სვანეთში, მდინარე მესტიაჭალა წარმოიქმნება მდინარე ლეხზირისა და ჭალაათის შეერთების შედეგად, ამ მდინარეების შეერთების შემდეგ მესტიაჭალის ხეობაა. ამჯერად ხუთნი ავიყევით ჭალაათის მწვერვალისკენ გზას.
გზად უზარმაზარი ლოდები გვხვდება, ეს მყინვარიდან ჩამოტანილი ლოდებია. ამ ლოდების შესწავლისას დადგინდა, რომ ეს ლოდები კავკასიონიდანაა ჩამოტანილი. ერთ-ერთ ლოდის სიმაღლე 14 მეტრია. ამ ლოდების არსებობა, იმის დასტურია, 4-5 საუკუნის განმავლობაში, როგორ შემცირდა მყინვარი.
ჭალაათის მყინვარი, რომლისკენაც გულდასმით მივიწევდით, გამორჩეული მყინვარია და ტყის ზონაში მთავრდება.მყინვარი უკენ იწევს და ტყე ფეხდაფეხ მიყვება. მყინვარისკენ მიმავალ გზაზე უამრავი უცხოელი ტურისტიც შეგვხვდა. Read the rest of this entry »













