“დღეს, ბედნიერი დღე გვაქვს,” – იტყვის ხშირ-ხშირად 22 წლის მარი და მესამე სართულიდან პირველ სართულზე ჩარბის, რომ სტუმრებს დახვდეს. სტუმრებიც ნელ-ნელა მოდიან და „სმენისა და მეტყველების მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის“ ბენეფიციარების ნამუშევრებს ეცნობიან. თუმცა ეს ბედნიერი დღე, მხოლოდ იმით არაა გამორჩეული, რომ სტუმრები მათ ხელნაკეთ ნივთებს ათვალიერებენ. დღეს, მოსკოვის პროსპექტის 18 ნომერში გაიხსნა ხის სოციალური საწარმო „სხივი“, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს შეეძლებათ დაეუფლონ ხეზე მუშაობას და პატარა, მაგრამ სასარგებლო ნივთები გააკეთონ: ხის საათი, სათვლელი, ანბანი და ა.შ. რომელიც მერე მაღაზიებში გაიყიდება. Read the rest of this entry »
Category Archives: სხვა…
შშმ ახალგაზრდების საჭიროებაზე მორგებული სოციალური საწარმოს გახსნა
10 აგვისტოს , 13 :00 გაიმართება ,,სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის’’ ხის სოციალური საწარმო “ს ხ ი ვ ი ს” გახსნის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც პირველად საქართველოში არაფორმალური განათლების მეთოდებითა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომებით, შშმ ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისის, ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა დასაქმების მხარდაჭერითი სისტემის პილოტირება დიწყება. იგი მიმართული იქნება შშმ ახალგაზრდების ისეთ ცოდნასა და კომპეტენციების განვითარებაზე, რომელიც მათ შრომით ეფექტიანობას, კონკურენტუნარიანობასა და მხარდაჭერის გზით შრომით ბაზარზე მისაწვდომობასა და დასაქმებას განაპირობებს. Read the rest of this entry »
ინტეგრაცია-გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტეგრაცია-გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ“ გამართა საზაფხულო სემინარები NATO-ს შესახებ ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის. სემინარებში მონაწილეობდნენ ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ონ-ლაინ მედიის ჟურნალისტები. ნატოს საზაფხულო სემინარები ჩატარდა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში რუმინეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო), საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სამსახურისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პარტნიორობით.
უნდა დაინახო ის, რასაც ვერ ხედავს სხვა…
ტელეკომპანია “კავკასიას” ეთერში, გადაცემა “თქვენი დრო”, დაეთმო ფოტოგრაფიას. სტუდიას სტუმრობდნენ ფოტოგრაფები, ბადრი ვადაჭკორია, ოლიკო ცისკარიშვილი და ნათელა გრიგალაშვილი.
მაყვლის სახლის დიასახლისი – იზოლდა ქიტესაშვილი
გუშინ, ჟურნალისტთა ასოციაცია „გენდერი, მედია, კავკასიის“ ხელმძღვანელის გალინა პეტრიაშვილის ორგანიზებულ ტურში, კახეთში ვიყავი და ერთი ანეგდოტად მოარული ამბავი გამახსენდა: კახეთში, უცხოელი მილიონერი ჩავიდა, შეიკრიბა ხალხი მის გარშემო და არის ერთი ამბავი. ერთი გლეხი კი უდარდელად წევს კაკლის ძირში და ყურადღებას არ აქცევს. მილიონერმა იკითხა ვინაა ეს კაციო, ეს ის კაცია ქვეყანაზე არაფერი არ ადარდებსო, უპასუხეს, ოღონდ ადგეს და მილიონს მივცემო. გლეხს ეუბნებიან, ადექი ნახე ის კაცი, მილიონს გპირდება, მილიონი იცი რამდენია, არაფერზე აღარ იდარდებო… ეხლა რა ვდარდობო? – უპასუხა გლეხმა და გვერდი შეიცვალა. Read the rest of this entry »
პროფესიონალები ყველა დარგში სჭირდება ქვეყანას…
ხშირად გვსმენია, სამდიპლომიანი ტაქსისტის ისტორია. არაა ეს ისტორია მოგონილი, ნამდვილად არიან ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დიპლომს ფლობენ, თუმცა მუდმივად სამსახურის ძიებაში არიან. ეს კი, ალბათ, იმის ბრალია, რომ ადამიანები არასწორად ირჩევენ პროფესიას, ანდა საკმაოდ პროფესიონალებად ვერ ყალიბდებიან და მუდმივად სასურველი სამუშაოს ძიებაში არიან, ანდა მიზერულ ანაზღაურებაზე თანხმდებიან.
კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში სამუშაო ადგილები არის, თუმცა კვალიფიციური სპეციალისტების თვალსაჩინო ნაკლებობაა, რის გამოს, ხშირად კომპანიებს საზღვარგარეთიდან უწევთ მათი მოწვევა. Read the rest of this entry »
The Forum პირველი ნომრის პრეზენტაცია
კონფლიქტების და უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი ჟურნალის The Forum პირველი ნომრის პრეზენტაცია შედგება „ევროპის სახლში“ 5 ივლისს, 18:30 საათზე. ჟურნალს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ფორუმი“ გამოსცემს. Read the rest of this entry »
მე ჟურნალისტი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი
ოლიკო ცისკარიშვილი
“დედა, მეგობრის დაბადების დღეზე მივდივართ ბარში და გამიშვებ?” – მეკითხება ჩემი უმცროსი ვაჟი, და ვიდრე პასუხს დავუბრუნებდი, მასზე ორი წლით უფროსი ჩემი გოგონა ეუბნება: “მაგას რატომ ეკითხები, არ იცი ვინაა ოჯახში დომინანტი?” და იმ წამს მივხვდი, რომ ჩემი საქმე ცუდადაა. ბავშვების აზრით, დომინანტი ოჯახში შემომტანი, ჩემი ქმარია. სწორედ, ის ადამიანი, რომელთანაც ერთად, 18 წლის წინ, გადავწვიტე ცხოვრების ქალ-ბორბლიან ბილიკებს გავდგომოდი. მაშინ არ ვფიქრობდი, რომ ჩვენს ორ შორის დომინანტი იქნებოდა რომელიმე, არა თუ შვილების თვალში – მეგობრების ნათესავების, ახლობლების, საზოგადოების. ჩვენ ერთად შევქმენით ოჯახი და ერთნაირად უნდა გადაგვენაწილებინა პასუხისმგებლობაც – ჭირიც და ლხინიც. სწორედ, მაშინ დავფიქრდი, ჩემს სტატუსზე, ვინ ვარ, ამ პატარა სოციუმში, რომელსაც ოჯახი ქვია – დედა, მეუღლე თუ? და აღმოვაჩინე რომ “თუ”… – სწორედ, ის “თუ”, რომლის წინაშეც ბევრი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ხდება. აღმოვაჩინე, რომ ჩემდაუნებურად, ვარ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი (ამ მდგომარეობას სპეციალისტები ფსიქოლოგიურ ძალადობას ეძეხიან).
ჩერნობილის ტრაგედიიდან 30 წელი
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4-ე ენერგობლოკი 1986 წლის 26 აპრილს აფეთქდა.
1986 წლის 25 აპრილს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკში, რომელიც კიევის სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარეობდა, „ექსპერიმენტი“ დაიწყო, თუმცა მოულოდნელად ის მწყობრიდან გამოვიდა და ტემპერატურა მკვეთრად გაიზარდა. 26 აპრილს კი რეაქტორში ორი აფეთქება მოხდა. მეტალის სქელმა ფენამ და ბეტონის კედელმა ვერ დააკავა გავარვარებული ურანი და მან გარეთ გამოაღწია. ატომური რეაქტორის რადიაქტიური დონე იმ წუთებში 1500 ატომური ბომბის სიმძლავრეს უტოლდებოდა.საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა კატასტროფის შესახებ სამ დღეს დუმდა. 29 აპრილს შვედეთის ატომური ელექტროსადგურის მეცნიერ-მუშაკებმა (მათი ბაზა განთავსებული იყო ბალტიის ზღვის სანაპიროზე) შენიშნეს ძლიერი ატომური გამოსხივება, რომელიც ღრუბელს აღმოსავლეთიდან, საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან მოჰყვებოდა. მომატებული რადიაცია იაპონიასა და აშშ-შიც დაფიქსირდა. ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ უცნობი ატომური გამოსხივების ცენტრი კიევის მახლობლად მდებარეობდა. Read the rest of this entry »







