დღეს, 3 აპრილს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ევროკავშირის”ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის პროექტის” დახურვის ღონისძიება გაიმართა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციში დასრულდა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონალურ დონეზე ტურიზმის განვითარებას, ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას და ამ სფეროში ადამიანური რესურსების განვითარებას. Read the rest of this entry »
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ევროკავშირის ,,Twinning” პროექტი დასრულდა
სანატორიუმი უჯარმა – იოდბრომიანი ნატრიუმჰიდროკარბონატიანი წყალის სასწაული
თბილისიდან ოციოდ კილომეტრში, კახეთში, უჯარმის ციხემდე არ მისული, საგარეჯოს რაიონში, სამკურნალო კურორტია, რომელიც ცოტამ თუ იცის. სოფელი უჯარმისთვის, უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია იოდ-ბრომიანი სამკურნალო წყლები, რომლის ბაზაზეც ფუნქციონირებს კურორტი “უჯარმა”. სპეციალისტთა თქმით, ბალნეო-თერაპიული მკურნალობა შესანიშნავ შედეგს იძლევა შემდეგი დაავადებების დროს: პოლიოსტეოართროზი, ოსტეოხონდროზი (მარილების დაგროვება), სპონდილოზი, სპონდილოართროზი, რევმატიზმი, რევმოპოლიართრიტი; მიოკარდიოდისტროფია კომპენსაციის სტადიაში; ჰიპერტონული დაავადება; თრომბოფლებიტი; პერ. ნერვული სისტემის დაავადებები (რადიკულიტი); ცენტრ. ნერვული სისტემის დაავადებები (ვეგ.დისტონი; საშვილოსნოსა და მისი დანამატების ქრ.ანთებები; კანის დაავადებები (მშრალი ეგზემა, ფსორიაზი); ენდარტერიტი და სხვ. Read the rest of this entry »
ფრინველების საერთაშორისო დღე
დღეს მთელი დედამიწა ფრინველების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. Read the rest of this entry »
შუამთა
შუამთა – ძველი შუამთა თელავიდან 7 კმ-შია. ულამაზეს ტყეში, ხუროთმოძღვრულ ანსამბში სამი ეკლესიაა: გუმბათიანი ეკლესია და მცირე გუმბათოვანი ეკლესია მეშვიდე საუკუნისაა, ხოლო სამნავიანი ბაზილიკა მე-5 მე-6 საუკუნეების, რომელიც ქართული არქიტექტურის ადრეული საფეხური ერთ-ერთ საყურადღებო ნიმუშად ითვლება. სამივე ეკლესია ტყეში, რიყის ქვითაა ნაგები. ახალი შუამთა ძველი შუამთისგან 2-3 კილომეტრშია. იგი დაუარსებია ლევან (ლეონ) კახთა მეფის (1520-1574 წ.წ.) მეუღლეს, გურიელის ასულ თინათინს. მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს გადმოცემა: ახლადჯვარდაწერილ სამეფო წყვილს – მეფე ლევანსა და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერია აგებული. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ღამისთევისას ერთი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა. Read the rest of this entry »
ჩემი მეგობარი ტყე – სასიამოვნო ფინალი
ამინდში გაგვიმართლა, გიჟმაჟმა მარტმა ზუსტად ამ დღეს გამოიხედა და მზიანი, თბილი ამინდი დაგვახვედრა ახმეტის დღის ცენტრში, სადაც უკვე მოუთმენლად გველოდებოდნენ პროექტ “ჩემი მეგობარი ტყის” კონკურსანტები… და ეზო, სადაც რამდენიმე წელიწადში ჩვენს მიერ დარგული კაკლის ხეები იშრიალებს. Read the rest of this entry »
გლობალური გარემოსდაცვის ფონდის მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია
დღეს, შერატონ მეტეხი პალასში, გლობალური გარემოსდაცვის ფონდის მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია შედგა. გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი მცირე გრანტების პროგრამას ახორციელებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვიტარების პროგრამა. ეს არის გლობალური გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში სარგებლის მიღების ერთ-ერთი ყველაზე წარემატებული მექანიზმი, რომელიც იმართება თემზე დაფუძნებული ინვესტიციებით. პროგრამის მიზანია სათემო ინიციატივებზე დამყარებული მიდგომების გამოყენებით მოიტანოს გლობალური გარემოსდაცვითი სარგებელი. Read the rest of this entry »
ჰოლი – გაზაფხულის და ნათელი ფერების დღესასწაული
ჰოლი – ერთ -ერთი ყველაზე გრანდიოზული დღესასწაულია ინდოეთში.
ჰოლი – ინდოეთის ყველაზე ლამაზი დღესასწაულია, ბენგალური ახალი წელი. ეს დღე, სავსე მთვარის დროს, ფხალგუნას თვეში, (მარტი-თებერვალი) აღინიშნება. ჰოლი – გაზაფხულის დღესასწაულია, მზით და ნათელი ფერებით აღსავსე. ეს დღესასწაული, იმ ლეგენდებზე უფრო ძველია, რომლებიც მის არსებობის შესახებ მოგვითხრობენ. მასში ღმერთების საპატივსაცემოდ ბევრი ღონისძიების ელემენტია ჩადებული. Read the rest of this entry »
ეგვიპტეში გატაცებული უცხოელი ტურისტები გაათავისუფლეს
ოთხი დღის შემდეგ, ეგვიპტეში დაკავებული 2 ტურისტი გაათავისუფლეს. ისინი, ტყვედ ბედუინების შეიარაღებულმა ჯგუფმა აიყვანა, სინაის ნახევარკუნძულზე. გამტაცებლები, ეგვიპტის მთავრობას ნათესავების ციხიდან გამოშვებას ითხოვდნენ.
22 მარტს, ბედუინებმა ტყვედ 34 წლის ისრაელის არაბი (კაცი) და 32 წლის ნორვეგიის მოქალაქე ქალი აიყვანეს. ტურისტები, მანქანით საკურორტო ქალაქ ტაბადან ქალაქ დახაბში, ისრაელის საზღვართან მიემართებოდნენ. მათი გათავისუფლების თაობაზე, მოლაპარაკებებს 6 ადგილობრივი შეიჰი ესწრებოდა. ცნობილია, რომ ბედუინები ტურისტების გათავისუფლებას მაშინ აპირებდნენ, როდესაც მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. ტყვედ აყვანილი ტურისტების თქმით, ბედუინები მათ კარგად ექცეოდნენ. Read the rest of this entry »
ავსტრიაში, დიდთოვლობის გამო, 100-მდე ავტომანქანა ავარიაში მოყვა, არის მსხვერპლი
ავსტრიაში დიდთოვლობის გამო ავტომაგისტრალზე 100-მდე ავტომანქანა დაეჯახა ერთმანეთს. დაღუპულია ერთი ადამიანი.
ავარია ვენის დასავლეთით, A1 მაგისტრალზე მოხდა. ავარიის გამო 2 კილომეტრიანი საცობი წარმოიშვა. Read the rest of this entry »
საქართველოში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველოში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთის ფედერაცია ყარაჩაი–ჩერქეზეთი რესპუბლიკა იყო. საქართველოს საზღვრიდან – 6კმ დაშორებით. Read the rest of this entry »

