მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, კახეთში, კურორტ „ახტალას“ რეაბილიტაცია მოხდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, კურორტზე სატრეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.
Category Archives: სამკურნალო ტურიზმი
მიტოვებული ”გორიჯვარი”
ოლიკო ცისკარიშვილი
სამკურნალო ტურიზმის პერსპექტივები, რომ ძალიან დიდი აქვს საქართველოს, ამაზე უკვე ბევრი საუბრობს. საქართველოში მინერალური თუ გოგირდოვანი წყლების სასიკეთო თვისებებზეც ბევრს ლაპარაკობენ. იმაზეც აღარ დაობენ, რომ საქართველოში თუ განვითარდება სამკურნლო ტურიზმი, ამით მკვეთრად გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა და სახელმწიფოს ბიუჯეტისთვისაც სარფიანი იქნება.
საქართველოში რომ ბევრი ისეთი ადგილია, სადაც სამკურნლო წყლები წლების განმავლობაში კურნავდნენ ადამიანებს, ახლა მივიწყებულ-მიტოვებულია.
მათ შორისაა, ოდესღაც განთქმული გორიჯვრის გოგირდის წყლებიც, რომელიც ადრე რესპუბლიკური დანიშნულების ბალნეოლოგიურ კურორტს წარმოადგენდა. იქ სამკურნალოდ არა მატრო საქართველოს ყველა კუთხიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვენებიდან სტუმრობდნენ. ახლა კი, სეზონზე თითო-ოროლა ადგილობრივ მოსახლეს თუ მასპინძლობს.
გორიჯვარი ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი გორის რაიონის სოფ. დიდ გორიჯვარში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მეტრზეა. მის უკან ამაყად აღმართულ მთიდან გადმოჰყურებს გორიჯვრის მონასტერი. ჰავა რბილია და იქ ჩასული დამსვენებლისთვის სასიამოვნო.
ამ ადგილზე მკურნალობა დღესაც სეზონურია ივნისიდან სექტემბრამდე, რადგან სასიცოცხლო წყალი სხვა მინერალური წყლებისგან განსხვავდება, ისაა მცირე მინერალიზაციის ჰიდროსულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყალი და ბუნებრივად ცივი მოედინება. დღესაც იყენებენ აბაზანებისათვის. გორიჯვარში წლების განმავლობაში მკურნალობდნენ: 1. ქრონიკული ართრიტები: ინფექციური, რევმატიული, ტრავმული და ენდროკრინული წარმოშობის; 2. მსუბუქი წარმოშობის სპონდილოზები და სპონდილოართროზები; 3. მიოკარდიოდისტროფია კომპენსირებულ სტადიაში; 4. კარდიოსკლეროზები: მიოკარდიული და ათეროსკლეროზული წარმოშობის კომპენსირებულ სტადიაში; 5. ჰიპერტონული დაავადებების I სტადია; 6. ანგიონერვოზები; 7. ტრომბოპლებიტები (მწვავე პერიოდის გავლის შემდეგ არა უადრეს სამი თვისა); 8. პერიფერული ნერვიული სისტემების დაავადებები (ნევრიტები, ნევრელგიები, რადიკულიტები და სხვ.); 9. ნერვიული სისტემის ფუნქციონალური დაავადებები; 10. საშვილოსნოს და მისი დანამატების ქრონიკული ანთებადი პროცესი.
კურორტზე, დღემდე, სააბაზანო მკურნალობა ამბულატორულია.
როდესაც გორიჯვრის სამკურნალო დაწესებულებას ვესტუმრეთ, შორიდანვე დავინახე ტალავრის მიღმა მოცისფრო გარედან შელახული შენობა, რომელიც დღეს აშკარად ვერ მიიღებს იმ სიამაყით პაციენტ-სტუმრებს, როგორც ადრე.
მისი დირექტორის დავით მოციქულაშვილის თქმით, პაციენტების მიღება შეუძლებელია, ისეთ გარემოში, სადაც ელემენტარული კომფორტი არაა – იმისთვის კი, რომ გორიჯვრის კურორტი კეთილმოეწყოს და პაციენტები სრული დატვირთვის მიიღოს, ბევრი თანხაა საჭირო.
კურორტი არაა გაზიფიცირებული, არაა გათბობა, შესაკეთებელ-გასაკეთებელია მისაღები და სამკურნალო ოთახებიც.
გასაკეთებელი არა მარტო სამკურნალო დარბაზები, დამსვენებელთათვის ეზოშიც უძველესი შელახული ქვის მაგიდები და სკამებია…
დავით მოციქულაშვილის თქმით, პაციენტთა რაოდენობა იმდენად შემცირდა, რომ საკუთარი ხარჯებით არათუ კურორტის რეაბილიტაცია, ორგანიზაცია მიწის გადასახადსაც ვერ აუდის. თუმცა კურორტი ”გორიჯვრის” ადმინისტრაციამ მრავალჯერ მიმართა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, კურორტ გორიჯვრის რეაბილიტაციისთვის. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მისის რეაბილიტაცია საკმაოდ სარფიან შემოსავლის გარანტიას იძლევა მომავალში, დღემდე არავის არაფერი გაუკეთებია, არც სახელმწიფოს და არც კერძო ინვესტორთათვის აღმოჩნდა საინტერესო ”გორიჯვრის” პერსპექტივები.
ასეა, თუ ისეა, როცა სახელწიფო სტრატეგიულს უწოდებს ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს, მხოლოდ ცალკეული ადგილების განვითარებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და ალბათ ყველაზე უპრიანი იქნებოდა, გლობალურად ხედავდეს ამ დარგში არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრაც მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ეცადოს, რადგან მთლიანად არ დაიკარგოს და ლეგენდად არ იქცეს, ოდესღაც საქვეყნოდ ცნობილი ადგილები.
წყალტუბოს უნიკალური მინერალური წყლები
ოლიკო ცისკარიშვილი
ქალაქი წყალტუბო მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ის მრავალმხრივი კურორტია და განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით.
წყალტუბო ცნობილი იყო ჯერ კიდევ VII-IX საუკუნეებში უფრო ადრეც. XII XIII საუკუნეებში წყალტუბო, როგორც სამკურნალო პუნქტი, უკვე სარგებლობდა ფართო პოპულარობით.
