RSS

Category Archives: გარემო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა პარლამენტში

tamuna parlamentsiსაქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ მინისტრი გიგლა აგულაშვილი მოხსნებით გამოვიდა.

Read the rest of this entry »

 

ხევსურეთში გლაციალური ღვარცოფის შედეგად ჩამოწოლილი თოვლის მასის ქვეშ 1 მეცხვარე და 500 სული ცხვარი მოყვა

11104848_10153382992314310_269321959_nხევსურეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონედან აღმოსავლეთით 4 კმ-ზე, დიდი მოცულობის  გლაციალური ღვარცოფი წარმოიქმნა.  თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე გიორგი შეთეკაური, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელი მოყვა.

Read the rest of this entry »

 

დღეს, მტკვრის დაცვის დღეა

tamuna gigla2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა, რომელიც კოალიცია “მტკვარ-არაქსის” ინიციატივით 1999 წელს დაარსდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივის „ეს მარტივია – იზრუნე გარემოზე“ კამპანიის ფარგლებში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე დასუფთავების აქცია გამართა. აქციაში გიგლა აგულაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

Read the rest of this entry »

 

ბორჯომში, 2008 წლის ომის შედეგად გადაწვარი, ტყის ნაწილი აღდგა

გიგლაასაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც პროგრამის – „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ხეობის ხელშეწყობა” ფარგლებში ფინეთის მთავრობამ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სამწლიანი პროგრამის შედეგები წარადგინეს.

Read the rest of this entry »

 

ეროვნული სატყეო პროგრამის მორიგი შეხვედრა გაიმართა

კარლოდღეს, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” ეროვნული სატყეო პროგრამის მე-7 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე წარმოადგინეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ მოწვეული ექსპერტის დირკ გოლის პრეზენტაცია წინასწარ განსაზღვრული ეროვნული კონტრიბუციის ტყის კომპონენტის შესახებ, რომელიც საქართველომ უნდა წარადგინოს კლიმატის ცვლილების სფეროში მისაღები საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად.

Read the rest of this entry »

 

გადაარჩინე ფუტკარი შეინარჩუნე პლანეტა

erevano 02127 მაისს ფუტკრის დაცვის საერთაშორისო ფონდის ინიციატივით რიყეზე მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური ღონისძიება გაიმართა. ფუტკრის გადარჩენისადმი მიძღვნილი ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნის 250 ქალაქში ერთდროულად გაიმართა

Read the rest of this entry »

 

დამოუკიდებლობის დღეს “მწვანე ქალაქში”

tamaraგუშინ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 1600 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ ხელოვნურ მწვანე საფარზე „მწვანე ქალაქი“ მოაწყო“. იმიტირებულ ქალაქში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო სტენდები იყო განლაგებული.

Read the rest of this entry »

 

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

tamaraa 001გარემოს ეროვნულ სააგენტოს დღეიდან თამარ ბაგრატია უხელმძღვანელებს.

„ჩემი მიზანია ხელი შევუწყო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებას და რაც მთავარია, მოსახლოებას ჰქონდეს სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გარემოში უწევს ცხოვრება,“ – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია.

Read the rest of this entry »

 

სტორის ხეობაში რეკრაციული ზონებში სამუშაოები დაიწყო

სტორიდღეს, თელავის რაიონში სოფელ ლეჩურის მიდამოებში, სტორის ხეობაში ე.წ. სვიანაზე, კეთდება ინფრასტრუქტურა, რომლის მიზანია არსებული ტყეების რეკრეაციული ფუნქციის გამოვლენა და რაც მთავარია ტყეების რესურსის გამოყენება მის დაუზიანებლად. დღეს და ხვალ იქ მოეწყობა “საქეიფო” ინფრასტრუქტურა-მაგიდები, ფანჩატურები, ნაგვის ურნები. მოეწყობა ცეცხლის დასანთები ადგილები.

Read the rest of this entry »

 

ხიხანისწყალმა გზები ჩახერგა და მიწისნაკვეთები წაიღო

wyali 1ხულოს რაიონის სოფელ თხილვანაში, ადიდებულმა მდინარეებმა ოთხ სოფელში დამაკავშირებელი გზები ჩახერგა. ზედა თხილვანა, ბაკიბაკო, მთისუბანი და ქვედა თხილვანა გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ადგილობრივი მცხოვრების ნინა გუნდაძის განცხადებით,  უცბად მოვარდნილმა მდინარე ხიხანისწყალმა ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და მათ შორის მისი მიწის ნაკვეთიც წაიღო.

Read the rest of this entry »