RSS

სოციალური ქსელების უარყოფითი გავლენა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

21 მარ

ავთანდილ ზარნაძე

 ბოლო წლების განმავლობაში სოციალური მედიის გამოყენების სიხშირე იზრდება. აშკარაა, რომ ადამიანების გემოვნებაში ცვლილებებია, ფაქტობრივად, ისინი აღარ უყურებენ ტელევიზორს და მთელ დღეს სოციალური ქსელის გამოყენებას უთმობენ. დამეთანხმებით, რომ ძალზე კომფორტულია, თითოეული ჩვენგანის სიახლოვესაა, ადვილად შეგვიძლია წვდომა, თუმცა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას  სერიოზულად აზიანებს.

 მარიამ წიქარაძე აბიტურიენტია, 18 წლისაა და  ინსტაგრამის ხშირი მომხმარებელია, ღამეებსაც ათენებს ტიკტოკების გადაღებაში და იმ დოზის გამოსხივება მიიღო, რომ დღეს ის სათვალეს ატარებს: ,,თვალებში მხედველობა დამაკლდა, რა წამალს არ ვყიდულობ, საკმაოდ დიდი ხარჯია და არ მიფინანსდება მედიკამენტები, ექიმი მაიმედებს და მეუბნება, რომ რამდენიმე წელში მოვიხსნი სათვალეს, ყველას ვურჩევ, რომ თავი დაანებოს სოციალური ქსელების ხშირ გამოყენებას, მხოლოდ საქმისთვის’’, – ამბობს მარიამი.

მანუჩარ ლაფერაშვილი მე-11 კლასის მოსწავლეა, რომელიც საკმაოდ გაზაარმაცა სოციალური ქსელების გამოყენებამ და სკოლაში მედლის მოპოვების შესაძლებლობა დაკარგა: ,,ძალიან დიდ დროს ვატარებ ფბ-ზე, ინსტაგრამზე და სწავლაზე ხელი ჩავიქნიე, გული მწყდება, დამოკიდებული რომ გავხდი, მედალიც დავკარგე, ვეღარ ვარ ჩართული სასწავლო პროცესში და ჩემზე ქულებზე აისახა ეს ყველაფერი’’, – ამბობს მანუჩარი, რომელიც თავს ებრძვის, რომ წარმატების მიღწევაში ხელი აღარ შეუშალოს სოციალურმა ქსელებმა. ნათია მჭედლიშვილი 3 შვილის დედაა და დროს სოციალურ ქსელებს მაინც უთმობს: ,,ხანდახან ყოფილა შემთხვევა, ისე გავუტაცებივარ ფბ-ს, ბავშვს რომ გაუღვიძებია, ვერ გამიგია, სასაცილოა, მაგრამ ეს ჩვენი რეალობაა, ახლა მეტ ყურადღებას ვუთმობ საკუთარ შვილებს“, – ამბობს ნათია, რომელმაც გადალახა ეს პრობლემა.

