RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს

biodegradirebadi parkebiგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ  ნარჩენების მართვის  ახალი მიდგომების  დანერგვის პარალელურად   პოლიეთილენის პარკებით  გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ აქტიურ კამპანიას აგრძელებს. სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან  პოლიეთილენის პარკებს ეტაპობრივად  ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს.

Read the rest of this entry »

 

13-14 ივნისს მომხდარ სტიქიის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში მომზადდა

stiqia 010გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა  13-14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადეს.

ანგარიში საზოგადოებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააცნო. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 13-14 ივნისს მდ.ვერეს ხეობის მარჯვენა ფერდობზე ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრას, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლას თან დაერთო კლდეზვავების, მეწყერების, ღვარცოფების, მდინერეებში სიღრმითი და გვერდითი ეროზიების,  წყალმოვარდნების, წყალდიდობების, დატბორვების და სეტყვის მასშტაბური განვითარება,  რასაც მოჰყვა თანმდევი უარყოფოთი შედეგები და ადამიანთა მსხვერპლი.

Read the rest of this entry »

 

ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში ნამყენ ნერგებს გამოიყვანენ

kakaliსაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინიციატივით, ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში ნამყენი ნერგების, კერძოდ კაკალნაყოფიანი სახეობების – ნუშის, კაკლის, წაბლის და სხვ. გამოყვანა მოხდება.

Read the rest of this entry »

 

ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანას მაღალი კატეგორიის გამწმენდი ფილტრები დაუმონტაჟდება

monitoringis_sistemaგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი იმერეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც მხარის რწმუნებულთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემის პრეზენტაციას დაესწრო.

Read the rest of this entry »

 

მოხალისეთა პროგრამა დაცულ ტერიტორიებზე

omalo 005დღეიდან, საქართველოს ხუთ დაცულ ტერიტორიაზე – ლაგოდეხი, ბორჯომი, მტირალა, თუშეთი, ოკაცე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პირველი კურსის სტუდენტების მოხალისეთა პროგრამა დაიწყო.

Read the rest of this entry »

 

გარემოს დაბინძურება და ქალთა ჯანმრთელობა

tamara qalebiგარემოს ეროვნულ სააგენტოში თემაზე – “გარემოს დაბინძურება და ქალთა ჯანმრთელობა” სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები და ქ. თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა გარემოს დაბინძურებით გამოწვეული პრობლემის აქტუალობა განიხილეს და მომავალში განსახორციელებელ შესაძლო პროექტებზე იმსჯელეს.

 

სოფ. დიდ დმანისში ჰაერის ავტომატური სადგურის დამონტაჟების საკითხი განიხილეს

bolnisiგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს.  დმანისის შემდეგ მინისტრი ბოლნისის  მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, სადაც საყდრისის საბადოსა და კუდსაცავის მიმდებარე ტერიტორია  ადგილზე დაათავლიერა. გიგლა აგულაშვილი  ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.  შეხვედრას  RMG -ის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ. Read the rest of this entry »

 

შუახევის რაიონის სოფელ კლდისუბანში იმიტირებული სამაშველო ოპერაცია ჩატარდა

saagentoebsშუახევის რაიონის სოფელ კლდისუბანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს  აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარმა სამმართველომ იმიტირებული სამაშველო ოპერაცია ჩაატარა. ღონისძიება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან  „ოქსფამი“ პარტნიორობით განხორციელდა. Read the rest of this entry »

 

ლენტეხის რაიონის სოფელ ბენიერში 4 დაკარგული ტურისტი იპოვეს

IMG_1243შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული ღონისძიების შედეგად,  ქვემო სვანეთში, ლენტეხის რაიონის სოფელ ბენიერში  4  დაკარგული ტურისტი იპოვეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება, რომ  ჩეხეთის მოქალაქეები  გზას ვეღარ განაგრძობდნენ და ითხოვდნენ შველას. Read the rest of this entry »

 

დიდი დმანისის მოსახლეობა კომპანია RMG -ის მიერ გამოწვეული პრობლემების მოგვარებას ითხოვს

gigla dmanisiგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტ თეიმურაზ ნანეიშვილთან ერთად დიდი დმანისის (აბულბუქის ტერიტორია ) მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

Read the rest of this entry »