RSS

საზოგადოების გაჯანსაღების პროცესი მედიაპროპაგანდაა

03 დეკ

ოლიკო ცისკარიშვილი

ნოემბრის ბოლო რიცხვებში, ბათუმში, ფონდის გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ ინიციატივით, ქართველი ჟურნალისტებისათვის საშემოდგომო სკოლის ფარგლებში ჩატარდა სწავლება – „ფსიქიკური ჯანმრთელობა და მედიაგაშუქება“, თემაზე „ფსიქიკური აშლილობის და ფსიქო-სოციალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერა საქართველოში.“

ტრენინგს  ქართველ ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების გარდა პოლონელი ექსპერტებიც უძღვებოდნენ.

შეხვედრებზე ქართველმა და პოლონელმა ექსპერტებმა ჟურნალისტებს გააცნეს ფსიქიატრიის სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები. ისაუბრეს საზოგადოებაში არსებულ სტიგმებსა და სტერეოტიპებზე; ჟურნალისტების როლზე საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებასა და სტიგმის დაძლევაზე; სახელმწიფოს ნებასა და ადამიანის უფლებებზე; ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვის თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებზე.

პოლონელი ექსპერტების თქმით, პოლონეთში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთა რიცხვი საერთო ჯამში არის დაახლოებით 4 მილიონ 500 ათასი ადამიანია, სახელმწიფო მათ (1000 ზლოტი –  ჩვენი ვალუტით გამოდის 700 ლარი) აძლევს პენსიას, ასევე მედიკამენტების ნაწილი არის უფასო. თუმცა, როგორც საქართველოშიც, პოლონეთშიცააა შშმ პირების მიმართ სტერეოტიპები და ხშირად ხდებიან სტიგმის მსხვერპლნი.

„პოლონეთში შშმ პირების მხოლოდ 18 პროცენტია დაუსაქმებელი,“ – გვიყვება პოლონელი ექსპერტი მაჩიეზ სოპულო, პოლონეთის ჟურნალისტთა ასოციაცია „პოლისიდან“ და ამატებს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთათვის, პოლონეთში ძალიან ბევრი სერვისია გახსნილი, დაწყებული არტთერაპიიდან, დამთავრებული ცხენოთერაპიით.

საქართველოში კი, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების რიცხვი დაახლოებით ასი ათასი ადამიანია და მათი უმრავლესობა, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე ოჯახებისგან და საზოგადოებისგან იგნორირებული და მიტოვებულია. ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა მცირე ნაწილი იღებს დახმარებას და ის დახმარებაც არასაკმარისია.

„ასი ათასი ადამიანია მძიმე ფსიქიკური პრობლემების მქონე, ამ ადამიანების 90 რპოცენტი დაკარგულია სახელმწიფოს თვალთახედვიდან, ანუ სისტემის მიღმა არიან დარჩენილები,“ – ამბობს ნინო მახაშვილი ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში ხელმძღვანელი და ამატებს, რომ გაზაფხულიდან ბათუმსა და თბილისში გაიხსნება ოჯახისა და ბავშვზე ზრუნვის სერვისი, რაც თავისთავად სერიოზული ნაბიჯია ამ სფეროში.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ სახელმწიფო დაიწყებს მზრუნველობას ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ და პრობლემაც ნელ-ნელა მოგვარდება. იგეგმება რეზიდენტული დაწესებულებების შექმნა, სადაც  ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს 24 საათიანი ზრუნვის ქვეშ იქნებიან.

„საზოგადოების გაჯანსაღების მეთოდი, არის მედიაპროპაგანდა,“ – ამბობს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ჯანა ჯავახიშვილი და საუბრობს როგორ შეიძლება შეიცვალოს, საზოგადოების ცნობიერება, თუკი მედია სწორად მიაწვდის ინფორმაციას აუდიტორიას, – „საზოგადოება უნდა გააჯანსაღოს მედიამ, მისი მთავარი ფუნქცია საზოგადოების კეთილდღეობაზე ზღუნვა.“

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ფსიქიკური პრობლემა მსოფლიო მოსახლეობის 20 პროცენტს აწუხებს. 25 პროცენტს ცხოვრების განმავლობაში, გარკვეულ მომენტში, დაავადება განუვითარდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2013 წლისთვის ეს დაავადება იქნება მეორე დაავადება დაავადებების გლობალური ტვირთის თვალსაზრისით.

ფოტო: ირმა კახურაშვილის

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s