სოციალური მედიით აქტიურად სარგებლობს ადამიანი, რომელიც ხშირად პოსტავს ვიდეორგოლებს, სურათებს, აახლებს სტატუსს, ეხმაურება სხვებს კომენტარებით ან განათავსებს პოსტებს. მას თან ახლავს შთაბეჭდილების მოხდენაზე დამთრგუნველი ზრუნვა, რომელსაც საფუძვლად სხვებისგან აღიარების და აღფრთოვანების ძიება უდევს. ფსიქოლოგიაში ამას „გარემოზე დამოკიდებული აღიარების“ ძიებას უწოდებენ. ურბანული სლენგი კი ამას „ლაიქების დევნას“ უწოდებს. უამრავი კვლევა ცხადყოფს, რომ სხეულისა და ფსიქიკის ჯანმრთელობა ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება. მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ სოციალური მედიის ჭარბად გამოყენება უარყოფითად აისახება სხეულის ჯანმრთელობაზე. მაგალითად, ერთ – ერთმა კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ სოციალური მედიის გამოყენება (განსაკურებით, ძილის წინ) უარყოფითად აისახება ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხზე. ეს კი შემაშფოთებელია, რადგან კარგი ძილი სხეულსა და ტვინს დასვენებისა და განახლების საშუალებას აძლევს. მართლაც, ძილის მოუწესრიგებლობა გაუარესებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ – ერთი წინაპირობაა. ნუ დავივიწყებთ იმ ფაქტს, რომ თვალებისთვის დამაზიანებელია მუდმივი გამოსხივება და ეკრანის ყურება. ადამიანებთან პირისპირ მიმდინარე ურთიერთობა გვიცავს დეპრესიის, შფოთვისა და სხვა ფსიქიკური მდგომარეობებისაგან. ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობა გაცილებით უკეთესია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ვიდრე – ონლაინ სოციალური აქტივობა. სოციალური მედიით სარგებლობის ჩვევამ შესაძლოა აღკვეთოს ისეთი საქმიანობები, როგორებიცაა: სეირნობა, პირისპირ კომუნიკაცია და ა. შ. მაგალითად, ერთ – ერთი კვლევის თანახმად ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იშვიათად თუ იყენებენ სოციალურ მედიას, სამჯერ უფრო ნაკლებად გრძნობენ თავს დათრგუნულად, ვიდრე ადამიანები, – რომლებიც სოციალურ მედიას მეტისმეტად ხშირად იყენებენ. სხვა კვლევამ გამოავლინა, რომ ადამიანები, რომლებიც სოციალური მედიით ორ საათზე მეტხანს სარგებლობდნენ, გაცილებით ხშირად აფასებდნენ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, როგორც „არადამაკმაყოფილებელს,“ ვიდრე – ადამიანები, რომლებიც ორ საათზე ნაკლებს ატარებდნენ სოციალური მედიის სივრცეში. მნიშვნელოვანია ერთ – ერთმა ბოლოდროინდელი კვლევის შედეგები,  რომლის მიხედვითაც, ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ნახევარ-საათს ატარებდნენ სოციალურ მედიაში, დეპრესიისა და შფოთვისათვის დამახასიათებელი გაცილებით ნაკლები სიმპტომი უვლინდებოდათ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში შემავალ ადამიანებს.

     გასულ წელს მსოფლიოში უმსხვილსემა ფსიქიატრთა ასოციაციის ოფიციალურმა გამოცემამ ,,The American Journal of Psychiatry” გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ფსიქიატრიამ აუცილებლად ცნო ინტერნეტმიჯაჭვულობას მიანიჭოს ოფიციალური დაავადების სტატუსი. დღეს მსოფლიოში ინტერნეტ–მიჯაჭვულობით დაავადებულია ინტერნეტის მომხმარებეთა 2–10%, თითქოს ეს არც ისე დიდი მაჩვენებელია, მაგრამ ამ ადამიანებს ესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რადგან დიდია სიკვდილიანობის რისკი. ამ მიზეზით უკვე გარდაცვლილია  ათასობით ადამიანი, რადგან ორგანიზმი ვერ უძლებს კომპიუტერთან 24 საათიან ჯდომას. რაც შეეხება რისკის ჯგუფს მასში შედიან ქსელის მომხმარებელთა 40%. ადამიანები, რომლებიც რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან საათობით სხედან კომპიუტერთან, ყოველდღიურად უფრო მეტ და მეტ დროს ატარებენ კომპიუტერთან, თუ შევეკითხებით ნებისმიერ ადამიანს თუ რატომ სარგებლობს ინტერნეტით, იგი ბევრ სხვადასხვგვარ პასუხს გაგვცემს: უყურებს ფილმებს, ურთიერთობს მეგობრებთან, პოულობს საჭირო ინფორმაციას და ა.შ. ანუ იკმაყოფილებს მის რომელიმე მოთხოვნილებას, დავიწყებას მიეცეს, მოსწყდეს რეალობას. ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებს საკუთარი თავის ჩახშობა სასმელით, ჰეროინით, კაზინოში სიარულით. იმეორებს მუდმივად, შემდეგ კი ეჩვევა, ეჩვევა ისე რომ საჭმლის მიღებაც ავიწყდება და პირის დაბანაც. დროთა განმავლობაში კი ეს ყოველივე ანგრევს მის ცხოვრებას.

