ამერიკელმა ინვესტორმა შესაძლოა საქართველო დატოვოს, რადგანაც მას მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა. „ოპტიკალ სისტემსი“ სვანეთში ოქროს ძიება-მოპოვებასთან დაკავშირებით ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია. კომპანიამ სვანეთში დიდი ინვესტიცია ჩადო, ჩაიტანა ტექნიკა, ჩაიყვანა უცხოელი სპეციალისტები, დაასაქმეს ადგილობრივები და ტერიტორიის კვლევა დაიწყო, თუმცა, ტერიტორიაზე გარკვეული ჯგუფი შეიჭრა და ყველაფერი გაანადგურა. Read the rest of this entry »
Category Archives: გარემო
ამერიკულმა კომპანიამ შესაძლოა საქართველო დატოვოს
ახმეტაში ნაყარი მერქნისგან ალტერნატიული საწვავის დამამზადებელი წარმოების მშენებლობა მიმდინარეობს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ძირნაყარი საშენე და მერქნული მასალის გადამუშავების მიზნის საწარმო შენდება. ამ საწარმოში იგეგმება ბრიკეტების გამოშვება რომელიც შემდგომში გაიყიდება. ასევე იგეგმება რომ ახმეტის რაიონის ერთერთი საბავშვო ბაღი ენეგრო ეფექტური გათბობის სისტემით აღიჭურვოს. Read the rest of this entry »
კლიმატის საერთაშორისო დღე
15 მაისს მსოფლიო აღნიშნავს კლიმატის საერთაშორისო დღეს. ამ დღის აღნიშვნით ორგანიზატორებს სურთ, მოსახლეობას შეახსენონ თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ უახლოეს მომავალში ბუნების გაუფრთხილებლობის გამო. კლიმატის შენარჩუნება, დღესდღეობით, ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომლის წინაშეც დგას კაცობრიობა. გლობალური დათბობა, ოზონის ფენის გაზრდა, სტიქიური უბედურებები, ამინდის ცვალებადობა, სწორედ ეს ყველაფერი იწვევს კლიმატის გაუარესებას დედამიწაზე, რომელმაც სამომავლოდ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას კაცობირობას. Read the rest of this entry »
11-12 მაისი – გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე
გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა. ამ დღეს ყოველწლიურად ეწყობა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, ღონისძიებები, საგანმანათლებლო პროგრამები და ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების მიზნით, რათა ხაზი გაესვას გადამფრენი ფრინველებისა და მათი ჰაბიტატების დაცვის მნიშვნელობას. Read the rest of this entry »
სოფელ კვატიას მოსახლეობა “აჭარისწყალს” ხეების დარგვის საშუალებას არ აძლევს
ცირა გვასალია
სპეციალური ჭრის ნებართვის შედეგად მოჭრილი წითელი ნუსხის ხეების საკომპენსაციოდ, კომპანია “აჭარისწყალ ჯორჯიამ” ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიაში გადაწყვიტა კაკლების დარგვა. სოფელ კვატიას მცხოვრებლები არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას.
სოფელ კვატიას მცხოვრებლები კომპენსაციას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათ მეზობელ სოფელ წაბლანას კომპანიამ და აჭარის მთავრობამ გადაუხადა კომპენსაცია; სოფელ კვატიას მცხოვრებლები კი უყურადღებოდ დარჩენენ.
იაფი რესურსი [ქვიშა-ხრეში] “აჭარისწყალ ჯორჯიას”
ცირა გვასალია
ფოტოები: ოლიკო ცისკარიშვილი
წითელი ნუსხის ხეების მოჭრის სპეციალურ ნებართვებთან ერთად, საქართველოს მთავრობამ კომპანია “აჭარისწყალ ჯორჯიას” 600 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. საკომპენსაციოდ, კომპანიას გარკვეული თანხა უნდა გადაეხადა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენაზე კომპანია უარს აცხადებს. აჭარის მთავრობა კი ამბობს, რომ მათთან ტრანზაქციის დამადასტურებელი ქვითრები არ ინახება.
ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობა კომპანიას აჭარის მთავრობამ გაუწია.
გარემოს დაცვა გამოძახებით
ცირა გვასალია
ფოტოები: ოლიკო ცისკარიშვილი
საქართველოს მთავრობამ შპს აჭარისწყალ ჯორჯიას, რომელიც აჭარაში ჰიდროელექტროსადგურების ჰესების კასკადის მშენებლობას აპირებს, 600 ათასი კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ლიცენზიის გარეშე ამოღების და 1,410 ინდივიდი წითელ ნუსხაში შემავალი სხვადასხვა სახეობის ხეების მოჭრის უფლება მისცა. რესურსების ამოღების კონტროლის ადამიანური და ფინანსური რესურსები კი მაკონტროლებელ ორგანოს – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს – არ გააჩნია. Read the rest of this entry »
3 მაისი – მზის დღე…
მზე – უახლოესი ვარსკვლავია დედამიწასთან, ყველა დანარჩენი ჩვენგან უსაზღვროდ შორს იმყოფება. დედამიწისთვის მზე – კოსმოსური ენერგიის უდიდესი წყაროა. ის სინათლეს და სითბოს იძლევა, რომელიც ასე ესაჭიროება მცენარეთა და ცხოველთა სიცოცხლეს.
მზე – ჩვენი უახლოესი ვარსკვლავია. მზემდე მანძილი ასტრონომული მასშტაბებით ძალიან ცოტაა- სულ 8 წუთი ჭირდება სინათლეს ამ მანძილის დასაფარავად.
5 მილიარდი წელი, ეს ჩვენი მზის ასაკია. მის გარშემო ბრუნავს დედამიწა. საშუალო მანძილი მზემდე 149,6 მილიონი კილომეტრია ანუ 1 ასტრონომული ერთეული. მზე ჩვენი პლანეტარული სისტემის ცენტრია, რომელიც აგრეთვე პლანეტების, მათი თანამგზავრების, ათასეულობით ასტეროიდების, კომეტების, მცირე პლანეტების, მეტეოროიდების, პლანეტათ შორისი მტვრისა და გაზისაგან შედგება.
ჩერნობილის ტრაგედიიდან 30 წელი
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4-ე ენერგობლოკი 1986 წლის 26 აპრილს აფეთქდა.
1986 წლის 25 აპრილს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკში, რომელიც კიევის სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარეობდა, „ექსპერიმენტი“ დაიწყო, თუმცა მოულოდნელად ის მწყობრიდან გამოვიდა და ტემპერატურა მკვეთრად გაიზარდა. 26 აპრილს კი რეაქტორში ორი აფეთქება მოხდა. მეტალის სქელმა ფენამ და ბეტონის კედელმა ვერ დააკავა გავარვარებული ურანი და მან გარეთ გამოაღწია. ატომური რეაქტორის რადიაქტიური დონე იმ წუთებში 1500 ატომური ბომბის სიმძლავრეს უტოლდებოდა.საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა კატასტროფის შესახებ სამ დღეს დუმდა. 29 აპრილს შვედეთის ატომური ელექტროსადგურის მეცნიერ-მუშაკებმა (მათი ბაზა განთავსებული იყო ბალტიის ზღვის სანაპიროზე) შენიშნეს ძლიერი ატომური გამოსხივება, რომელიც ღრუბელს აღმოსავლეთიდან, საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან მოჰყვებოდა. მომატებული რადიაცია იაპონიასა და აშშ-შიც დაფიქსირდა. ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ უცნობი ატომური გამოსხივების ცენტრი კიევის მახლობლად მდებარეობდა. Read the rest of this entry »





