RSS

Monthly Archives: აგვისტო 2019

ეს ქვების სამკაულები დამზადებულია საქართველოში

ოლიკო ცისკარიშვილი

ადამიანებს ყოველთვის სჯეროდათ ქვების სასწაულქმედებისა და მათი მაგიური ძალის, ამიტომ მათ არა მარტო სამკაულების სახით იყენებდნენ, ატარებდნენ როგორც თილისმასაც. იმედი და რწმენა ადამიანის მამოძრავებელი ძალაა.

ბევრი მისტიკოსი ქვებს უდიდეს დანიშნულებას ანიჭებდა, მათ შორის იყო ოშო რაჯნიშიც, რომელიც ამბობდა: „ქვებს თავისი ინდივიდუალობა აქვთ… ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ წაიკითხონ ქვები მათ სიღრმეში, შეუძლიათ ძირფესვიანად გამოიკვლიონ ისინი, იპოვონ მათთან კავშირი, აღმოაჩინონ, რომ ქვებს შორის არის ფხიზელი არსებები. ზოგი ქვა უფრო ფხიზლობს, სხვა ქვებს კი უფრო ძინავთ.

Read the rest of this entry »

 

ბუნების დაცვისთვის დაღუპული რეინჯერების ოჯახები ყოველთვიურ კომპენსაციას მიიღებენ

ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვისას სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ყოველთვიურ კომპენსაციას მიიღებენ. კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას“ საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე მომზადდა. ის ძალაში 2019 წლის 1 აგვისტოს შევიდა. Read the rest of this entry »