ქართული ტყეების გადასარჩენად დაწყებული პროექტის ფარგლებში,ავატარის (მულტიპლიკაციური პერსონაჟი ტყის მცველის ან ტყისსასიცოცხლო მნიშვნელობის თემაზე) კონკურსი ცხადდება. კონკურსისორ გამარჯვებულს 1000 და 500 ლარი გადაეცემათ. ერთ გამარჯვებულსპროექტის ორგანიზატორები შეარჩევენ და ავატარის ავტორი 1000ლარით დაჯილდოვდება. მეორე გამარჯვებულს ფეისბუქმომხმარებელიგამოავლენს. მის ავტორს ფულადი პრიზის სახით 500 ლარს მიიღებს.პროექტის ორგანიზატორების მიერ შერჩეული ნამუშევარი საქართველოსტყეების გადასარჩენად დაწყებული მასშტაბური კამპანიის სიმბოლოგახდება.
Category Archives: ეკოფაქტის ამბები
ავატარის კონკურსში საკონკურსო ნამუშევრების მიღების ვადა 15 იანვრამდე გახანგრძლივდა
1582 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოსკანონის თანახმად 1582 დასახლებას მაღამთიანი დასახლებისსტატუსი მიენიჭა. დასახლებათა ნუსხა, მთის განვითარებისეროვნული საბჭოს წარდგინებით, დღეს გამართულ მთავრობისსხდომაზე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. სხდომას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ესწრებოდა. Read the rest of this entry »
მუყაოს ოცნების ქალაქი დაისეტყვა
ეკოფაქტი გილოცავთ დამდეგ ახალ წელს
ეკოფაქტი, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ჩვეnს მკითხველს გისურვებთ სიმხნევეს, ჯანმრთელობას, ხვავსა და დოვლათს… რაც მთავარია ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას… და აქვე გთავაზობთ ქართულ ხალხურ დღეობებისთვის დამახასიათებელ მრავალფეროვნებებს. ძველად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ახალი წელს 31 (13.01) დეკემბერი რაჭაში ცნობილია კალანდობის სახელით (კალანდა, ისევე როგორც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში, რომში კალენდას ეძახდნენთვის პირველ, ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია “კალენდრის”) ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, სადაც დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთით. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს ე.წ. ღორის სალოცვილს. ვახშმობამდე ბიჭს ან ოჯახის უფროს კაცს 1 ჭიქა ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა: “წმინდა ბასილამ ამრავლოს ღორებიო”. აკეთებდნენ ლერწმის გვერგვს, აცხობდნენ ერთ დიდ ლობიან-ქონიან განატეხს. განატეხი, თაფლთან, ვაშლთან და თეთრ ფულთან ერთად იდებოდა გვერგვზე. სართვიანი და ხმელა პური სულადობის მიხედვით ცხვებოდა. Read the rest of this entry »
ერთად ვაკეთოთ სიკეთე – „მუყაოს ოცნების ქალაქში“ სტუდენტებმა საჩუქრები ჩაიტანეს
გუშინ, 25 დეკემბერს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ხელვაჩაურში მდებარე „მუყაოს ოცნების ქალაქის“ პატარებს საჩუქრები ჩაუტანეს – თბილი ტანსაცმელი, ტკბილეული, სათამაშოები და ა.შ. სამწუხაროდ, საჩუქრები ყველას ვერ გაწვდა… ვერც თბილი ტანსაცმელი, რამაც აგრესიაც კი გამოიწვია… ბევრმა პატარამ იტირა კიდეც… აი, დეას, რომელიც სულ სამი წლისაა, ცრემლიც კი არ წამოსვლია… ისე უხაროდა, ჩვენთან საუბარი და თამაში.დეა, დედასთან და თავისზე უფროს დასთან ერთად ცხოვრობს პატარა მუყაოსგან შეკოწიწებულ ქოხში. მისი დაც უსაჩუქროდ დარჩა და დედაც… Read the rest of this entry »
„ნარჩენებისგან შექმნილი ნაძვის ხეების“ ფინალური ეტაპი
25 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერით გამოცხადებული და თსუ-ეკო კლუბის მიერ ორგანიზებული სკოლის მოსწავლეების კონკურსის- „ნარჩენებისგან შექმნილი ნაძვის ხეების“ ფინალური ეტაპი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრის შეჩერებასა და მეორადი გამოყენების ნივთების პოპულარიზაციას საზოგადოებაში. კონკურსში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 131 სკოლამ მიიღო და ფინალური ეტაპისთვის 35 ნამუშევარი შეირჩა. Read the rest of this entry »
აქცია-ბაზრობა მეტი მხარდაჭერა მცირე მეურნეებს
26-27 დეკემბერს ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობადა ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ატარებს მცირე მეურნეებისა დასასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქციის წინასაახალწლოაქცია-ბაზრობაზე: „მეტი ადგილობრივი პროდუქცია – მეტი მხარდაჭერა მცირე მეურნეებს.“ Read the rest of this entry »
CENN–ის სიურპრიზი ბუნების მოყვარულებს – გადაუღეთ ფოტო თქვენს ნაძვის ხეს და მოიგეთ ფოტოაპარატი
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ბუნების მოყვარულებს საახალწლო სიურპრიზს სთავაზობს. ახალი წელიდა ნაძვის ხის ფენომენი განუყოფელია, მაგრამ, ამისათვის ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრა დაუშვებელია.
ამიტომ, CENN–ი მხარს უჭერს საახალწლო ნაძვი სხედ მხოლოდ ხელოვნური ხეების გამოყენებას და ამ აქციის ფარგლებში გაძლევთ შანსს,
მოიგოთ ფოტოაპარატი Samsung WB800F! Read the rest of this entry »
სამეგრელოს მკვიდრი, საკუთარ ეზოში მოჭრილი შეშის უკანონოდ ტრანსპორტირებისათვის დააჯარიმეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში აცხადებენ, რომ სოფლის მოსახლეობის მიერ არც თუ ისე იშვიათად ხდება შეშის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება. მოსახლეობა შეშას ხშირად სოციალური ჭრის ტყეკაფის გარეთ ჭრის ან კიდევ მიწის იმ ფართობებზე, რომელიც საკუთრებაში დარეგისტრირებული არა აქვთ. Read the rest of this entry »





