ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შეფასებასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ნიდერლანდების მთავრობას მიმართა მარტის თვეში საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით. აღნიშნულის საფუძველზე, ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიის (NCEA – Netherlands Commission on Environmental Assessment) მიერ მოხდა ხუდონის პროექტის გზშ-ს შესწავლა და ანგარიშის მომზადება, სადაც ჰოლანდიელი ექსპერტები თავის რეკომენდაციებს სთავაზობენ გარემოს დაცვის სამინისტროს. Read the rest of this entry »
ჰოლანდიელ ექსპერტებს ხუდონჰესის მშენებლობის პროექტზე დადებითი დასკვნა აქვთ
გარემოს დაცვის სამინისტრო ტრავერტინის საკითხს შეისწავლის
ყაზბეგის რაიონში გუდაური-კობის საგზაო მონაკვეთზე, სადაც გვირების შეკეთება მიმდინარეობს, მშენებლებმა გზა პირდაპირ “ტრავერტინების ველზე” გაიყვანეს. ადგილობრივების ცნობით, ამჟამად ახლადგაყვანილ გზაზე მიმდინარეობს ტექნიკის გადადგილება. “ჩვენთვის გასაგებია, რომ მიმდინარეობს გვირაბის შეკეთება, მაგრამ ის, რაც ტრავერტინებს გაუკეთეს არის მავნებლობა”, – აცხადებენ ადგილობრივები. მათივე განმარტებით, არც მშენებლები და არც ხელისუფლების წარმომადგენლები ამ “მავნებლობასთან დაკავშირებით” განმარტებებს არ აკეთებენ. “ეტყობა ამ ადამიანებს ეს საკითხი არ აღელვებს. არც გარემოს დაცვის სამინისტროს გაუკეთებია რაიმე სახის რეაგირება, და ფაქტია, რომ ამ ყველაფერს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანადგურებს”, – აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა. Read the rest of this entry »
ოზურგეთში მგლებმა კვიცი დაგლიჯეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ამ დილით მგლებმა ორი კვიცი დაგლიჯეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არსებულ საძოვარზე მოხდა. ფაქტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ მგლების ხროვა დილით, დაახლოებით, 7 საათზე შენიშნა, მაშინ როცა საქონელს საძოვარზე მიერეკებოდა. Read the rest of this entry »
SOS ტრავერტები საფრთხეშია
ტრავერტინები გუდაური -კობის საგზაო მონაკვეთზეა. ვინც კი ყაზბეგში ნამყოფია ყველამ იცის ეს ადგილი. ამჟამად ტრავერტინებთან არსებული გვირაბის შეკეთება მიმდინარეობს, რისთვისაც მშენებლებმა ასეთი რამ გააკეთეს – გზა პირდაპირ ტრავერტინებზე გაიყვანეს და ტექნიკა ამ გზით მოძრაობს. Read the rest of this entry »
ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის პრობლემებზე კონფერენცია ტარდება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენცია “ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური პრობლემები”. ღონისძიება ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დაარსების 60 წლისთავსა და მისი პირველი დირექტორის, მეცნიერების გამოჩენილი ორგანიზატორის ვასილ ლომინაძის დაბადების 100 წლისთავს ეძღვნება. Read the rest of this entry »
მექსიკაში ავტოკატასტროფის შედეგად 16 ტურისტი გარდაიცვალა
მექიკის ცენტრალურ ნაწილში, შტატ იდალგოში ტურისტული ავტობუსის კატასტროფაში მოჰყვა. Associated Press-ი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 19 მძიმედ დაშავდა. Read the rest of this entry »
კატასტროფების რისკის შემცირების საკითხზე მემორანდუმი გაფორმდება
კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაოებში ჩართულ სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
დოკუმენტს ხელს მოაწერენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი; “გადავარჩინოთ ბავშვები”-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ნათია დეისაძე და “არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი”-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ბერნდ ილგი. Read the rest of this entry »
ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტზე იმსჯელებენ
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი ქუთაისში KFW-ს წარმომადგენლებს შეხვდებიან.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, ასევე მიწვეულნი არიან იმერეთის მხარეში არსებული მუნიციპალიტეტებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. Read the rest of this entry »
სოხუმთან 5 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა
დღეს, საქართველოში 5 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. Read the rest of this entry »
ტახტიგორი
უძველესი ტახტიგორის ეკლესიის ნახვა შეიძლება ტახტიგორაზე, ზღვის დონიდან 560 მ სიმაღლეზე – ბაწარა-ბაბანეულისა და ილტოს დაცულ ტეროტირიაზე.
2006 წელს გარემოს დაცვის გლობალური ფონდისა და მხოფლიო ბანკის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა ტახტიგორაზე თამარ მეფის სახელობის პატარა ეკლესიის (X-XII სს) აღდგენა. ეკლესიის აღდგენაში მონაწილეობდნენ სათემო კავშირი “ლალისყურელი გლეხები”. Read the rest of this entry »




