… 570 გვერდიანი წიგნი თარგმნა ოლიკო ცისკარიშვილმა.წიგნისრედაქტორი: რობერტ მესხი.წიგნი გამოსცა “საქართველოს აკადემიურმა გამომცემლობამ”- საგამ. Read the rest of this entry »
დღეს, გარემოს დაცვის დღეა
ეკოფაქტი, ყველას ულოცავს გარემოს დაცვის დღეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა. დღეს, მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წელს მსოფლიოს ქვეყნები ერთიანდებიან პლასტმასის ნარჩენებით დედამიწის დაბინძურების წინააღმდეგ. დღევანდელი მონაცემებით, 2050 წლისთვის ოკეანეებში თევზზე მეტი პლასტმასი იქნება. Read the rest of this entry »
კარანტინი ბოლნისის მუნიციპალიტეტში
22 მარტს გაკეთებული, პრემიერ მინისტრის განცხადებით, პირველად, საქართველოს ტერიტორიაზე საკარანტინო ზონად გამოცხადდა ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეეზღუდა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. დაიხურა ყველა ობიექტი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი დარჩა მხოლოდ საკვებისა და მედიკამენტების ობიექტები. Read the rest of this entry »
ეკოფაქტი ათი წლისაა
კინაღან გამომრჩა, მაგრამ საკუთარ თავს არ ვაპატიებდი, რომ არ გამხსენებოდა, დღეს ეკოფაქტი ათი წლის გახდა. ყოველ ახალი წლის დაწყევისას ვფიქრობ, გავაგრძელო თუ არა, მისი ფუნქციონირება, კიდევ მეყოფა ძალა, რომ ისევ ვაცოცხლო? და ყოველ ჯერზე ვფიქრობ, რომ დიახ, უნდა გავაგრძელო, რადგან მას 2386 მეგომარი ყავს სოციალურ ქსელში და ასი გამომწერი. ე.ი. უნდა იცოცხლოს და ხანდახან, რომ დეპრესიები შემომიტევს, რომ ეკოფაქტს შემოსავალი არ აქვს და არც ჩემი ოცნებები სრულდება ამ საიტთან მიმართებაში, არ მაქვს უფლება, რომ თავი დავანებო… იმიტომ რომ: Read the rest of this entry »
მაისის თოვლი
რამდენიმე დღეა საქართველოში წვიმს, დღეს კი საქართველოს მაღალმთიანეთში დიდი თოვლი მოვიდა. ეს ფოტო პირიქითა ხევსურეთშია გადაღებული სანათა შეთეკაურის მიერ, არდოტში, ზღვის დონიდან 1820 მეტრზე. თოვლი მოვიდა, ასევე თუშეთშიც. Read the rest of this entry »
მიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან პანდემიაზე
ახლა როცა ქვეყანაში პანდემია (Covid19) მძვინვარებს, მსოფლიოში ეპიდემიის ზარმა ჩამოჰკრა, ადამიანები პანიკამ მოიცვა და საზოგადოება თვითიზოლაციაში იმყოფება. ახლა, როცა სრულიად მსოფლიო ებრძვის ამ ყველაფერს რთულია სხვა ქვეყანებში დარჩენილი ქართველი ემიგრანტების ბედი, რომლებიც დარჩნენ საზღვრებს მიღმა და სხვა ქვეყანაში, სხვის სახლებში არიან გამოკეტილნი, საკუთარი ოჯახებისგან შორს. ის ფაქტი, რომ საზღვრებს მიღმა დარჩენილი ემიგრანტთა ბედ-იღბალი სხვის სახელმწიფოზეა მინდონილი და დამოკიდებული ხალხში უამრავ მოსაზრებას და ინტერესს იწვევს. საინტერესოა, ზრუნავს თუ არა სხვა ქვეყნის ხელისუფლება ჩვენს ემიგრანტებზე, არიან თუ არა ისინი დაცულად და გრძნობენ თუ არა თავს კომფორტულად ამ რთულ სიტუაციაში საზღვრებს მიღმა. Read the rest of this entry »
სხვების დახმარებით ეხმარები საკუთარ თავს
ინტერვიუ ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილთან
ესაუბრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი ხატია ძნელაძე
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 22 მაისამდე გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, ხოლო გადაადგილების შეზღუდვა კიდევ ერთი კვირით გადაიდო. ფიზიკური დისტანცირების დროს, როგორ გავუმკლავდეთ დაღლილობას, უგუნებობას, მუდმივ შფოთვას თუ დეპრესიას ამაზე ვესაუბრეთ ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ადიქციის კვლევების ინსტიტუტის დირექტორია.







