RSS

ლუდომანია – დაავადება თუ მავნე ჩვევა

21 მარ

ავთანდილ ზარნაძე

ხშირად გაიგებთ შეკითხვას, რა არის ლუდომანია (აზარტული თამაშების გაგრძელების დაუძლეველი სურვილი) – დაავადება თუ მავნე ჩვევა? ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კვლევა არსებობს, ბევრი მოსაზრებაც. რამდენადაც უნდა იყოფოდეს აზრები, პასუხი ერთია, ლუდომანიას დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით მინიჭებული აქვს კოდი F63, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება დაავადებაა და არა – უბრალოდ მავნე ჩვევა.

თემო ადეიშვილი 35 წლის  სტომატოლოგია, რომელმაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას დააღწია თავი. ის ყვება, თუ როგორ დაიწყო მისი დამოკიდებულება, ყვება იმ არც თუ ისე მარტივ გზას, რომელიც გაიარა: „15 წლის ვიყავი, როდესაც ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდი, უეცრად ჩემი ერთერთი უბნელი მოვიდა და მთხოვა წავსულიყავი ჩასარიცხ აპარატთან და მის მიერ მოცემული თანხა ჩამერიცხა, თავიდან ვერ ვხვდებოდი, რაზე ვრიცხავდი, თუმცა შემდეგ ამან სისტემატიური სახე მიიღო და ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ მეც უნდა მქონოდა ჩემი საკუთარი ანგარიშიმახსოვს დღე, როდესაც პირველად დავდე და მოვიგე. აქედან იწყება ყველაფერი…” ის  ოჯახის როლზეც საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ დროს ოჯახის მხარდაჭერა: ჩვენ, ადამიანები, ვისაც აზარტულ თამაშებთან გვქონია შეხება, კარგად ვიცით, რომ ამ დროს ადამიანი ძალიან გარიყულად გრძნობს თავს. ამ მომენტში კი აანალიზებ, რომ რაღაც ისე ვერ არის, შენ გარშემო ყველაფერი ინგრევა და ამ დროს, ადამიანიც კი არ გრჩება, რომელიც მხარს დაგიჭერს. შეიძლება ფიქრობს, რომ ვერ დაგეხმარება, მაგრამ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ამ დროს ვინმესთან საუბარი და იმის შეგრძნება, რომ შენც ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. შენი არ ეშინიათ, პირიქით, არ დაგტოვებენ, სადაც  უნდა იყომინდა ყველა იმ ადამიანს მივმართო, ვის შვილსაც, მამასაც, მეგობარს აქვს მსგავსი სიტუაცია, დაუდექით გვერდში, გაამხნევეთ, თავი მარტო არ აგრძნობინოთ და ყველაფერი ბევრად მარტივად იქნება”.

დამოკიდებულებების მთავარი პრობლემა, საზოგადოდ, ფსიქოლოგიურ ფაქტორს უკავშირდება, თუმცა მათ, როგორც წესი, ფიზიკური აბსტინენციაც, ე.წ. ,,ლომკაც” ახლავთ თან. აზარტული თამაშების შემთხვევაში კი დამოკიდებულება მხოლოდ ფსიქოლოგიურია, რადგან ამ შემთხვევაში არ არსებობს ქიმიური ნივთიერება, რომელზეც შეიძლება ფიზიკური დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს.  სწორედ ეს განასხვავებს აზარტომანიას სხვა ადიქციებისგან და განაპირობებს მკურნალობის სირთულეს,რაც, უპირველეს ყოვლისა, პრობლემის აღიარების პროცესის გაჭიანურების ბრალია.

გიორგი მაჭარაშვილი 26 წლისაა და ახლა ქირით ცხოვრობს თბილისის ერთ-ერთ უბანში. მისი ისტორია საკმაოდ დრამატულად განვითარდა, როდესაც მის ცხოვრებაში აზარტული თამაშების მიმართ ინტერესი გაჩნდა. ცოლი გაშორდა, მიატოვა, რადგან არ სურდა გვერდით ჰყოლოდა თამაშდამოკიდებული მეუღლე. გიორგი როდესაც თამაშობდა, სულ რაღაც 20 წლის იყო, ძმაკაცმა აიყოლია და ამის შედეგად განადგურდა, ყველა და ყველაფერი დაკარგა: „სახლი გავყიდე, საკმაოდ დიდი თანხა წავაგე, 30 000 ლარი, და ამას ერთ დღეში ვერ ვიშოვიდი, მამა აღარ მელაპარაკება, ვიცი, რომ ყველაფერში დამნაშავე მე ვარ, დედა ჩემს ამბავს გადაჰყვა და ლოგინად ჩავარდა, ერთ დროს უდარდელი ცხოვრება ერთმა შეცდომამ დიდ ტკივილად მიქცია, ახლა ქირით ვცხოვრობ, სამოთახიანი ბინა გავყიდე, დედა და მამა სოფელში გადავიდნენ, კიდევ ერთს ვიტყვი, რომ ჩემი თხოვნა იქნება – არ გაეკაროთ, არ ითამაშოთ, იფიქრეთ მომავალზე, თქვენს გარშემომყოფებზე“, – ამბობს გიორგი მაჭარაშვილი, რომელმაც თავი დააღწია ლუდომანიას და ახლა მიმტანად მუშაობს.

