1849 წლის 12 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების საპატენტო უწყებამ ლევის ჰასლეტს პირველი დაპატენტებული გაზის ნიღაბი გადასცა. ამ გამოგონებას „ფილტვის დამცველი“ ეწოდა.
Category Archives: ეკოფაქტის ამბები
163 წლის წინ ამერიკელმა გამომგონებელმა ლევის ჰასლეტმა გაზის ნიღაბი დააპატენტა
მომავალ კატასტროფაში დამნაშავე ადამიანია
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება
თბილისი უსადენო ინტერნეტით დაიფარება
ასტრონომები გალაქტიკების შეჯახებას წინასწარმეტყველებენ
NASA-ს მეცნიერები Hubble-ს ტელესკოპის დახმარებით ვარაუდობენ, 2 გალაკტიკის „ირმის ნახტომის“ (სადაც, მდებარეობს ჩვენი მზის სისტემა) და ანდრომედეს შეჯახებას. მათი თქმით, ეს ორი გალაქტიკა ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობს, რადგან მათზე ძლიერი გრავიტაცია მოქმედებს. მათი ვარაუდით, გალაქტიკების შეჯახებისას, მოხდება მათი შერწყმა.
ყვავილების ფესტივალი თბილისში
ფოტორეპორტაჟი
ყვავილების ფესტივალი, ანუ „ვარდობისთვე თბილისში“ უკვე რამდენიმე წელია 26 მაისს იმართება. მასში მონაწილეობას პროფესიონალი ფლორისტებთან ერთად, მოყვარულებიც იღებენ. დედაქალაქის მაცხოვრებლებისა და ტურისტების საყვარელი თავშეყრის ადგილი, 9 აპრილის ბაღი, ერთი დღით ნამდვილ ზღაპრულ ბაღს დაემსგავსა – წითელ, ყვითელ, ნარინჯისფერ ფუქსიები, ბეგობიები, ვარდები, ფიჭვები, ნაძვები, გვირილები, კაქტუსები და ა.შ. ფესტივალს ამშვენებდა თბილისელი ავტორების ხელნაკეთი ნივთები, სურათები.ეკოფაქტს ულოცავენ!
ჩვენ, „ეკოფაქტელები“, ყველას დიდ მადლობას ვუხდით, იმათ ვისაც არ დაავიწყდა ჩვენი დაბადების დღე და 2 წლის განმავლობაში კითხულობდა ჩვენს მიერ მოძიებულ მასალებს და იმათთაც ვინც ახლახანს აღმოაჩინა ჩვენი საინფორმაციო პორტალი. იმედია, ყველა თქვენი და ჩვენი სურვილი ასრულდება. ჩვენ უკეთესები და პირველები გავხდებით!
ეკოფაქტი ორი წლისაა
დღეს, ეკოფაქტი ორი წლის გახდა, ამ ორი წლის განმავლობაში მკითხველმა ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო, როგორც გარემოს დაცვის, ბუნებრივი კატაკლიზმების, ასევე კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების კუთხით.
ეკოფაქტს ამ ხნის განმავლობაში შეუერთდა ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფი, სწორედ, ისინი ახალისებენ ახალ-ახალ ამბებითა და რეპორტაჟებით გვერდის მუშაობას. ეკოფაქტი ასევე ბევრ საინფორმაციო პორტალს დაუმეგობრდა და ამით უფრო მიმზიდველი გახდა მკითხველისთვის.
ეკოფაქტის შემოქმედებითი ჯგუფი, მკითხველს კიდევ უფრო მეტ საინტერესო, ობიექტურ და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას პირდება…
ეკოფაქტი თავის მკითხველს დიდ მადლობას უხდის ნდობისთვის და მეგობრობისთვის…
მიტოვებული წევა და აკაკი გაჩეჩილაძის გამოფენა
ზესტაფონის რაიონის სოფელ წევაში, რამდენიმე დღის წინ, უნიჭიერესი მხატვრის აკაკი გაჩეჩილაძის, საგვარეულო სოფელში, გამართულ გამოფენას ვსტუმრობდი. გამოფენა სკოლაში გაიმართა, სადაც დღეს მხოლოდ 21 მოსწავლე სწავლობს. მხატვრის, ორი წლის განმავლობაში შექმნილი უნიკალური 30 ტილოს გამოფენა სოფლისთვის და რაიონისთვის ერთგვარი სტიმულია. მხატვარმა აკაკი გაჩეჩილაძემ სოფლის და რაიონის მოსახლეობა არა მარტო აზიარა თანამედროვე ხელოვნებას, არამედ, თავისი ქმედებით სხვებს მაგალითი მისცა.







