RSS

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენის გადამუშავება საქართველოში

12 დეკ

გიორგი მაკარაშვილი

მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება საყოფაცხოვრებო ნარჩენის რაოდენობაც. გასულ საუკუნეებთან შედარებით დღევანდელი საყოფახოვრებო ნარჩენის უმეტესობა არ ექვემდებარება ბუნებრივ კომპონენტებად დაშლას, რადგან მათი დიდი ნაწილი ხელოვნური წარმოებისაა.

მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, ნაგავსაყრელი საყოფაცხოვრებო ნარჩენის განთავსების ყველაზე ცუდი ალტერნატივაა. ყოველდღიური მოხმარების ნარჩენის ნაგავსაყრელზე განთავსების დროს, გამოიყოფა ისეთი მავნე ნივთიერებები როგორიცაა: ვერცხლისწყალი, ფოსფატები, კარბონატები, გამხსნელები, საღებავები და სხვა ტოქსიკური ქიმიკატები. ძირითადი საყოფაცხოვრებო ნარჩენები: მინის ჭურჭელი, მაკულატურა, პლასტიკა, მეტალები, საკვები პროდუქტის ნარჩენები ექვემდებარება გადამშავებას. სწორედ ამიტომ, ბევრი განვითარებული და განვითარებადი ქვეყანა მიმართავს რეციკლირებას რათა მაქსიმალურად შეამცირონ გარემოზე მავნე ზეგავლენა.

ნარჩენების გადამუშავების პროცესში უპირველესი შეგროვება-დახარიხსებაა, მთლიანი პროცესის განმავლობაში ამ ეტაპზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. საქართველოში ნარჩენების შეგროვებას კომპანია „სუფთა სამყარო“ უკვე ბევრი წელია აწარმოებს. მათ მიერ შეგროვებული ნარჩენების არეალი ყოველწლიურად იზრდება. ისინი უკვე დახარისხებულ ნედლეულს აწვდიან კომპანიებს გადასამუშავებლად.

„კომპანიის საქმიანობა თავდაპირველად იყო მეორადი მყარი ნარჩენების შეგროვება-დახარისხება და შემდეგ მიწოდება გადამამუშავებელ კომპანიებთან. შემდეგ გავაფართოვეთ ჩვენი მომსახურების არეალი. თუ თავდაპირველად გვქონდა მუყაო, მაკულატურა და პოლიეთილენი, ახალა ჩავრთეთ პლასტმასის ნაწარმი, ალუმინის ქილა, შუშია. ჩვენ გვაქვს ობიექტები, სკოლებით დაწყებული, სამინისტროებით დამთავრებული. ასევე ვთანამშრომლობთ სავაჭრო ცენტრებთან, სადაც განთავსებული გვაქვს დასაპრესი დანადგარები. ნარჩენები ადგილზევე ხარისხდება ჩვენივე თანამშრომლების მიერ. რაც შეეხება პლასტმასის ბოთლს, ალუმინის ქილას, შუშას ასევე განვათავსეთ დამხარისხებელი სტენდები. კიდევ უფრო ფართოვდება შეგროვების არეალი, გვაქვს სხვა გეგმებიც. კომპანიაში, თავდაპირველად, ერთი ადამიანი მუშაობდა. დღეს, უკვე 35 ადამიანია დასაქმებული. დღეს, ჩვენს მთავარ პრობლემად საკუთარი ტერიტორიის არ არსებობა წარმოადგენს. გვინდა ვთხოვოთ დონორ კომპანიებს, რომ გამოგვიყონ ტერიტორია მეორადი ნარჩენის დახარისხება-გასუფთავებისთვის, შემდეგ ჩვენ უკვე დამუშავებულ ნელდლეულს გადამამუშავებელ კომპანიას მივაწვდი,“ – გვეუბნება დავით ცქიტიშვილი კომპანია „სუფთა სამყაროს“ დირექტორი.

ნედლეულის დახარისხების შემდგომი ეტაპი უშუალოდ გადამუშავების პროცესია. კომპანია „კრიალა“ ქართულ ბაზარზე ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ნარჩენების გადამუშავების შედეგად აწარმოებენ ახალ პროდუქტს. მათი ძირითადიდი მიმართულება მაკულატურის გადამუშავებაა, რის შედეგადაც  ჰიგიენურ ქაღალდს აწარმოებენ.

„მაკულატურის გადამუშავებით ვამზადებთ ქაღალდის „ჯუმბოებს“, შემდგომ მისგან მზადდება ტუალეტის ქაღალდი. ასევე გადამუშავებული ნედლეულით  სალარო აპარატი ქაღლდსაც ვამზადებთ. მაკულატურას უკვე გასუფთავებული სახით ვიღებთ და შემდეგ პირდაპირ გადამუშავების პროცესი იწყება. საბოლოო პროდუქტის მისაღებად ნედლეული რამდენიმე ეტაპს გადის, რის შედეგადაც სრულიად ახალი სახით წარდგება გადამუშავებული ნედლეული. დღეს, კომპანია ამუშავებს 300 ტონა მაკულატურას და ამ რაოდენობის მინიმუმ გაორმაგების საშუალება გვაქვს. კომპანაში დასაქმებულია 150 ადამიანი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებ,“ – ამბობს ლევან ჭანტურია.

საქართველოში, ნარჩენების გადამუშავების პერიოდი ახლა იწყება. მოქალაქეები, არსებული მცირე წარმოებისა და მოთხოვნის გამო, ამ პროცესს სკეპტიკურად უყურებენ. ფიქრობენ, რომ გადამუშავებული ნედლეულით შექმნილი პოდუქტი უფრო დაბალი ხარისხის არის, მაგრამ ფაქტი, რომ ქვეყანაში ხდება ნაგვის დახარისხებით შეგროვება, გარემოზეც კარგ გავლენას ახდენს და სამომავლოდ წარმოებული პროდუქტის ხარისხიც გაუმჯობესდება.