პირველად წერილობით წყაროებში „მაღლაკს მდებარე აბანოისა სახლის“ სახით წყალტუბო მოხსენიებულია 1245-1250 წლებით დათარიღებულ გელათის მონასტრის სიგელში.
1782 წელს „ბერლინის საბუნებისმეტყველო საზოგადოების შრომების” კრებულის ევროპულ გამოცემებში პირველად, გერმანულ ენაზე ქვეყნდება ცნობები წყალტუბოს სამკურნალო წყლების შესახებ. 1787 წელს რუსმა აკადემიკოსმა პ.ს. პალასიმ დაამუშავა და გერმანულ ენაზე გამოსცა ი. გიულდენშტეინის სამოგზაურო ჩანაწერების ხელნაწერები წყალტუბოს შესახებ. ხანგრძლივი შუალედის შემდეგ, 1809 წლიდან იწყება წყალტუბოს მინერალური წყაროების შესახებ მასალების გამოქვეყნება, როგორც რუსულ, ასევე დასავლეთ ევროპულ პრესაში. 1809 წელს გერმანულიდან შერჩევით. მოკლედ რუსულად ითარგმნა ი. გიულდენშტედტის „სამოგზაურო ჟურნალი” რომელშიც პირველად რუსულ ლიტერატურაში გამოჩნდა ცნობები წყალტუბოს მინერალური წყლის შესახებ. 1815 წელს ცნობილი ბუნებისმეტყველი იულიუს ფონ კლაპროტი ბერლინში გერმანულ ენაზე გამოცემულ ნაშრომში ასევე იძლევა წყალტუბოსა და მისი მინერალური წყლების დახასიათებას იმავე ი. გიულდენშტედტის „სამოგზაურო ჟურნალის” მიხედვით. 1897 წელს პროფესორ ალბერტ ეილენბურგის მსხვილ ევროპულ საენციკლოპედიო გამოცემაში „გერმანიის სამედიცინო მეცნიერების რეალური ენტიკლოპედია” მოყვანილია ზოგიერთი მონაცემი წყალტუბოს მინერალური წყაროების სასიკეთო თვისებების შესახებ. 1898 წელს გ. სტრუვემ ქიმიური ანალიზის საფუძველზე წყალტუბოს წყაროები მიაკუთვნა ინდიფერენტულ წყაროებს, რომლის ანალოგია ვილბადი და ტეპლიცი. კურორტი წყალტუბო ნაციონალიზებულია 1920 წელს, რის შემდეგაც ბალნეოლოგიურ კურორტად იქცა.
1952 წელს საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში არქიტექტორების იოსებ ზაალიშვილისა და ვალერიან კედიას მიერ თავიდან იქნა გადამუშავებული კურორტი წყალტუბოს გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 1953 წელს დაამტკიცა. აღნიშნული გენერალური გეგმით წყალტუბო დაიყო ბალნეოოლოგიურ, სანატორულ და საცხოვრებელ ზონებად. ადგილმდებარეობის ხასიათმა არქიტექტორებს უკარნახა გეგმარების რგოლური სქემა. პირველმა წრიულმა ქუჩამ ბორცვთა ძირში გაიარა. სააბაზანოები ველზე-მინერალური წყაროების პარკში განლაგდა, ბორცვიანი რელიეფი გამოყენებული იქნა სანატორიუმების მშენებლობისათვის, ხოლო საცხოვრებელ უბნებს დაეთმო კურორტის სამხრეთ-აღმოსავლეთი ტერიტორია. გასული საუკუნის ბოლოს რკინიგზის ხაზის გასწვრივ ქალაქში ახალი სამრეწველო ზონაც გაჩნდა. კურორტ წყალტუბოს ტერიტორიაზე გაშენებულია 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის მრავალწლიანი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ნარგავები. კურორტის ტერიტორიაზე შექმნილია ხელოვნური „ცივი ტბა”, რომელიც შეიქმნა 1930-იან წლებში მცირე მდინარე წყალტუბოს კალაპოტის ჩაკეტვის შედეგად.
კურორტი წყალტუბო განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენდა და ახდენს ჩამოსულ სტუმრებზე.
სამკურნალო დაწესებულებაში ამბობენ, რომ პროცენტულად საზღვარგარეთელი დამსვენებლები უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივი. ჩვენი სტუმრობის დროს, იქ აზერბაიჯანიდან, განჯიდან და ზათაქალადან სტუმრობდნენ. ხშირად სამკურნალოდ ჩამოდიან რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან…
სააქციო საზოგადოება ”ბელნეოსერვისის” შენობის მეორე ფლიგელში მჟამად სარემონტო სამუსაოებია დაწყებული. ექიმ-მკურნალები ყველა პროცედურას ლოკალიზებულად ერთ ფლიგელში აკეთებნ.
”აქ ძირითადად საყრდენ-მამოძრავებელი სისტემას, გულის დაავადებებს, კანის დაავადებებს, უშვილობას, გინეკოლოგიურ დაავადებებს, ნივთიერებათა ცვლის მოშლას ვმკურნალობთ, – ამბობს ექიმი ნანა გვიშიანი, კურორტოლოგ-ფიზიოთერაპევტი, – პაციენტებს ვმკურნალობთ იმის მიხედვით, თუ რა დაავადებით მოდის იგი ჩვენამდე. ეს წყლები რამდენადაც კარგია სამკურნალოდ, უკუჩვენებებიც აქვს. მზარდი რაც არის, ვთქვათ კისტოზური, ონკოლოგიური დაავადებები, ამ წყლის პროცედურების მიღება არ შეიძება, რადგან ეს წყალი ყველაფრისთვის საკვებია. ამიტომ დამსვენებელმა წინასწარ უნდა გაიკეთოს გამოკვლევები და შემდეგ დავუნიშნავთ შესაბამის პროცედურებს.”
კურორტოლოგ-ფიზიოთერაპევტის თქმით, როცა გინეკოლოგიურ დაავადებებით მიდის პაციენტი მათთან, ასაკიც გასათვალისწინებელია. ”როცა პაციენტი კლიმაქტერული ასაკისაა და მას აქვს ფიბრომა, ბოლო მონაცემებით, მკურნალობა დასაშვებებია. ხოლო თუ პაციენტი, 35 წლამდეა, მაშინ არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში იგი ზრდას ექვემდებარება,” – ამბობს ნანა გვიშიანი.
