შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112″-ში შევიდა შეტყობინება, რომ ბორჯომში, სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივი იწვოდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ.
Category Archives: გარემო
ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
საქართველო, ბუნებრივი კატასტროფების რისკის ქვეშ
ბუნებრივი და კატასტროფული მოვლენებისაგან მოსახლეობის და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტების დაცვა წარმოადგენს ტერიტორიის მდგრადი განვითარების ყველაზე აქტუალურ პრობლემას.
სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარება-გააქტიურება მთლიანად განისაზღვრება ბუნებრივ ლანდშაფტური პირობებით, გეოლოგიური აგებულების სირთულით, ქანების დაბალი საინჟინრო-გეოლოგიური თვისებების მახასიათებლებით და რა თქმა უნდა უდიდესი ანთროპოგენული წნეხით ეკოლოგიურ გარემოზე: ათეული წლის წინ დაწყებული ტყის საფარის უსისტემო, მასობრივი გაჩეხვა, არასწორი მორწყვით და ჭაბურღილების ექსპლუატაციით მნიშვნელოვანი ფართობების დამარილება, დამლაშება, დაჭაობება, საძოვრების უყაირათო გამოყენება და სხვ.
პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ნარჩენების მართვის ახალი მიდგომების დანერგვის პარალელურად პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ აქტიურ კამპანიას აგრძელებს. სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან პოლიეთილენის პარკებს ეტაპობრივად ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს.
13-14 ივნისს მომხდარ სტიქიის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში მომზადდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 13-14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადეს.
ანგარიში საზოგადოებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააცნო. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 13-14 ივნისს მდ.ვერეს ხეობის მარჯვენა ფერდობზე ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრას, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლას თან დაერთო კლდეზვავების, მეწყერების, ღვარცოფების, მდინერეებში სიღრმითი და გვერდითი ეროზიების, წყალმოვარდნების, წყალდიდობების, დატბორვების და სეტყვის მასშტაბური განვითარება, რასაც მოჰყვა თანმდევი უარყოფოთი შედეგები და ადამიანთა მსხვერპლი.
ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში ნამყენ ნერგებს გამოიყვანენ
ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანას მაღალი კატეგორიის გამწმენდი ფილტრები დაუმონტაჟდება
მოხალისეთა პროგრამა დაცულ ტერიტორიებზე
გარემოს დაბინძურება და ქალთა ჯანმრთელობა
გარემოს ეროვნულ სააგენტოში თემაზე – “გარემოს დაბინძურება და ქალთა ჯანმრთელობა” სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები და ქ. თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა გარემოს დაბინძურებით გამოწვეული პრობლემის აქტუალობა განიხილეს და მომავალში განსახორციელებელ შესაძლო პროექტებზე იმსჯელეს.
სოფ. დიდ დმანისში ჰაერის ავტომატური სადგურის დამონტაჟების საკითხი განიხილეს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს. დმანისის შემდეგ მინისტრი ბოლნისის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, სადაც საყდრისის საბადოსა და კუდსაცავის მიმდებარე ტერიტორია ადგილზე დაათავლიერა. გიგლა აგულაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. შეხვედრას RMG -ის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Read the rest of this entry »








