RSS

Category Archives: გარემო

გარემო და ჩვენ

გარემო და ჩვენ…

ინტერაქტივის შეკითხვა: ვიცავთ თუ არა გარემოს? როგორ ფიქრობთ, რა უქმნის ყველაზე მეტ ეკოლოგიურ საფთხეს ჩვენს ქვეყანას?
სატელეფონო ჩართვები:
ნინო ჩხობაძე – „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” წარმომადგენელი;

ნატა ფერაძე “პარტიზანი მებაღე” და

ჟურნალისტი, ბლოგერი, ოლიკო ცისკარიშვილი ეკოფაქტის დამფუძნებელი.

 

დიდი მადლობა რადიო “იმედს”

 

არც მეტი, არც ნაკლები – დღეს, ვეშაპების დაცვის საერთაშორისო დღეა

ვეშაპიმთელ მსოფლიოში 19 თებერვალს აღნიშნავენ, როგორც ვეშაპების დაცვის საერთაშორისო დღეს. ეს დღე, არა მხოლოდ ვეშაპების დასაცავად აღინიშნება, არამედ ყველა ზღვის ძუძუმწოვართა და ზღვის ბინადართა დაცვის დღედ მოიაზრება და დაარსდა 1986 წელს, საერთაშორისო ვეშაპთა კომისიის მიერ (International Whaling Commission, IWC). კომისია დღემდე ებრძვის მსოფლიოში ვეშაპებზე ნადირობასა და მათი ხორცით ვაჭრობას.ვეშაპთა საერთაშორისო დღის აღნიშვნით კომისიას სურს ,რომ მთავრობა და მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ამ ცხოველების დაცვაზე, რადგან დღემდე ზღვის ძუძუმწოვართა, მხოლოდ 119 სახეობაა შემორჩენილი. ვეშაპებზე და ზღვის ძუძუმწოვრებზე უკანონო ნადირობა, დაახლოებით 200 წელია გრძელდება, რამაც გამოიწვია მათი რიცხვის შემცირება და ვეშაპთა რამდენიმე სახეობის გადაშენებაც. Read the rest of this entry »

 

„მწავნე ალტერნატივისა“ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრა კვლავ აუცილებელი იქნება

Ttye 003გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში “მწვანე ალტერნატივას“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, განიხილეს ტყის მართვასთან დაკავშირებული ზოგიერთი აქტუალური საკითხი, მათ შორის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული საქართველოს კანონების „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსი“ და „გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსი“ პროექტებში მოცემული გამჭოლი (ჰორიზონტული საკითხები), მათი შესაბამისობა მდგრადი მართვის პრინციპებთან და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულვალ დებულებებთან. Read the rest of this entry »

 

ხე-ტყის მომპოვებლები თბილისის სასმელ წყალს აბინძურებენ

untitledმდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადის, კისხევის სათავეებთან, 2009 წელს გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, მიმდინარეობს ჭრები დამზადდება სამასალე მერქანი. ხეები იჭრება მდინარის კალაპოტის ორივე მხარეს 150-200 მეტრიან ზოლში, დაახლოებით, 30° დახრილობისფერდობებზე. სატყეო გზად მდინარის კალაპოტია გამოყენებული და მძიმე ტექნიკა იმ მდინარეში დადის, რომელიც თბილისს სასმელი წყლითამარაგებს. Read the rest of this entry »

 

დანიამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, – ქვეყანამ ელექტროენერგიის 42% ქარის ენერგიით მიიღო

qariდანიამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, – გასულ წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის 42 პროცენტი ქარის ენერგიით იქნა გადამუშავებული. TheGuardian-ის ცნობით, აღნიშნული ციფრი მსოფლიოში რეკორდულია. გასულ წელთან შედარებით, ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის მოცულობა დანიაში 3 პროცენტით გაიზარდა.

Read the rest of this entry »

 

რიონის ხეობაში გეომორფოლოგიური პროცესი განვითარდა

zvaviგუშინ, ზვავი ჩამოწვა მდინარე რიონის ხეობაში და ჩაკეტა სამანქანი გზა, გეომოფოლოგიური პროცესი განვითადა შოდა კედლას ქედიდან.

თოვლის ზვავმა ქალაქ ონიდან ღები, ჭიორა, გლოლა, შოვის მიმართულებით მიმავალი გზა ჩაკეტა. Read the rest of this entry »

 

ავატარის კონკურსში საკონკურსო ნამუშევრების მიღების ვადა 15 იანვრამდე გახანგრძლივდა

tye12ქართული ტყეების გადასარჩენად დაწყებული პროექტის ფარგლებში,ავატარის (მულტიპლიკაციური პერსონაჟი ტყის მცველის ან ტყისსასიცოცხლო მნიშვნელობის თემაზე) კონკურსი ცხადდება. კონკურსისორ გამარჯვებულს 1000 და 500 ლარი გადაეცემათ. ერთ გამარჯვებულსპროექტის ორგანიზატორები შეარჩევენ და ავატარის ავტორი 1000ლარით დაჯილდოვდება. მეორე გამარჯვებულს ფეისბუქმომხმარებელიგამოავლენს. მის ავტორს ფულადი პრიზის სახით 500 ლარს მიიღებს.პროექტის ორგანიზატორების მიერ შერჩეული ნამუშევარი საქართველოსტყეების გადასარჩენად დაწყებული მასშტაბური კამპანიის სიმბოლოგახდება.

Read the rest of this entry »

 

ახალი წელი მუყაოს ოცნების ქალაქში

tovli babuuuuuuuხელვაჩაურში, მუყაოს ოცნების ქალაქში ახალი წელი…

Read the rest of this entry »

 

CENN–ის სიურპრიზი ბუნების მოყვარულებს – გადაუღეთ ფოტო თქვენს ნაძვის ხეს და მოიგეთ ფოტოაპარატი

mestia 037კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ბუნების მოყვარულებს საახალწლო სიურპრიზს სთავაზობს. ახალი წელიდა ნაძვის ხის ფენომენი განუყოფელია, მაგრამ, ამისათვის ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრა დაუშვებელია.

ამიტომ, CENN–ი მხარს უჭერს საახალწლო ნაძვი სხედ მხოლოდ ხელოვნური ხეების გამოყენებას და ამ აქციის ფარგლებში გაძლევთ შანსს,

მოიგოთ ფოტოაპარატი  Samsung WB800F! Read the rest of this entry »

 

დღეს, მთის დღეა

ushbaდღეს, მთის საერთაშორისო დღეა. ყველას მინდა მივულოცო ეს დღე… ვისაც ჩემთან ერთად უვლია… ვინც აწი ივლის… ვინც უჩემოდ და ჩემამდე დადიოდა… ვისაც სურვილი ჰქონდა და ვერ ახერხებდა… გილოცავთ მთის დღეს…