დარბაზიდან-დარბაზში დავყვები ექიმს და ისიც მიხსნის, რომ ამ კედლებში 6 კომპონენტიანი წყალი მოსჩქეფს, არასოდეს არ დგას, და ადამიანის ორგანიზმში ფორების საშუალებით შედის. შევდივარ იმ აუზშიც, სადაც სტალინი იკეთებდა პროცედურებს, იქცე სტალინის საყვარელი სავარძელი დგას. ამ აუზს უახლოეს მომავალში რეაბილიტაცია ჩაუტარდება და პირვანდელ სახე შეუნარჩუნდება. მოხატული აუზიდან სტალინის ლუქსში გადავდივართ და ჩემი მასპინძელი მიყვება, რომ ეს ლუქსი ბევრ საპატიო სტუმარს მასპინძლობდა, მათ შორის პატრიარქსაც.
”ამჟამად, სრული დატვირთვით დღეში შეგვიძლია 700 პროცედურის გაკეთება, – ამბობს ექიმი და ილის ტალახის სასარგებლო თვისებებზეც ყვება, რომელიც კუმისის ტბის ფსკერიდან ამოაქვთ და წყალტუბოში ჩამოაქვთ, – დამსვენებელს ნახევარ საათიანი პროცედურა უტარდებათ, თუმცა დღეში 4-5 პროცედურის ჩატარება შეიძლება, გააჩნია დაავადება.”
წყალტუბოს წყლები როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვისაც რეკომენდირებულია (თუმცა არა სამ წლამდე ბავშვებისთვის). აქ რეაბილიტაციას ხშირად გადიან ბავშვები, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევით დაბადების პათოლოგიებით.
სპეციალისტები მიხსნიან, რომ კურორტის უნიკალური მინერალური წყლები გამოირჩევიან საკმაოდ მდგრადი ფიზიკო-ქიმიური თვისებებით და განეკუთვნებიან სუსტად რადონულ ქლორიდულ-მაგნიუმიან წყლებს. წყლების მაღალეფექტური სამკურნალო პროფილაქტიკური მოქმედება განპირობებულია მათი ურთულესი შემადგენლობითა და შემცველი მარილების ძირითად კომპონენტთა თავისებური შერწყმით. წყლების ბუნებრივი ტემპერატურა (33-35 °С) იძლევა მათი გამოყენების საშუალებას წინასწარი შეთბობის გარეშე. სპეცისლაიტთა თქმით, წყალტუბოს წყლით მკურნალობენ: გულსისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვიული სისტემის, გინეკოლოგიური, კანის, ენდოკრინულ დაავადებებს, ნივთიერებათა ცვლის მოშლასა და სხვა.
სს ”ბალნეოსერვისი”-ს მეექვსე სააბაზანო შენობა ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილია. ის უშუალოდ წყაროზეა აგებული. მასში მოთავსებულია 3 აუზი და 50 ინდივიდუალური კაბინა-აბაზანა. მკურნალობა აუზებსა და კაბინა-აბაზანებში მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყლით (მინერალური წყალი პროცედური დასრულებამდე განუწყვეტლივ შემოედინება აბაზანაში და გადაედინება), რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას.
კურორტზე სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი კომპლექსური სამკურნალო პროცედურები: მინერალური წყლის აბაზანები; წყალქვეშა (ჰიდრო) მასაჟი. სამკურნალო ფიზკულტურა აუზში და დარბაზში, კლასიკური სამკურნალო მასაჟი, ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა წყალში, ფიზიოთერაპია, გინეკოლოგიური ირიგაცია. შხაპი ”მარკო”, მექანოთერაპია, სამკურნალო ტალახის აპლიკაციები და სხვ.
კურორტი ქობულეთი
ოლიკო ცისკარიშვილი
შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ ქობულეთში ნოემbრის ბოლოს, ნამდვილადა არა საკურორტო სეზონი, თუმცა სწორედ, მაშინ მომიწია იქ ჩასვლა… ათკილომერტიან აღმაშენებლის პროსპექტი ზაფხულში დამსვენებლებით არის სავსე, ახალ ამ გზაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. აქედანვე ემზადებიან მომავალი საკურორტო სეზონისთვის – ინტენსიიურად მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია.
საბჭოურ პერიოდში, აქ ნემსი არ ჩავარდებოდა, იმდენი დამსვენებელი ირეოდა. უკიდეგანო საბჭოთა კავშირის ნებისმიერი კუთხიდან, ორგანიზებული წესით ჩამოდიოდნენ მოაგარაკეები, არა მარტო მზის და ზღვის სიყვარულით. ბევრი ბალნეოლოგიური გოგირდოვანი წყლითაც სარგებლობდა.
ქობულეთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, საბჭოთა კავშირის დროს, რეგიონალური მნიშვნელობის კურორტად ითვლებოდა. ფუნქციონირებდა სანატორიუმები და პანსიონატები, რომელთა უმრავლესობა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, ეს სანატორიუმები და პანსიონატებიც დაიშალა.
დღეს ბალნეოლოგიური გოგირდოვანი წყლებით თითქმის არავინ სარგებლობს, არც დამსვენებლებს იღებს, რადგან უბრალოდ, არ ფუნქციონირებს, არადა კარდიოლოგიური პროფილისაა და აქ წლების განმავლობაში, მკურნალობდნენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს..
როგორც მუნიციპალიტეტში ამბობენ, შენობა გასარემონტებელია. არადა, გარდა სუფთა ჰაერისა, ზღვაში ჭყუმპალაობისა და ზაგრის მიღებისა (რაც თავისთავად კარგია) ბევრი, ქობულეთში სამკურნალოდაც ჩავიდოდა და გოგირდოვანი წყლებით სხვა თუ არაფერი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც იმკურნალებდა. ამით კი დამატებითი შემოსავალი შემოუვიდოდა სახელმწიფოს და ადგილობრივებისთვისაც დასაქმების გარანტი იქნებოდა. ქობულეთის საკურორტო-ტურისტულ-ბალნეოლოგიური პოტენციალის სრულად გამოყენება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისათვის. რადგან ქობულეთის წვრილ–ქვიშიანი ნაპირი, მზის უხვი რადიაცია, რომელის კარგ პირობებს ქმნის ჰელიოთერაპიისთვის, კარგი სამკურნალოა ძვალ–სახსრების, ლიმფური ჯირკვლებისა და სხვა ორგანოების ტუბერკულოზს, ბრონქიალურ ასთმას, გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისათვის.
