RSS

თუ გული გულობს, კეთილი საქმე ერთი ფანდურითაც კეთდება

ჭიათურის, სოფელ ითხვისში ნანული წერეთლის სახელი ყველამ იცის. 79 წლის ნანული, 30 წელზე მეტია მუსიკის გაკვეთილებს მოსწავლეებს სრულიად უსასყიდლოდ უტარებს.

ფანდურგადაკიდებული და ენერგიით სავსე ნანული მასწის დანახვა მოსწავლეებს ყველაზე მეტად უხარიათ, ზოგჯერ მეცადინეობის ხათრით,შესვენებებზე უარს ამბობენ.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 16/11/2020 დუიმი უკატეგორიო

 

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020 დაჯილდოება

ნანიკო დავითაშვილი

6 ნოემბერს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით (GCNG) „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020 გაიმართა”. გასული წლებისგან განსხვავებით, პანდემიის გამო, დაჯილდოება ვირტუალურ ფორმატში წარიმართა. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს პასუხისმგებლიან ბიზნეს ქმედებას და ბიზნესის გააქტიურებას მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 07/11/2020 დუიმი უკატეგორიო

 

რეპორტაჟი კინტრიშის დაცული ტერიტორიებიდან

ოლიკო ცისკარიშვილი

ნისლი წვებოდა მთიდან ხინოწმინდაზე, როდესაც უსაშველოდ გრძელი გზის დასასრულისკენ მივდიდოდით.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 04/11/2020 დუიმი უკატეგორიო

 

საქართველოს მზის ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს

გიორგი მაკარაშვილი

ადამიანები ოდიგანვე მოიხმარენ სხვადასხვა სახის წიაღისეულს. ქვანახშირი და ნავთობი იყო და დღემდე არის კაცობრიობის ძირითადი „მამოძრავებელი“ ენერგია, მაგრამ რადგან  მათი წარმოქმნა და მოხმარება ერთმანეთის პირდაპირპროპორციული არ არის, ჩნდება საჭიროება კაცობრიობამ გამონახოს ალტერნატიული საშუალებები, საუკეთესო ალტერნატივა კი განახლებადი ენერგიის წყაროებია.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 03/11/2020 დუიმი უკატეგორიო

 

“ჩემი გამომცემლობის” პირველი წიგნი – ოლიკო ცისკარიშვილის წიგნი “თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია”

გამოიცა ოლიკო ცისკარიშვილის კიდევ ერთი წიგნი, მონოგრაფიული ნაშრომი “თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია”. წიგნი იმ თაანამედროვე პროცესებს ეხება, რომლის გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე ქართული საზოგადოება.

ნაშრომი ,,თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია“ „ჩემი გამომცემლობის“ პირველი წიგნია და ამით “ჩემი გამომცემლობაც” ცდილობს საგამომცემლო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას. Read the rest of this entry »

 

გამოიცა ოლიკო ცისკარიშვილის წიგნი “ფოტოჟურნალისტიკა”

დაიბეჭდა ოლიკო ცისკარიშვილის წიგნი სათაურით „ფოტოჟურნალისტიკა“, რომელიც გამოსცა „საქართველოს აკადემიურმა გამომცემლობამ“. წიგნი განკუთვნილია ფოტოჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის და ფოტოგრაფიით დაინტერესებული პირებისთვის. წიგნში შესულია თანამედროვე ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრები, რჩევები და რეკომენდაციები, რომელიც მნიშვნელოვანია ფოტოგადაღებებისას, ახალი ამბების ფოტოგრაფებისა და ფოტორეპორტიორებისთვის. Read the rest of this entry »

 

ხვალ 19 სექტემბერია, დასუფთავების მსოფლიო დღე!

წელს, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მასშტაბური დასუფთავების აქციები არ ჩატარდება, თუმცა ლოკალურ დონეზე, ყველა რეგულაციისა და წესის დაცვით, CENN თავის გუნდთან ერთად დაასუფთავებს ნაშვილებ ტერიტორიას და მოუწოდებს საზოგადოებას, არ დაანაგვიანოს გარემო და მოუფრთხილდეს მას. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 19/09/2020 დუიმი უკატეგორიო

 

რეპორტაჟი ხინოწმინდიდან

ოლიკო ცისკარიშვილი

ნისლი წვებოდა მთიდან ხინოწმინდაზე, როდესაც უსაშველოდ გრძელი გზის დასასრულისკენ მივდიდოდით. გრძელი ცუდი ნათქვამია, უფრო მოუწესრიგებელი, რადგან 48 კილომეტრის გავლას, არც მეტი არც ნაკლები ხუთ საათზე მეტი მოვანდომეთ. „ეს გზა რომ ყოფილიყო, განა ჩემი წინაპრები იმ სამოთხიდან წამოვიდოდნენო,“ – გვეუბნება მოგვიანებით ტაქსის მძღოლი ქობულეთში, როცა გაიგო, რომ ხინოწმინდაში ვიყავით. თუმცა ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ გზის რეაბილიტაციის გეგმა უკვე შედგენილია და იმედოვნებენ, რომ გზა ხინოწმინდამდე გაკეთდება. Read the rest of this entry »

 

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს
სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის
სიმაღლიდან. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის მობილიზება.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები,
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და
სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო
დახმარების ჯგუფებიც. Read the rest of this entry »

 

მოგზაურობა თუშეთში – 2020

ოლიკო ცისკარიშვილი

თუშეთში პირველად ძალიან ბევრი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ შეყვარებული დავიარები თუშეთზე და ყველასთან, ვისაც მოგზაურობა უყვარს, ვყვები როგორი საოცარია თუშეთი. ათობით ჟურნალისტური სტატია მაქვს დაწერილი და ამით, წლების განმავლობაში ვცდილობდი ოდნავ მაინც გაუმჯობესებულიყო ადგილობრივებისთვის იქ არსებული სოციალური მდგომარეობა.

წელს კი, ჩვენი ვიზიტი აგვისტოს შუა რიცხვებისთვის დაიგეგმა, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც გვეგონა, სტუდენტების უმრავლესობამ ვერ მოახერხა წამოსვლა. თუმცა ალბათ ყველაფერს აქვს ორი მხარე, ტრანსპორტში ორი ადგილი რომ არ გვქონოდა, ომალოს მისადგომებიდან აბანოს უღელტეხილამდე ვერ წავიყვანდით გზაში დარჩენილ ბელარუს მეცნიერ პავლეს და მის თანამგზავრ ქართველ გოგონას. Read the rest of this entry »