ფსიქოლოგის, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტის, ტრენერის, მაკა ინანაშვილის, მოსაზრებით, ნებისმიერი დამოკიდებულება არის გაქცევა რეალობიდან, ცხოვრებიდან, მათ შორის ლუდომანია: ,,ეს არის დამოკიდებულება, ხოლო დამოკიდებულებას თანამედროვე  მეცნიერება განიხილავს არა როგორც მავნე ჩვევას, უნებისყოფობას ან დანაშაულს, არამედ ის გადის ქრონიკული დაავადებების რიცხვში, დამოკიდებული ადამიანი თავისით ვერ განიკურნება ქრონიკული დაავეადებისგან, შესაბამისად, მას სჭირდება სპეციალისტის დახმარება. თამაშდამოკიდებულების წარმოშობის მიზეზი ფსიქოლოგიური ხასიათის არის. დამოკიდებულების ჩამოყალიბება დაკავშირებულია ადრეულ ბავშვობაში განცდილ ტრავმებთან, მას მეტაფორულად  „გაყინული ემოციების“ დაავადებასაც უწოდებენ. დამოკიდებულების მქონე ადამიანს დამოკიდებულება სჭირდება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი. ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიური მახასიათებლები არის: მარტოობის განცდა; საკუთარ თავში დაურწმუნებლობა; სურვილი – ადვილად მიიღო ფული; ფსიქოლოგიური უმწიფარობა (რაც გულისხმობს ადრეულ ასაკში ფიქსაციას), როდესაც გაურბიხარ ცხოვრებისეულ სირთულეებს და სხვა“ – ამბობს ფსიქოლოგი, მაკა ინანაშვილი, რომელიც 6 წელია მუშაობს ლუდომანიის საკითხებთან დაკავშირებით.

კვლევის შედეგად, ცნობილია, რომ თამაშის დროს ტვინში გამოიყოფა ნეიროგადამცემი დოფამენი, რომელიც ადამიანში აღძრავს სიამოვნების, სიხარულის განცდას და სურვილი უჩნდება კვლავ გაიმეოროს ესა თუ ის ქცევა. როდესაც ადამიანს დიდი ფულადი პრიზის მოგების მოლოდინი აქვს, დოფამინის გამოყოფა უფრო და უფრო იზრდება. ლუდომანიის პრობლემის  მქონე ადამიანებში ფულის წაგება დოფამინის ისეთივე გამომუშავებელია, როგორც – მოგება. შედეგად კი, პრობლემურ მოთამაშეებში  დამარცხება, თამაშის მიტოვების ნაცვლად მისი გაგრძელების უფრო მძაფრ სურვილს იწვევს.

სტატისტიკური მონაცემებით, კაზინო “აჭარაში” დღეში საშუალოდ 1000-1500 ადამიანი შედის, შაბათ-კვირას კი – გაცილებით მეტი. ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტი ის არის, რომ მოთამაშეთა სიაში არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც საკუთარ ოჯახებზეც კი უარს ამბობენ, რათა ითამაშონ. თუმცა მამაკაცებში აზარტული თამაშების კლინიკური დამოკიდებულება ორჯერ უფრო მაღალია. ,,საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” ბოლო კვლევის მიხედვით მოსახლეობის 6% აზარტული თამაშებითაა დაკავებული. (Newposts.ge)

ფსიქოლოგი, ნინო ცერცვაძე, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მკურნალობის გზებზე საუბრობს და ამბობს, რომ მკურნალობის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი ადამიანის მიერ პრობლემის არსებობის აღიარება: შეიძლება ამას დასჭირდეს ერთი ან – მეტი ვიზიტი ფსიქოთერაპევტთან, როდესაც პაციენტს უკვე განუვითარდა დეპრესია,ნევროზი, სახეზეა სუიციდური აზრებიტარდება მედიკამენტების გამოყენებით ფსიქიატრის ზედამხედველობით. თუმცა მედიკამენტები პრობლემის მოგვარების მთავარი საშუალება არ არის…“ – ამბობს ფსიქოლოგი, ნინო ცერცვაძე, რომელიც 2 წელია მუშაობს ლუდომანებთან.

კვლევები ადასტურებს, რომ ლუდომანიის მკურნალობა აუცილებლად უნდა განხორციელდეს ფსიქოთერაპიით, ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიის ეფექტური კომბინაციით. ყველაფერი მოგვარდება, ეს პრობლემაც გადაიჭრება და თითოეული აზარტულ თამაშზე დამოკიდებული პიროვნება დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს.

ფოტო აღებულია: https://for.ge/view/51204/azartul-TamaSebSi-CarTuli-pirebi-SesaZloa-sajaro-uwyebebSi-veRar-dasaqmdnen.html

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 21/03/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s