მინერალური, გოგირდოვანი წყლების და სამკურნალო ტალახების არსებობა რაიონის ტერიტორიაზე საშუალებას იძლევა შეძლებისდაგვარად განვითარდეს სამკურნალო ტურიზმი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მერაბ ჯინჭარაძეს თქმით, ქობულეთის რაიონის რიგ სოფლებში უკვე მიმდინარეობს საეტაპო სამუშაოები ამ მიმართულებით.
შესაძლებელია უახლოეს მომავალში, არა მარტო ქალაქი გახდეს ტურისტთა დაინტერესების სფერო, არამედ სოფლებმაც მნიშვნელოვნად მოიზიდოს ვიზიტორები და არა მარტო ისინი.
ქობულეთი XVII-XIX საუკუნეებში წარმოადგენდა თავდგირიძეების რეზიდენციას და გურიის სამთავროში შედიოდა. ხანაც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, ქობულეთი, ისევე, როგორც მთელი აჭარა რუსეთის იმპერიამ დაისაკუთრა. ქალაქის სტატუსი ქობულეთმა 1944 წელს მიიღო.
უკანასკნელ ათწლეულში განსაკუთრებით გაიზარდა ქობულეთის პოპულარობა რადგანაც ის გახდა აფხაზეთის საკურორტო ზონის ალტერნატივა. ზაფხულობით ქობულეთში ყოველწლიურად 100 000-მდე ტურისტი სტუმრობს.
ტურისტებისთვის, ქობულეთი საინტერესოა განსაკუთრებით მდიდარია ქვის ხანის, ადრე ფეოდალური და ანტიკური არქეოლოგიური ძეგლებით, რაც ძველ კოლხეთსა და საერთოდ აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრის წარმოქმნას ადასტურებს. ასევე ქობულეთის დაცული ტერიტორიებით, რომელიც 1999 წელს შეიქმნა და მოიცავს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალს-ისპანი II (331 ჰა) და ქობულეთის აღკვეთილს-ისპანი I (439 ჰა), რომლებიც ქალაქ ქობულეთის ჩრდილოეთით, შავი ზღვის გასწვრივ, სანაპიროდან, კერძოდ ფიჭვნარის ეკოპლაჟიდან დაახლოებით 300 მეტრში მდებარეობს. ისპანის დაცული ტერიტორიები ქალაქ ქობულეთს აღმოსავლეთით მიუყვება. ჩრდილოეთით დაცულ ტერიტორიებს თიკერის რელიქტური კოლხური ტყის „აღდგენის ზონა“ ესაზღვრება, აღმოსავლეთით კი – მუდამ დათოვლილი გომის მთა, კინტრიშის ნაკრძალი და აჭარა-გურიის მთები გადმოჰყურებს.
სასწაულმოქმედი მაგნიტური ქვიშა
ოლიკო ცისკარიშვილი
რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა აწ გარდაცვლილმა მეცენატმა, ურეკში, ”იმედის ქალაქს” ჩაუყარა საფუძველი. ეს იყო საქართველოში ტურიზმის განვითარების პირველი სერიოზული ნაბიჯი. მაშინ დაბაში 1700 მცხოვრები იყო და ზაფხულობით მათ რიცხვს 6-7 ათასი ემატებოდა.
მეცენატმა უთუოდ იცოდა, რომ ურეკის სანაპიროს მაგნიტური ქვიშა, სასწაულმოქმედია და ბევრი სიკეთის კეთება შეუძლია.
მაშინ, იმ წლებში, ”იმედის ქალაქი” ჩემს თვალწინ შენდებოდა და ლამაზდებოდა… გაიყვანეს გზები, ქალაქში კომუნიკაცია მთლიან შეცვალეს, ააშენეს სასტუმროები, სკვერები, კაფეები, გარე განათებები, აშენდა ავტოსადგური და მთლიანად მოწესრიგდა ქალაქი… ის ტერიტორიები ადრე სადაც ჭაობები იყო, ამოაშრეს…
მაშინდელი გაკეთებული ამბულატორია ახლაც ბევრს ემსახურება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2010 წელს საქართველოს კურორტებზე მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით უცხოელი ტურისტების მხოლოდ 1% იყო ჩამოსული. ეს კი იმის დასტურია, რომ უცხოეთში თუნდაც ურეკის ქვიშის სამკურნალო თვისებებზე არაფერს უწყიან. საქართველოში 103 კლიმატური და სამკურნალო კურორტიდან ურეკი ერთ-ერთია, რომელიც თავისი უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ჯერ კიდევ იმ წლებში, როცა სრულიად მოუწესრიგებელი იყო ინფრასტრუქტურა, საქართველოს სხვადასვხა კუთხეებიდან სამკურნლოდ ჩამოდიოდნენ და შედეგით კმაყოფილებიც ბრუნდებოდნენ შინ.
ურეკში კლიმატი ნესტიანი სუბტროპიკულია. გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სანაპიროს რბილი ჰავა ზღვასთან ერთად ქმნის ბუნებრივ სამკურნალო პირობებს. პლაჟის წვრილმარცვლოვანი მაგნიტური ქვიშა შავი მურა ფერისაა. ქვიშის ძირითად მინერალებს წარმოადგენს მაგნეტიტი (5%), ტიტანომაგნეტიტი (4,5%), ილმენიტი (4,5%), მონაციტი (4,9%), ცირკონი (4,2%), გრანიტი (4,3%), დვარცი და სხვა.
ურეკის საოცარი თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის სანაპიროს, ანალოგი არ გააჩნია მსოფლიოში. კურორტ ურეკის უნიკალურობა განპირობებულია მაგნიტური ქვიშის სანაპირო ზოლზე შექმნილი ბუნებრივი, მცირე ინტენსივობის მქონე მაგნიტური ველით. მაგნიტური ველის გამაჯანსაღებელ თვისებებს კაცობრიობა ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იცნობდა. მას სამკურნალოდ იყენებდნენ ძველი ეგვიპტელები, ბერძნები, ინდოელი იოგები.
