გორისა და ქუთაისის დემოკრატიის სკოლების (NIMD) კურსდამთავრებულებმა პროექტის “ქარსაცავი ზოლების რეაბილიტაცია გორისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში” განხორციელება ოქტომბრის პირველ რიცხვებში დაიწყეს. პროექტ “მწვანე კედელის” ფარგლებში კონსულტაციების მიზნით, უკვე მოეწყო შეხვედრები თემის ექსპერტებთან და დემოკრატიის სკოლის სხვა კურსდამთავრებულებთან, რომლებმაც პროექტის განხორციელების პროცესში დახმარება აღუთქვეს გუნდს. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. პროექტ “მწვანე კედლის” წარმომადგენელი ნინო მეგრელიშვილი, იმედის თვალით უყურებს მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ მოქმედებებს და იმედოვნებს, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც აიღებენ მათგან მაგალითს. იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ქარსაცავი ზოლები, მაგალითად კახეთში, სადაც როგორც ყველა რეგიონში, ისე კახეთის ყველა მუნიციპალიტეტშო, 90-იან წლებში უმოწყალოდ გაიჩეხა ქარსაცავი ზოლები. ორიოდე დღის წინ, ტელეკომპანია “თრიალეთის” პირდაპირ ეთერში, ქარსაცავი ზოლების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე, ამ საკითხის ირგვლივ შიდა ქართლში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. Read the rest of this entry »