    ფსიქოლოგი, მარიამ შოვნაძე, მიიჩნევს, რომ „არსებობს სოციალურ ქსელზე, ონლაინრეჟიმზე დამოკიდებულების, პირადი ინფორმაციის გავრცელების, კიბერბულინგის რისკები და მრავალი სხვა. უფრო ვრცლად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ უარყოფითი მხარეები: ემოციური მიჯაჭვულობა, რეალური სამყაროდან მოწყვეტა, ფიზიკური აქტივობის შემცირება, პირადი ინფორმაციის უცხოპირებისთვის ხელმისაწვდომობა; გარდა ამისა მოზარდები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას უპირობოდ იღებენ, ემოციების გამოხატვისთვის არჩევენ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სიმბოლოებს, თვითშეფასება პირდაპირ უკავშირდება ე.წ. ფრენდების „ლაიქებზე“, – ამბობოს ფსიქოლოგი მარიამი, რომელიც 5 წელია მუშაობს სოციალური ქსელების გავლენებეზე.

   მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში სრულად თავშეკავება გაცვეთილი და არაფრისმომცემი რჩევა იქნებოდა, რადგან ბევრი ადამიანი ციფრულ მოწყობილობებს ბიზნესის მართვის, საგანმანათლებლო და საოჯახო მიზნებისთვის იყენებს. ამის ნაცვლად, ქვემოთ მოცემულია სამი ნაბიჯი, რომლებიც სოციალური მედიის თქვენ სასარგებლოდ გამოყენებაში დაგეხმარებათ.

  • პირველი ნაბიჯი დროს უკავშირდება. ზოგიერთი ადამიანი არჩევს, სოციალური მედიისა და ციფრული მოწყობილობების გამოყენებისგან დღის განსაზღვრულ ნაწილში ან კვირის კონკრეტული დღის განმავლობაში შეიკავოს თავი. ეს, მაგალითად, შეიძლება გულისხმობდეს ღამის 9 საათის შემდეგ ან კვირა დღეს სოციალური მედიის გამოყენებაზე უარის თქმას. ასეთი სტრატეგია დასვენებასა და ძილის გაუმჯობესებაში გვეხმარება და შეგვიძლია, ჩვენს ინდივიდუალურ თავისებურებებს შევუსაბამოთ.
  • მეორე ნაბიჯი სივრცეს უკავშირდება. ზოგიერთი ბრიტანული ლუდის ბარი „სივრცე ტელეფონების, ლეპტოპების და პლანშეტების გარეშე“ მიდგომას ნერგავს იმისათვის, რომ ადამიანებს შორის პირისპირ ურთიერთობას შეუწყოს ხელი. ზოგიერთი ადამიანი აწესებს სოციალური მედიისა და ციფრული ხელსაწყოების გამოყენებისაგან თავისუფალ სივრცეებს. მაგალითად, ისინი თავს არიდებენ საძინებელ და სასადილო ოთახებში სოციალური მედიის სივრცით სარგებლობას. ამ მიდგომის შეცვლა ინდივიდუალური თავისებურებებისამებრ შესაძლებელია.
  • მესამე საფეხური ალტერნატივებს ეხება. ბევრი ადამიანი სოციალურ მედიასა და ციფრულ მოწყობილობებს სოციალური ვაკუუმის შევსებისთვის იყენებს. ციფრული სამყაროსგან გათავისუფლება სხვა აქტივობებისთვის დროის გამოყოფის საშუალებასაც მოგცემთ, რომლებიც უკეთ შეავსებს ვაკუუმს. თქვენ შეგიძლიათ, იმ აქტივობების ჩამონათვალიც შეადგინოთ, რომლითაც შეავსებთ გათავისუფლებულ დროს. ასეთი აქტივობები შეიძლება იყოს ძველი ინტერესები, გატაცებები ან მოხალისეობა. (azrovnebisakademia.ge)

     და ბოლოს, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფრიდან მხოლოდ ერთ გამოსავალს ვხედავ – სასურველი ინტერნეტი მხოლოდ აუცილებელი  საქმისთვის გამოვიყენოთ, გასართობად შევიდეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საქმეები მოგვარებულია,მკაცრად ვაკონტროლოთ ინტერნეტში ,,სეირნობის“ დრო, ერთი საათი ან საათ-ნახევარი საკმარისია საღამოს.  სუფთა ჰაერზე სეირნობა და რეალური ურთიერთობა ბევრად სასიამოვნოა და ნაკლები ზიანის მომტანი ფსიქიკისთვის.

ფოტო აღებულია: https://sahine.ru/ka/vred-i-polza-socialnyh-setei-zachem-nuzhny-socialnye-seti-chem-mogut-byt/?fbclid=IwAR3BZIyaLb-VnXm8qalEKKTvQQcCVWQkZ-CVX6xwJV4B83rwQM_4k_dkrPA

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 21/03/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s