სპეციალისტების მტკიცებით, ურეკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – სუბტროპიკული კლიმატი, ზღვა, მზე და მაგნიტური ქვიშა, შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ, როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა კონტინგენტისათვის:
- გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (ჰიპერტონული დაავადება I – II სტადია, გულის ქრონიკული იშემიური დაავადებები, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, მიოკარდიოდისტროფია, ქვემო კიდურთა მაობლიტირებელი დაავადებები).
- საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (რევმატიული და ინფექციური პოლიარტრიტი ქრონიკულ სტადიაში, მალეფორმირებული ოსტრეოართროზი, ოსტრეოქონდროპათიები და სხვა).
- ნერვული სისტემის დაავადებები (დეპრესია, ჰიპერტონული ფორმის ნევროზი, კლიმაქტერიული ნევროზი, ნევრალგია, ცერებრალური ინსულტის ნარჩენი მოვლებები).
- ბავშვთა კონტინგენტის დაავადებები (სპინალური რბილი დამბლები, სამეაონი დამბლები, პოლიომელიტის ნარჩენი მოვლენები, პერთესის დაავადება, რაქიტი).
- ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევი ქრონიკული უროგენიტალური დაავადებები.
სამკურნალო ფაქტორების გამოყენებას განსაკუთრებით დადებითი შედეგები აქვს ბავშვთა დაავადებების მკურნალობის დროს.შავიზღვისპირა მაგნიტური ქვიშები ცნობილია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან.
პირველნი, ვინც თავის თავზე გამოსცადეს ურეკის ქვიშის სასწაულმოქმედი თვისებები, იყვნენ ახლომდებარე სოფლის მცხოვრებნი, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ მაგნიტურ ქვიშასთან. ისინი განიკურნენ მრავალი ქრონიკული დაავადებებისაგან. მას შემდეგ მაგნიტური ქვიშის თვისებებით დაინტერესდა ფართო საზოგადოება, მედიცინის მუშაკები და კვლევითი ინსტიტუტები. თანამედროვე მედიცინაში ფართოდ იყენებენ ხელოვნურად შექმნილ მაგნიტურ ველებს, როგორც ფიზიოთერაპიულ საშუალებას, ”მაგნიტოთერაპიის” სახელწოდებით. სამეცნიერო გამოკვლევებით დადგინდა მაგნიტური ველის სასიკეთო ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე. მაგნიტური ველის მოქმედებით იცვლება ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესები, იწვევს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, ქსოვილების რეგენერაციის სტიმულირებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას. მაგნიტოთერპიას ფართოდ იყენებენ გინეკოლოგიაში, უროლოგიაში, ორთოპედიაში, კოსმეტოლოგიაში, სპორტულ მედიცინაში, გულსისხლძარღვთა, ნერვული სისტემისა და სხვადასხვა სახის დაავადებების დროს.
თუმცა მედიკოსები უკუჩვენებებზეც საუბრობენ და ურეკში დასასვენებლად გამგზავრებას არ ურჩევენ მათ, ვისაც აქვს ავთვისებიანი სიმსივნეები, სისხლის ყველა დაავადება, ტუბერკულოზი, საშუალო და მძიმე ფორმის ასთმა და სხვა.
ქართული ტურისტული სააგენტოების უმრავლესობა, მიუხედავად ქვეყნის დიდი პოტენციალისა, ტურისტებს სამედიცინო ტურებს არ სთავაზობს. ექსპერტების თქმით, ცუდი ინფრასტრუქტურა და რეკლამის არარსებობა არის მთავარი პრობლემები, რაც აფერხებს საქართველოში სამკურნალო ტურიზმის განვითარებას. არადა, უპრიანია იქნებოდა, ამგვარი კურორტების დარეკლამება საზღვარგარეთ, რადგან ამ სექტორის განვითარება დიდძალ შემოსავალს მოუტანს, როგორც ადგილობრივ მეწარმეებს, ასევე სახელმწიფოს.
რაც შეეხება თავად ურეკს, ძველი დროიდანვე დასახლებული პუნქტი იყო. მდინარე სუფსის შესართავთან სხვადასხვა დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთების რამდენიმე განძი. დათარიღებაში აზრთა სხვადასხვაობაა: ძვ. წ. XVIII, XVII სს. (დ. ქორიძე და ა. რამიშვილი), ძვ. წ. XV, XIV სს. (თ. მიქელაძე). განძი მნიშვნელოვანია კოლხური ბრინჯაოს პერიოდიზაციის, წარმომავლობისა და ტიპოლოგიური ევოლუციის თვალსაზრისით. 1942 წელს ზღვისპირა დიუნის ყრილში ნაპოვნია გვიანანტიკური ხანის ნივთების განძი, რომელიც შეიცავდა III ს-ის ოქროსა და ვერცხლის რომაული მონეტები. არსებობს თქმულება, რასაც მეცნიერთა ნაწილი ეთანხმება, რომ ურეკი ნიშნავს, ტყიან გაუვალ ადგილს, სადაც მონადირეებს უჭირდათ ნადირობა. მთიან სამეგრელოში არსებული მიკროტოპონიმი “ნა-ეკ-ურ-ა” ამტკიცებს ურეკის განმარტებას, როგორც ღრმა, გაუვალი ადგილისა.
სამკურნალო ტურიზმის პერსპექტივები საქართველოში
ტურიზმი ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიაა მსოფლიოში, რომლის განვითარებასაც ამა თუ იმ ქვეყანაში დიდწილად განაპირობებს შიდა სტაბილურობა, უსაფრთხო გარემო და ეკონომიკური განვითარების მისაღები დონე. ტურიზმის ინდუსტრიას შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობისა და განვითარების გამყარებას განვითარებად ქვეყნებში, სამუშაო ადგილების შექმნის, შემოსავლების ზრდის, ეკონომიკის დივერსიფიკაციის, გარემოს დაცვისა და კულტურათა დაახლოების გზით. ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად ასტიმულირებს სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და გონივრული კანონმდებლობის დანერგვა.
ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის საჭიროა საზოგადოების, მთავრობისა და უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორების კოორდინირებული მოქმედება. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს თუ რას ეფუძნება მისი კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით და გააუმჯობესოს მომსახურება. ტურიზმის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში დიდ როლს ასრულებს სახელმწიფო შესაბამისი რეგულაციებითა და ინფრასტრუქტურის მოწყობით. უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება ინვესტიციებს, რომელიც წარმოადგენს მამოძრავებელ ძლას ტურიზმის განვითარებისთვის.
ტურიზმის ინდუსტრიის მასშტაბურობას ამტკიცებს ციფრებიც, კერძოდ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, 2008 წელს მსოფლიო საერთო შემოსავლებიდან ერთ ტრილიონამდე დოლარს, სწორედ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეადგენდა, ხოლო საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 900 მილიონს აღემატებოდა. უკანასკნელ წლებში შეიმჩნევა ტურისტთა ზრდის ტენდენცია განვითარებად ქვეყნებში, რაც ხელს უწყობს ამ ქვეყნებში შემოსავლების აკუმულირებას და ცხოვრების დონის ზრდას.
ტურიზმის განვითარება უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის უპირატესობებს: – განვითარების საშუალებას აძლევს ისეთ ქვეყნებს, რომელთაც არ გააჩნიათ ნედლეული, თუმცა საკუთარ კონკურენტულ უპირატესობას აფუძნებენ თავიანთ კულტურაზე, ისტორიულ ძეგლებზე, ნაკრძალებსა და ბუნებრივ პირობებზე;
– ხელს უწყობს სასტუმროებისა და რესტორნების ქსელის განვითარებას, კვების მრეწველობას, ახდენს შრომის ბაზრის დივერსიფიკაციას, ქმნის ტურისტულ მარშრუტებს და სამუშაო ადგილებს ისეთი პროფესიის ადამიანებისათვის, როგორებიც არიან: გიდები, თარჯიმნები, მზარეულები, მძღოლები, სასტუმროს მენეჯერები და მომსახურე პერსონალი და მომსახურების სფეროს სხვა წარმომადგენლები;
ტურიზმის ხელშემწყობი პოლიტიკა მოიცავს ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რაც მოიცავს გზებს, ჯანდაცვის დაწესებულებებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს, რაც ასევე ამცირებს უმუშევრობას და ზრდის შემოსავალს სახელმწიფო ბიუჯეტში;
ორიენტირება ტურიზმის განვითარებაზე მოითხოვს ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც უზრუნველყოფს ისტორიული, რელიგიური და არქეოლოგიური ძეგლების დაცვასა და მოფრთხილებას, ადგილობრივი ფოლკლორის, ტრადიციების, ხელოვნებისა და სამზარეულოს დაცვასა და შენარჩუნებას;
ტურისტთა ნაკადის ზრდა საშუალებას აძლევს მოსახლეობას, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი ნაწარმის ექსპორტზე გატანას, ადგილზე მოახდინოს მისი პროდუქტის რეალიზაცია;
საქართველოში ეკოტურიზმის განვითარება ყოველივე ზემოთ აღნიშნულის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2010 წელს საქართველოს კურორტებზე მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით უცხოელი ტურისტების მხოლოდ 1% იყო ჩამოსული. 2010 წელს საქართველოში სულ 2,032,586 უცხოელი მოგზაური იმყოფებოდა. ქვეყანა წლის ბოლოს რეკორდული რაოდენობის, 3 მილიონ ტურისტს ელოდება. თუმცა, საქართველოში სამედიცინო ტურიზმს განვითარება სჭირდება. ამავე დროს, ეს დიდი შესაძლებლობაა ინვესტორებისათვის. 2010 წელს მკურნალობის მიზნით ქვეყანაში მაცხოვრებელთა 9 % –მა იმოგზაურა.
საქართველოში 103 კლიმატური და სამკურნალო კურორტია. „აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში მსოფლიო ში არსებული ყველა სამედიცინო პროფილის კურორტია,“ აცხადებს The FINANCIAL – თან საუბარში ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ბექა ჯაყელი.
ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია თბილისში არსებული ბალნეოლოგიური ცენტრი. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქებს შორის, ასეთი ცენტრი მხოლოდ თბილისსა და ბუდაპეშტშია.
საქართველოში, დაახლოებით 2000 მინერალური წყაროა. მინერალური წყლების სიმდიდრე და მრავალფეროვნება პაციენტებს საშუალებას აძლევს მრავალი დაავადებისგან განიკურნონ, მათ შორის როგორიცაა ნივთიერებათა ცვლის მოშლილობა, ენდოკრინული სისტემის, გინეკოლოგიური და სხვა სნეულებები.
საქართველოში გაზიანი მინერალური წყლები ყველაზე გავრცელებულია. ასეთი წყლები საჭმლის მონელების სისტემის სხვადასხვა დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება.
ქვეყანაში კურორტების განვითარება 19-20 საუკუნეების მიჯნაზე იწყება. ამ პერიოდში დაიწყო ტურიზმის აღმშენებლობის პროცესი ბორჯომსა და აბასთუმანში, ხოლო მოგვიანებით მე 19 საუკუნის ბოლოს შავი ზღვის სანაპიროზე. საბჭოთა პერიოდში ქართული კურორტები აღიარებული იყო როგორც ერთ–ერთი საუკეთესო სამედიცინო დანიშნულების ადგილები.
ქართული ტურისტული სააგენტოების უმრავლესობა, მიუხედავად ქვეყნის დიდი პოტენციალისა, ტურისტებს სამედიცინო ტურებს არ სთავაზობს.
ექსპერტების თქმით, ცუდი ინფრასტრუქტურა და რეკლამის არარსებობა არის მთავარი პრობლემები, რაც აფერხებს საქართველოში სამკურნალო ტურიზმის განვითარებას.
ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტები ძირითადად მაღალმთიან რაიონებში მდებარეობს, სადაც ინფრასტრუქტურა განუვითარებელია. ტურისტები არ ჩამოვლენ სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება. ამ სექტორის განვითარებისათვის, მთავრობამ უნდა შეიმუშაოს ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნული სტრატეგია.
არადა, საქართველოს ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს.
