საზოგადოებისთვის გაურკვეველია, რა ბედი ელის ჭიათურის მუნიციპალიტეტში, “ბუნიკაურის” და “კავთელაძეების” უნიკალურ ტყის მასივებს, რომლებიც მანგანუმის ამოღების შემდეგ, შესაძლოა, უდაბნოდ იქცეს. ჭიათურაში ჰაერის დაბინძურების დონე კი მრავალჯერ აღემატება დასაშვებ კონცენტრაციას. Read the rest of this entry »
Category Archives: გარემო
ჭიათურა – ეკოლოგიური პრობლემების ზღვარზე
ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია
გუშინ, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning-ისპროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში” ფარგლებში. Read the rest of this entry »
თბილისში თეთრ ვეფხვს ბოკვერი გაუჩნდა
რამდენიმე წუთის წინ, თბილისის ზოოპარკში, თეთრმა ვეფხვმა კამერონმა ბოკვერი გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაცია ზოოპარკის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა. მშობიარობის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ ნამატი მეტი იქნება. Read the rest of this entry »
საჯარო დისკუსია ხდის ხეობაში შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით
ხვალ, 13 მარტს 15:00 საათზე, გარემოს დაცვის სამინისტროში ჩატარდება საჯარო დისკუსია ხდის ხეობაში შპს „ყაზბეგი ჰესის” 6 მგვტ სიმძლავრის ყაზბეგის ჰიდროელექტროსადგურის შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით. Read the rest of this entry »
გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე კარსტენ ვილკეს შეხვდა
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია, გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის ხელმძღვანელობით, ჰესენის გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელს კარსტენ ვილკეს შეხვდა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სატყეო სექტორის მოწყობის სფეროში გერმანიის გამოცდილების გაზიარებას. ბატონმა ვილკემ დელეგაციის წევრებს გააცნო ჰესენის ტყეების მართვის ინსტიტუციური მოწყობა და ფუნქციების განაწილების სქემა სახელმწიფო, კერძო და მუნიციპალურ სტრუქტურებს შორის. აგრეთვე დეტალურად წარმოადგინა სამინისტროში არსებული სატყეო დეპარტამენტის ცენტრალური და ადგილობრივი ოფისების სტრუქტურა, განმარტა სატყეო მეურნეობის პრაქტიკული საქმიანობის განმახორციელებელი ჰესენის სატყეო საწარმოს სტრუქტურა და ფუნქციები. Read the rest of this entry »
ინფორმაცია თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნაჩენების პოლიგონის (ლილოს ნაგავსაყრელის) გარემოსდაცვითი შემოწმების შედეგები
გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტმა ქალაქ თბილისის მერიაზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოწყობის მიზნით 2010 წლის 24 მარტს გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობების შესრულების მდგომარეობა შეამოწმა. Read the rest of this entry »
საქართველოს დელეგაციის შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელმძღვანელობასთან
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით ხორციელდება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან როგორც გარემოს დაცვის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ასევე პარლამენტის წევრები. Read the rest of this entry »
მექსიკაში ყინვების და ხანძრის გამო, თითქმის 30 ადამიანი გარდაიცვალა
ჩრდილოეთ მექსიკაში, ყინვებს 28 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ, კვირას, ჩიუაუას მთავრობამ განაცხადა. ადგილობრივი პროკურატურის განცხადებით, ადამიანების გარდაცვალების მიზეზი გასათბობი მოწყობილობების არასწორი დამონტაჟებაა, რის შედეგადაც ხანძარი ჩნდება. ხანძრის შედეგად, თითქმის 300 ადამიანი დაზარალდა. Read the rest of this entry »
მექსიკაში ქათმის გრიპის ეპიდემიაა
მექსიკაში ქათმის გრიპის ეპიდემია ვრცელდება. გატარებული ფართომასშტაბიანი სანიტარიული ზომების მიუხედავად, ვირუსი უკვე ცენტრალური შტატის 23 ფერმაში დაფიქსირდა.
16 შემთხვევაა დაფიქსირებული ქვეყნის დასავლეთით მდებარე შტატ ჰალისკოში. ფრინველის გრიპთან ბრძოლის ზომების ფარგლებში ფერმერებში, უკვე სამნახევარი მილიონი ფრინველი დახოცეს. Read the rest of this entry »
გაზაფხულის მოსვლის დღესასწაული
დღეს, ზამთარზე გამარჯვებული გაზაფხულის დღესასწაულია. ის არ განეკუთვნება ქრისტიანულ დღესასწაულებს, რომელიც აღდგომამდე დღესასწაულებს მიეკუთვნება. ეს დღესასწაული უფრო ადრე იღებს ფესვებს – ძველი ლეგენდა გაზაფხულზე. Read the rest of this entry »



