მცურავი კუნძული პირველი დამსვენებლების მიღებას 2013 წლის ბოლოდან დაიწყებს. მობილური კუნძულის შექმნის იდეა ავსტრალიურ კომპანია Orsos Island GmbH -ს ეკუთვნის, რომელიც პროექტზე მუშაობას უკვე შეუდგა. კუნძულის სიგანე 20 მეტრი, ხოლო სიგრძე 37 მეტრი იქნება.
Category Archives: ეკოტურიზმი
მცურავ კუნძულს წყალში 2013 წლის ბოლოს ჩაუშვებენ
რუისის ღვთისმშობლის ტაძარი
რუისის ღვთისმშობლის ტაძარი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის შუაგულშია. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია (27,3X19,6 მ; სიმაღლე 23,2 მ). თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთი ნაწილი. ეკლესია თავდაპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის მოყვითალო მომწვანო და იასამნისფერი ქვიშაქვის კვადრებით. გადმოცემით, რუისის ტაძარი ვახტანგ გორგასალს აუგია.
ულუმბო
გომი-საჩხერის გადასახევიდან 15-დე კილომეტრში, ულუმბოს მონასტრის გადასახვევია. ამ გადასახვევიდან მონასტრამდე ულამაზეს ჭერათხევის ხეობაში 6 კილომეტრის გავლის შემდეგ, მონასტერიც გამოჩნდება. სამწუხაროდ, გზად არც ერთგან არაა ტრაფარეტი, რომელიც მონასტრამდე მისასვლელ გზის მიასწავლის იქამდე მიმსვლელს. ულუმბოს მამათა მონასტერი მეექვსე საუკუნის მონასტერია. იქ მოღვაწეობდა მიქაელ ულუმბოელი ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, რომელიც ქრისტიანობას ქადაგებდა ქართლსა და ოსეთში.
ნიკორწმინდა
ისტორიული წყაროები გვამცნობს, რომ ნიკორწმინდა 1010 – 1014 წლებში აუშენებიათ. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები ცოტა მოგვიანოა, მაგრამ არა უგვიანეს XIს-ის პირველი ნახევრისა, სამრეკლო XIXს-ის მეორე ნახევარშია აგებული.
სამწევრისის დედათა მონასტერი
მტკვრის აუზში, ქარელის რაიონში, სოფელ სამწევრისის მახლობლად, მთის ერთ-ერთ კონცხზე აღმართული იყო დიდი ციხედარბაზი. სამწევრისის ციხე-დარბაზს დიდი ფართობი ეკავა. სასახლეებისა და სხვა შენობათა ნანგრევებში დღესაც იგრძნობა ოდესღაც კოლოსალურ ნაგებობათა სიდიადე. დროთა ვითარებაში ყველაფერი ისე უმოწყალოდ დანგრეულა, რომ შეუძლებელია თავდაპირველი სახის დადგენა.
სამწევრისი
ძველი ქართული ხელოვნების შედევრი, VII ს. ტაძარი სამწევრისი წრომის მახლობლადაა (ქარელის რაიონში, მისგან სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით) მტკვრის მარჯვენა ვაკე ნაპირზე. სამწუხაროდ, დაკეტილი დაგვხვდა. ეკლესია 1940 წელს მიწისძვრამ სანახევროდ დაანგრია, მაგრამ მთლიანად აღადგინეს ძველებური სახით 1952-1953 წწ. არქ. ლ.ხიმშიაშვილის პროექტითა და ხელმძღვანელობით.
ლეგენდარული სვეტიცხოველი
საქართველოში, დღემდე გადარჩენილ ტაძართა შორის, სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა. იგი საუკუნეთა განმავლობაში ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტს წარმოადგენდა. სვეტიცხოველს მუდამ უამრავი დამთვალიერებელი თუ უცხოელი სტუმარი ჰყავს. თავისი ისტორიითა თუ არქიტექტურული სიდიადით ბევრს ხიბლავს. სვეტიცხოველი ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის უშესანიშნავესი ძეგლია, რომელსაც მცხეთაში ჩასვლითანავე არავის ძალუძს გულგრილად ჩაუაროს.
დოდო გარეჯელის ტაძრის სასწაულები
ცოტამ თუ იცის, საგარეჯოდან რამდენიმე კილომეტრში, დავით გარეჯისკენ მიმავალ გზაზე, დოდო გარეჯელის მონასტრის არსებობა. კლდეზე შეფენილი სენაკები და ეკლესიები შორიდანვე უჩვეულო სანახავია. მესამე წელია ამ სენაკებში ბერ-მონაზვნებმა დაიდეს ბინა. სამონასტრო კომპლექსი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. ბერებმა გაწმინდეს და გაასუფთავეს, თავად აღადგინეს სენაკები, ამუშავებენ ყამირ მიწას. წყალს კი კილომეტრებიდან ეზიდებიან.



