ალბათ, ყველას გვისეირნია მუშთაიდის ბაღში, მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცის, როგორ გაჩნდა თბილისში ეს ყველაფრით განსხავებული ბაღი. აღსანიშნავია, რომ „მუშთაიდი“ ქართული სიტყვა არ არის. როგორც, შემდეგ გახდა ცნობილი, ეს იმ ადამიანის გვარია, რომელმაც ბაღი მე-19 საუკუნის 30-იან წლებში გააშენა.მუშთაიდი, ირანელი დიდგვროვნების ოჯახიდან იყო. იმ დროს მას საკმაოდ დიდი სახელი ჰქონდა, რადგან გამოირჩეოდა კარგი განათლებით, იყო კეთილი და გულუხვი. ჩვენთვის ასე საყვარელ ბაღს დაარსებაში, საკმაოდ სევდიანი ისტორია უდევს საფუძვლად. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოფაქტის ამბები
ერთი თბილისური ბაღის ისტორია
დედამიწაზე, კლიმატური ცვლილებების გამო, კატასტროფებს ვარაუდობენ
დედამიწაზე მოსალოდნელ კლიმატურ ცვლილებებს და ამ ცვლილებებით გამოწვეულ სავარაუდო კატასტროფებს გერმანული გაზეთი “DER WESTEN” ვრცელ სტატიას უძღვნის. სიცხე, მწირმოსავლიანობა, ქარიშხლები, ცუნამები – პოსტდამის კლიმატის კვლევის ინსტიტუტის მიხედვით, ამ ეკოლოგიური კატასტროფების მომრავლება ნეგატიურად აისახება პლანეტაზე და, შესაძლოა, მალე სხვა პრობლემებიც წარმოქმნას’ – წერს გაზეთი. მეცნიერთა ნაწილი, ასწლეულის დასასულს, პლანეტაზე ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებასაც ვარაუდობს. კერძოდ, მთელ დედამიწაზე, შესაძლოა, ტემპერატურა ოთხი გრადუსით გაიზარდოს. Read the rest of this entry »
მშვიდობის ხიდი ტოპ-13 შევიდა
თბილისის ახალი, მშვიდობის ხიდი, 156 მეტრია სიგრძეში. საინფორმაციო პორტალ techno.bigmir.net თანახმად, ხიდი ტოპ 13-ში მოხვდა მსოფლიოს მასშტაბით. მშვიდობის ხიდი, რომელიც ძველ და ახალ თბილისს აერთიანებს, ერთ ერთი ყველზე მნიშვნელოვანი ნაგებობაა დედაქალაქში. ხიდი აგებულია, ძირითადად მინებით, ნორმან ფოსტერის სტილში. მისი პროექტირება, იტალიელ არქიტექტორს მიკელე დე ლუკის და ფრანგ დიზაინერ ფელიპე მარტინოს ეკუთვნის. Read the rest of this entry »
ნაპოვნია მარტოხელა მაწანწალა პლანეტა
მარტოხელა პლანეტა, ჯერ-ჯერობით CFBDSIR2149 სახელითაა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ეს პლანეტა ვარსკვლავის გარშემო, არ ტრიალებს, ამიტომაც არის ის „მარტოხელა“. Read the rest of this entry »გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირება სავალდებულო გახდება
ფურდიოს თაღოვანი ხიდის რესტავრაცია ერთ კვირაში დასრულდება
აჭარის მაღალმთიანეთში ისტორიული თამარის ხიდების რეაბილიტაცია ძველი არქიტექტურის შენარჩუნებით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია ფურდიოს ხიდს უტარდება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განყოფილების უფროსის ალეკო კეკელიძის თქმით, ფურდიოს თაღოვანი ხიდი, რომელიც მე-12 საუკუნეშია აგებული (მას აბრეშუმის გზადაც მოიხსენიებენ) რესტავრაცია დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება.
Read the rest of this entry »
ბათუმში ჭაჭის კოშკი გაიხსნა
ბათუმში დღეს ჭაჭის კოშკი გაიხსნა. გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე კოშკის შადრევნიდან, წყლის ნაცვლად, ქართული ჭაჭა გადმოედინება. ალკოჰოლური სასმელის დაგემოვნება მსურველებს ყოველ დღე, საღამოს 19.00 საათიდან 10 წუთის განმავლობაში შეეძლებათ. შენობას 4 აუზი აქვს, ჭაჭის დაგემოვნების მსურველებს კი სპეციალური სენსორული აპარატი ჭაჭას ჭიქაში ჩამოუსხამს.
კოსმოსში ბრილიანტების პლანეტა იპოვეს
აშშ-საფრანგეთის ასტრონომთა გუნდმა განაცხადა, რომ კიბორჩხალას ვარსკვლავედში პლანეტაა ნაპოვნი. ეს პლანეტა, დიდ საგანძურს წარმოადგენს. ექსპერტების თქმით, პლანეტა 55 Cancri, დედამიწიდან დაახლოებით 40 სინათლის წლის მანძილზე იმყოფება. მისი დიამეტრი, დედამიწის დიამეტრზე 2-ჯერ მეტია, ხოლო მასსა – 8-ჯერ. სენსაციურია ის, რომ პლანეტა არ არის დაფარული წყლით ან გრანიტით. მისი საფარი წარმოადგენს გრაფითის და ალმასების ნაერთს, იუწყება SKY NEWS-ი.
დღეს ღიმილის საერთაშორისო დღეა
ეკოფაქტი, ბუნების დაცვას, გარემოს დაბინძურებას, ტურიზმს, მეწყერებს, ვულკანებს და ა.შ. ეხება, თუმცა საქართველოში ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, გვინდა ამ დღის – ღიმილის საერთაშორისო დღის შესახებ, შევახსენოთ მკითხველს… რადგან რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, გისურვებთ, არ დაგვეკარგოს ღიმილი პოლიტიკურ ქარცეცხლების გამო…
დღეს, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა
გადაწყვეტილება საერთაშორისო ცხოველთა დაცვის დღის აღნიშვასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ბუნების დაცვის კონგრესზე მიიღეს. კონგრესი ჩატარდა იტალიის ქალაქ ფლორენციაში 1931 წელს. თარიღი 4 ოქტომბერი აირჩიეს, რადგან ეს დღე იყო ცნობილი, როგორც კათოლიკი წმინდანის ფრანცისკ ასიზელის ხსოვნის დღე, რომელიც ცხოველების მფარველი იყო.