აბასთუმანი
ამ გვერდის გაკეთება, აბასთუმანში გატარებულმა დღეებმა მაფიქრებინა, სადაც ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) გვმასპინძლობდა. მათი ტრენინგები ერთგვარი ბიძგი იყო, რომ ბლოგერი გავმხდარიყავი. ბიძგი, ალბათ, ცუდი სიტყვაა. უფრო – სტიმული… რადგან ის უამრავი მასალა, რომელიც ჩემი კომპის ფაილებშია და დღის სინათლე გაზეთის თუ ჟურნალის ფურცლებზე ვერ იხილეს, იმის, გამო, რომ დღევანდელ პრესას ეს თემა ნაკლებად აინტერესებს, ან იმის გამო, რომ “ძალიან სერიოზული” ნაწერია, ან იმის გამო, რომ არაა სკანდალური მასალები, ანდა იმიტომ, რომ აპოლიტიკურია და ა.შ. მიზეზს რა დალევს. ასე, რომ დავჯდები და დავიწყებ ქექვას და ამოვყრი დღის შუქზე. არადა, მართლა მენანება მხოლოდ ჩემი კომპის D დისკისთვის. ასე, რომ მაინც აბასთუმნიდან დავიწყებ… 🙂
<script type=”text/javascript”>
var _gaq = _gaq || [];
_gaq.push([‘_setAccount’, ‘UA-29863187-1’]);
_gaq.push([‘_trackPageview’]);
(function() {
var ga = document.createElement(‘script’); ga.type = ‘text/javascript’; ga.async = true;
ga.src = (‘https:’ == document.location.protocol ? ‘https://ssl’ : ‘http://www’) + ‘.google-analytics.com/ga.js’;
var s = document.getElementsByTagName(‘script’)[0]; s.parentNode.insertBefore(ga, s);
})();
</script>
“მადლობა უფალს, რომ ტყეებს თვითგანახლების უნარი აქვს”
გასული ათწლეულების განმავლობაში, არალეგალურმა სატყეო საქმიანობამ მთელ მსოფლიოში განსაკუტრებულად მასშტაბური სახე მიიღო.
უკანონო ხის ჭრამ საქართველოც მნიშნველოვნად დააზარალა, რამაც შესაძლოა ფატალურ შედეგებამდე მიგვიაყვენოს. საქართველოს ტყეების დეგრადაციას მრავალი ფაქტორი იწვევს: ტყის არამდგრადი ჭრა, არალეგალური ტყითსარგებლობა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, ტყით მართვისა და მონიტორინგის სისტემის არაეფექტურობა, მოუქნელი ბიუროკრატიული ინსტიტუტები, არასაკმარისი დაფინანსება, სატყეო სექტორში ცნობიერების დაბალი დონე – ეკოლოგიური კატასტროფისკენ მიმავალი გზაა.
საქართველოში ტყის ფონდის მიწებს სამი მილიონი ჰექტარი უკავია, ხოლო დაახლოებით 2,8 მილიონი ჰექტარი, ანუ მთლიანი ტერიტორიის 40 % ტყით არის დაფარული .
როგორც სამცხე-ჯავახეთის სატყეოს სამმართველოს უფროსმა, 24 წლის ალექსანდრე თომასიანმა გვითხრა – ადიგენის რაიონში 132 ათასი ჰექტარი ტყეა.
“სამცხე-ჯავახეთში ტყეს სულ 38 რეინჯერი იცავს, – ამბობს თემურ ბერიძე, მონიტორინგის განყოფილების უფროსი, – კარგი იქნებოდა, ამდენივე ადამიანი რომ კიდევ მოგვცენ ტყის დასაცავად, ამატებს ალექსანდრე თომასიანი. საჭიროა რეინჯერების გადამზადება, რადგან უმრავლესობამ, რომლებსაც დღეს ეს თანამდებობა უკავია, არაპროფესიონალია და ბევრი იმასაც ვერ არჩევს რომელი ხეა ნაძვი და რომელი ფიჭვი.”
მოსახლეობას ტყიდან მხოლოდ ფიჩხის გატანა შეუძლია, ისიც მხოლოდ რეიინჯერის თანხმობის შემდეგ. ერთი კბ.მ წიწვოვანი მასალა 2 ლარი ღირს, ფოთლოვანი კი 3 ლარი.
20 კბ/მ უკანონოდ მოჭრილი ხეების მორები, რომელიც ექვსი წლის წინ არის ჩამორთმეული და ვარგისიანობა დაკარგული აქვს, დღესაც ტყის პირას ყრია. “ინსპექციის პრეროგატივაა გადაწყვეტილების მიღება, თუ რა უნდა უყონ მოჭრილს ხეს, ჩვენ მხოლოდ მისი ჩამორთმევა გვევალება.” – ალექსანდრე თომასიანის აზრით, უმჯობესი იქნებოდა, ჩამორთმეული ხეების პრობლემის გადაჭრა სატყეოს სამმართველოს გადასცემოდა და ამით მოსაჭრელად გამზადებული ხეების ნაწილი მაინც გადარჩებოდა.
ალექსანდრე თომასიანი ამბობს, რომ საჭიროა სანერგე მეურნეობების გახსნა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდებოდა. – მადლობა უფალს, რომ ჩვენს ტყეებს თვითგანახლების უნარი აქვს, – ამბობს სატყეოს ახალგაზრდა უფროსი.
მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთის ტყეებში ძირითადად სპეც-ჭრები ხორციელდება. რაც კი იჭრება ტყე-კაფებით, ის ხეები რომლებსაც სხვა ხეების დაზიანება შეუძლია, ხშირად გვხვდება უკანონო ჭრებიც ნაძვის, წიფელის…
აგრარულ რეგიონებში არსებული ენერგიის ალტერნატიული წყაროების ნაკლებობა მოსახლეობას უბიძგებს უკენონოდ გაჩეხოს ტყე. გარდა ამისა, საძოვრების არაეფექტურად გამოყენების გამო, საქონელს ტყის ფონდის მიწებზე აძოვებენ, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად აზიანებს ტყის რესურსებს. ქვეყნის ეროვნული სტრატეგია და სატყეო პროგრამა ვერ უზრუნველყოფს ამ სიტუაციის გაკონტროლებას, სამართლებრივ ჩარჩოებს კი კანონმდებლობაში არსებულ ხერვეზები ასუსტებს.