„კონკრეტულ ინფორმაციას ნარჩენების დახარისხებით შეგროვების და გადამუშავები პროცესზე არ ვფლობ. თუმცა, თავისთავად ვიცი, რომ ხდება ნარჩენების გადამუშავება და არის ადგილები სადაც გროვდება: ქაღალდის ცალკე, ალუმინის ცალკე, მინის ცალკე და ეს ძალიან კარგია, რასაკვირველია. მაგრამ არ ვიცი რამდენად ფართომასშტაბურად ხდება ეს ყველაფერი და კონკრეტულად რამდენი პუნქტია. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნარჩენების გადამუშავებას. რასაკვირველია, როგორც მე ასევე ყველას უნდა, რომ სუფთა და ჯანსაღ ქვეყანაში ვიცხოვროთ. სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში გარემო მაინც ბინძურდება და ევროპის ქვეყნებში მოწინავე ადგილზე ვართ ამ თვალსაზრისით. ეს რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. თუ დახარისხებით ნარჩენების შეგროვების პუნქტები დაემატება, ჩემი აზრით, ნელ-ნელა გამოსწორდება სიტუაცია და უფრო აქტიურად დავიწყებთ ამ პროცესს და  კარგი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, გადამუშავებული ნარჩენით დამზადებული პროდუქტი უფრო უხარისხოა, იგივე ჰიგიენური ქაღალდი საქართველოში წარმოებული გადამუშავებული ნარჩენით უფრო დაბალი ხარისხის არის ვიდრე სხვა ბრენდების მიერ, ახალი ნედლეულით შექმნილი პროდუქტი. აქტიურად ვერ ვაკვირდები დროის უქონლობის გამო, არის თუ არა ესა თუ ის კონკრეტული პროდუქტი გადამუშავებული ნარჩენებით შექმნილი,“ – გვეუბნება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი მაგდა ბლუაშვილი.

თანამდროვე სამყაროს უპირველესი ამოცანა ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანაა. მოსახლეობა აიძულებს კომპანიებს მაქსიმალურად შეამცირონ დამატებითი შეფუთვა და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, რომლებსაც განსაკუთრებულად ბევრი ნარჩენი აქვს, მაქსიმალურად ეკომეგობრული გახადონ.

ისლანდიის მოსახლეობამ უარი თქვა კბილის პასტებზე, რომლებიც შეფუთვით იყიდება. მწარმოებელმა კომპანიებმა, რომლებიც პროდუქტს აწარმოებენ აშშ-სა და სხვადასხვა ქვეყანაში, იძულებული გახდნენ შეფუთვის გარეშე განეთავსებინათ პროდუქტი დახლებზე. დამატებითი საყოფაცხოვრებო ნარჩენის დაგროვების თავიდან აცილების მიზნით მოსახლეობამ უარი თქვა დამატებით შეფუთვაში მოთავსებული კბილის პასტების შეძენაზე. მოსახლეობის ფართომასშტაბიანი პროტესტის შედეგად ბაზარზე არსებული კბილის პასტების 90% დამატებითი შეფუთვის გარეშე იყიდება. სწორედ, მასგავსი პროტესტით, ისლანდიის მოსახლეობამ შეძლო შეემცირებინა გარემოზე მავნე ზეგავლენა, რაც სამომავლოდ მათი და მომავალი თაობების ჯანმრთელობას არ დააყენებს საფრთხის წინაშე. სწორედ, ისლანდიის მაგალითის გათვალისწინებით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში შეიქმნა პეტიციები, რომლებიც მოუწოდებს სახელმწიფოს აკრძალონ კბილის პასტების დამატებითი შეფუთვით გაყიდვა.

ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნარჩენის გადამუშავების ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივა სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შექმნაა. მსგავს პროექტებზე მუშაობენ ევროპის არაერთ ქალაქში. მაგრამ ამ შემთხვევაში, ამსტერდამია სხვებისგან გამორჩეული. ქალაქის ხელისუფლება ყოველწლიურად 1.5 მილიონ კილოგრამ საღეჭ რეზინს აგროვებს, რაც ქალაქის რიგით მეორე მთავარი დამაბინძურებელია, სიგარეტის ნამწვის შემდეგ. სწორედ ამის გათვალისწინებით, რადგან საღეჭი რეზინის ბუნებრივ კომპონტენტებად დაშლას 25-30 წელი სჭირდება ადგილობრივმა აქტივისტებმა გადაწყვიტეს გადაამუშავონ შეგროვებული საღეჭი რეზინი და მისგან დაამზადონ ფეხსაცმელი. სწორედ ასე გაჩნდა ფეხსაცმლის ბრენდი„Gumshoe“, საღეჭი რეზინის ფეხსაცმელი. ბრენდის მთავარი იდეაა ადამიანებს დაანახოს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ნარჩენების სწორად მართვას და როგორ შეიძლება ერთი შეხედვით უსარგებლო „ნაგავს“ კვლავ ვშთაბეროთ სიცოცლე და სრულიად ახლებურად, ახალი ნივთის სახით წარმოვადგინოთ. ეს ყველაფერი გარემოზე მავნე გავლენის თავიდან აცილებასთან ერთად, დამატებით შემოსავლის წყაროდაც შეიძლება ვაქციოთ.

ფოტო: Freepik.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 12/12/2020 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s