21-ე საუკუნის საქართველოში, დედაქალაქ თბილისში, ყველაზე პრესტიჟულ უბნად ვაკე ითვლება, რომელიც ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 50 წლებში, გარეუბნად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაკეში, თითქმის წარმოუდგენელიც კია ახალი ნაგებობების აშენება, სამშენებლო კომპანიები მაინც ახერხებენ და ახალ შენობებს დგავენ. მშენებლობის ნებართვას კი სახელწმიფო, ოფიციალურად აძლევთ. ამ მშენებლობების ბუმს ხშირად ვაკის “ფილტვებად” წოდებული სკვერები ეწირება. ერთ დროს, ვაკის უბნის სავიზიტო ბარათი – ვაკის პარკი, გაცხოველებული მშენებლობების გამო ნელ-ნელა კარგავს ტერიტორიებს და შესაბამისად, ვაკის მაცხოვრებლები სუფთა ჰაერს და დასასვენებელ ადგილს. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოპრობლემა
კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიხსნა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადება
საჯარო ლექცია მოსწავლეებისათვის ,,საქართველოს სტიქიური პროცესები”
გუშინ, 26 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ნორჩ გეოგრაფთა სკოლამ” ჩაატარა სამეცნიერო-პოპულარულ ლექციას თემაზე ,,საქართველოს სტიქიური პროცესები”. მომხსენებელი იყო თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი.
საჯარო ლექციაზე, ყურადღება გამახვილდა, საქართველოში, ბოლო დროს, მომატებულ სტიქიურ პროცესებზე. ბუნებრივი პროცესების სტიქიური განვითარება და გეოეკოლოგიური სიტუაციის გამძაფრება დიდ სიძნელეებს უქმნის კახეთის რეგიონის მოსახლეობას და მის ეკონომიკას. საშიშროების ზონაში იმყოფება ასობით საცხოვრებელი სახლი, საინჟინრო ნაგებობა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ათასობით ჰექტარი. სტიქიური პროცესების ექსტრემალური განვითარების პირობებში, მოსახლეობისადმი და სასოფლო-სამეურნეო ობიექტებისადმი მიყენებული ზარალი ათობით მილიონ დოლარს აღწევდა. Read the rest of this entry »
სამეცნიერო-პოპულარულ ლექცია თემაზე ,,საქართველოს სტიქიური პროცესები”
სტორის ხეობის რეკრეაციული ადგილები
ორიოდე დღის წინ, საველე ვიზიტი შედგა თელავის მუნიციპალიტეტის, სტორის ხეობის რეკრეაციულ ადგილებში. შეხვედრის მონაწილეებმა მოინახულეს რეკრეაციული ადგილები, გაეცნენ იქ არსებულ ეკოლოგიურ და სანიტარულ მდგომარეობას, რომელიც არც თუ სახარბიელო იყო და განიხილეს რეკრეაციული ადგილების მდგრადი განვითარების საჭიროებები.
საველე ვიზიტი გაიმართა “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” პროექტის ფარგლებში, რომელიც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN) ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიიდან 9 ტონა ნაგავი გაიტანეს
იდეების კონკურსი: „ნუ დატოვებ ნარჩენებს – იზრუნე გარემოზე“
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კამპანიის „ნუ დატოვებ ნარჩენებს – იზრუნე გარემოზე“ ფარგლებში გთავაზობთ კონკურსს, რომელში მონაწილეობაც მოგცემთ შესაძლებლობას გახდეთ კამპანიის თანაორგანიზატორი.
თქვენ – მოიფიქრეთ იდეა, ( ღონისძიება, აქტივობა) რომელიც ხელს შეუწყობს ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – დაგეხმარებათ იდეის განხორციელებაში.