ტყის არამდგრად მართვას და სატყეო სექტორში არსებულ კანონდარღვევებს, როგორც წესი, შედეგად მოყვება: შემოსავლების კარგვა საბიუჯეტო, კერძო და ადგილობრივ სექტორში (განსაკუთრებით ეს ტყეზე დამოკიდებულ თემებს შეეხება); ტყის ეკოსისტემების დეგრედაცია და ბიომრავალფეროვნების შემცირება: ნახშირბადის შთანმთქავი რესურსის დაკნინება და კლიმატის ცვლილება.
ხელსაყრელი კლიმატური პირობების წყალობით, ადიგენის რაიოშნი ბევრი კურორტია. კურორტი აბასთუმანი თბილისიდან 210 კმ-ის დაშორებით, მესხეთის ქედის ერთ-ერთ განშტოებაზე, მდინარე ოცხეს ხეობაში, ზღვის დონიდან 1270-1340 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზრდილი ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს, რომელიც ყვავილობის დროს უებარი სამკურნალო საშუალებაა ფილტვებით ავადმყოფი ადამიანისთვის. აბასთუმნის თერმული წყლების სამკურნალო თვისებებიც საყოველთაოდაა აღირებული. ისტორიკოსი, გეოგრაფი და კარტოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი წერდა, რომ ახლანდელი აბასთუმნის ადგილას ჯერ კიდევ XIV საუკუნეში ყოფილა მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ოძრხე და არსებობდა სახელგანთქმული სამკურნალო წყლები. XVII საუკუნეში, ოსმალების ბატონობისას, აქ თურქული სტილის აბანო მიუწყვიათ. XIX საუკუნის 30-იან წლებში შესაძლებელი გახდა თერმული სამკურნალო წყლების მეცნიერული შესწავლა. შედეგად, მას აბასთუმნის ქლორნატრიუმსულფატკალციუმიანი ჰიპერთერმული სამკურნალო წყლები ეწოდა და გამოიყენება – რევმატიული, გინეკოლოგიური, დერმატული, ნერვული დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობისას და ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ. აქ მკურნალობდა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის შვილი და რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ძმა ფილტვების მძიმე დაავადებამ გიორგი რომანოვი იძულებული გახადა უარი ეთქვა სამეფო ტახტზე და დასახლებულიყო აბასთუმანში.
აბასთუმანი ეკოლოგიურად სუფთა ბუნების ეტალონად განიხილება და უნიკალური ატმოსფერული პირობებით (ჰაერის მაღალი გამჭვირვალობა) ხაისთდება. მთის სუფთა ჰაერი, ზომიერად მშრალი ჰავა, წელიწადში მზის ნათების 3 ათას საათიანი ხანგრძლივობა ტუბერკულოზის მკურნალობის ძირითად ფაქტორებს წარმოადგენენ.
“ადრე აბასთუმანი ედემს გავდა, _ გვითხრა 64 წლის აბასთუმნელი ელმირა ალიევა, _ ხე-ტყეს მოსახლეობაც ჭრის, რა ქნას მოსახლეობამ ხომ არ გაიყინება. ადრე აქ ნიავიც კი არ იძვროდა, ახლა კი ქარიშხლები იცის, ეს ქნა უზომოდ ტყის ჭრამ. ბუნება განადგურდა. მოსახლეს სეზონზე (ოქტომბრიდან მაისამდე) დაახლოებით 10 კბ/მ შეშა სჭირდება. გაზიც არ გვაქვს, რომ საჭმელი მაინც გავაკეთოთ. გაზი რომ იყოს, ყველა გაზს იხმარდა, არავის მოსწონს საკუთარი ბუნების გაჩანაგება.”
“ძირითადად ფიჭვს ჭრიან, ფიჭვს კი ნაძვი ენაცვლება. აბასთუმნისთვის ეს კატასტროფაა. დროთა განმავლობაში დაკარგავს სამკურნალო თვისებებსაც. აქაური ჰაერი, ფიჭვების ყვითელი მტვერი უებარი საშუალებაა ტუბერკულოზითა და ჭლექით დაავადებულებისთვის. რამდენიმე წლის წინ, აქ ნიავიც კი არ იძვროდა, ჰაერი ისეთი გამჭვირვალე იყო. 3-4 წლის წინ 1200 ჰექტარი ტყე დაიწვა. კატასტროფული სიტუაცია შეიქმნა. ჩვენი მოსახლეობა ფიწლებითა და ნიჩბებით აქრობდა ცეცხლს. საბედნიეროდ წვიმა მოვიდა და ხანძრის ჩაქრობაში დაგვეხმარა. პრობლემაა ბაგავიც. სოფელი აღობილი, ადრე სანატორიუმი იყო, ეხლა კი ნაგავში ცურავს. მოსახლეობა პირდაპირ მდინარეში ყრის ნაგავს. აბასთუმანსი კი კანალიზაციის მილები პირდაპირ მდინარეში ჩაედინება.” _ ამბობს მანანა ურუშაძე აბასთუმნის ტურისტული ასოციაციის წარმომადგენელი.
ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად უჩივის მოძველებულ საკანალიზაციო სისტემებს, დაბინძურებულ სასმელ წყალს, სამუშაო ადგილების უქონლობას, უგაზობას, ნაგავსაყრელისა და ნარჩენების გატანაც მოუწესრიგებელია და შიდა გზები კი ამორტიზირებული.
აბასთუმანი მაინც საფრთხის წინაშეა, რადგან ხე-ტყის ჩეხვის შედეგად, ეროზირებული უბნები გაძლიერდება. მდინარის ნაპირსამაგრის არ არსებობის გამო, ტეროტორიის დატბორვის საშიშროებაცაა. ტყის განადგურებას კი მიკრო-კლიმატის გაუარესება მოყვება, რადგან სპეციალისტთა თქმით, მოჭრილ ფიჭვს არ აქვს იმდენი თვით აღდგენის უნარი და მას უკვე ნაძვი ენაცვლება… ამით კი კურორტი ნელ-ნელა კარგავს უნიკალურ თვისებებს. თუმცა კი სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ იმის გამო, რომ საქართველოში ტყეებს თვითაღდგენის უნარი გააჩნიათ კატასტროფა არ გვემუქრება.



