ამ წუთებში გავტყობინებენ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში, ახალ აღმოჩენილ უნიკალურ კარსტულ მღვიმეში ხანძარი გაჩნდა. Read the rest of this entry »
Category Archives: სხვა…
მანდაეთის უნიკალურ კარსტულ მღვიმეში ხანძარია
საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი რეგიონებისთვის
საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი რეგიონებისთვის:
➡ ფიზიკური პირებისთვის
• მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები და კერძო სექტორში დასაქმებული პირი, კალენდარული წლის განმავლობაში, 6000 ლარის ოდენობით მიღებულ შემოსავალზე თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან;
• მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადისაგან.
შეღავათებით სარგებლობისთვის აუცილებელია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მოპოვება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
დაავადების გავრცელების პრევენციის მთავარი მექანიზმი გრიპის სეზონური ვაქცინაციაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაშია ნათქვამი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს: Read the rest of this entry »
სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ბევრმა არ იცის – მუშაობს…
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა
ოლიკო ცისკარიშვილი
„ჩემი შვილი არ იყო დამნაშავე, ამნისტიით გამოუშვეს. დამნაშავე რომ ყოფილიყო, ვინ გამოუშვებდა,“ – მიყვება 65 წლის ქალბატონი და მიამბობს, რომ ქმარი, შვილზე ნერვიულობამ იმსხვერპლა. თუმცა იმასაც მიყვება, რომ მანამდე და შვილის პატიმრობაშიც, ოჯახს ისე უჭირდა, რომ ოჯახის უფროსი, მშრალ ხიდზე ყიდდა ხან საიდან ნაშოვნ წვრილმანს და ხან საიდან… ადრე, მისი შვილიც, უამრავი მცდელობის მიუხედავად, სამსახურს ვერ შოულობდა. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, კი საქართველოში მოქმედი ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამით, დასაქმდა… სამწუხაროდ, ოჯახის უფროს ამ დღეს ვერ მოესწრო, დედა-შვილი ამ სამსახურის წყალობით, წელში გაიმართა და ელემენტარული ფუფუნების საშუალების ნებაც მისცეს თავს… ოჯახში უკვე თბილის წყალი და გათბობა გაჩნდა… მალე ინტერნეტსაც გაიყვანენ და კეთილი ადამიანების ნაჩუქარი კომპიუტერით კომპიუტერულ პროგრამებსაც შეისწავლის… Read the rest of this entry »
1582 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოსკანონის თანახმად 1582 დასახლებას მაღამთიანი დასახლებისსტატუსი მიენიჭა. დასახლებათა ნუსხა, მთის განვითარებისეროვნული საბჭოს წარდგინებით, დღეს გამართულ მთავრობისსხდომაზე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. სხდომას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ესწრებოდა. Read the rest of this entry »
მუყაოს ოცნების ქალაქი დაისეტყვა
ეკოფაქტი გილოცავთ დამდეგ ახალ წელს
ეკოფაქტი, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ჩვეnს მკითხველს გისურვებთ სიმხნევეს, ჯანმრთელობას, ხვავსა და დოვლათს… რაც მთავარია ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას… და აქვე გთავაზობთ ქართულ ხალხურ დღეობებისთვის დამახასიათებელ მრავალფეროვნებებს. ძველად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ახალი წელს 31 (13.01) დეკემბერი რაჭაში ცნობილია კალანდობის სახელით (კალანდა, ისევე როგორც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში, რომში კალენდას ეძახდნენთვის პირველ, ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია “კალენდრის”) ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, სადაც დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთით. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს ე.წ. ღორის სალოცვილს. ვახშმობამდე ბიჭს ან ოჯახის უფროს კაცს 1 ჭიქა ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა: “წმინდა ბასილამ ამრავლოს ღორებიო”. აკეთებდნენ ლერწმის გვერგვს, აცხობდნენ ერთ დიდ ლობიან-ქონიან განატეხს. განატეხი, თაფლთან, ვაშლთან და თეთრ ფულთან ერთად იდებოდა გვერგვზე. სართვიანი და ხმელა პური სულადობის მიხედვით ცხვებოდა. Read the rest of this entry »
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
2015 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ 2015 წლის 10 ივნისს წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას გენდერული კვოტირების შესახებ. წინადადება პარტიების მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენილ პროპორციულ სიებში 50%-იან გენდერულ კვოტირებას გულისხმობდა, რაც ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა საქართველოს პარლამენტში და ქალთა გაზრდილ რაოდენობას საკრებულოებში.
ქობულეთში მცხოვრები ბოშები
ქობულეთში, ვაგზლის მარჯვენა მხარეს პატარა დასახლებაა, სადაც ორმოცდაათამდე ბოშათა ოჯახი ცხოვრობს, ამ ადგილს ბოშათა დასახლებას ეძახიან. რამდენიმე ოჯახში შეგვიპატიჟეს…
75 წლის ბოშა ქალი, რომელიც ავადაა, თუმცა მაინც ბოშურ ტრადიციისამებრ მოწესრიგებული და მოვლილია, გვიყვება, რომ შვიდი შვილი ყავს, მისი შვილებიც მრავალშვილიანები არიან, თავს, როგორც ყველა ბოშა ვაჭრობით ირჩენენ. ხანდახან მკითხაობითაც. „მკითხაობის ხელოვნებას ბევრი ცოდნა და პრაქტიკა უნდა, ამას ჩვენი წინაპრები გვასწავლიდნენ, ასე გადმოდის შთამომავლობით, შვილიდან შვილზე, ზოგი ხდება, ზოგიც არა…“ – გვიყვება ვალია. Read the rest of this entry »






