RSS

Monthly Archives: დეკემბერი 2018

ეკოფაქტი გილოცავთ კალანდობას

სულ, რაღაც 6 საათში, შემოაბიჯებს ახალი, 2019 წელი, საქართველოში, მრავალფეროვან ხალხურ დღეობებისგან ერთ-ერთი გამორჩეული, ახალი წლის მობრანებაა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ახალი წელს 31 (13.01) დეკემბერი რაჭაში ცნობილია კალანდობის სახელით (კალანდა, ისევე როგორც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში, რომში კალენდას ეძახდნენთვის პირველ, ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია “კალენდრის”) ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, სადაც დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთით. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს ე.წ. ღორის სალოცვილს.ვახშმობამდე ბიჭს ან ოჯახის უფროს კაცს 1 ჭიქა ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა: “წმინდა ბასილამ ამრავლოს ღორებიო”. აკეთებდნენ ლერწმის გვერგვს, აცხობდნენ ერთ დიდ ლობიან-ქონიან განატეხს. განატეხი, თაფლთან, ვაშლთან და თეთრ ფულთან ერთად იდებოდა გვერგვზე. სართვიანი და ხმელა პური სულადობის მიხედვით ცხვებოდა. Read the rest of this entry »

 

როგორ ხვდები ახალ 2019 წელს

თამუნა სხულუხია

რამდენიმე დღეში  მსოფლიო ახალი, 2019 წლის  დადგებას იზეიმებს. ადამიანები  ამ დღესასწაულს  განსხვავებულად აღნიშნავენ. ახალ წელს ზოგი ოჯახთან ერთადაა, ზოგი სამოგზაუროდ მიდის, ზოგს  მეგობრებთან ერთად გარეთ ყოფნა ურჩევნია… ჩვენ დავინტერესდით როგორ, სად და ვისთან ერთად ხვდებიან დღესასწაულს ჩვენი თანამოქალაქეები, ამიტომ ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ.  ჩვენთან საუბარში რესპოდენტთა უმრავლესობამ თქვა,  რომ ახალ წელს სახლში, ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნავს. Read the rest of this entry »

 

Worknet.gov.ge – ელექტრონული სივრცე სამუშაოს მაძიებელთათვის და დამსაქმებლებისთვის

ოლიკო ცისკარიშვილი

ქვეყანაში 400 000 სოციალურად დაუცველი ადამიანია, მათ შორის, 30 პროცენტი შრომისუნარიანია, თუმცა უმრავლესობა, ხშირ შემთხვევაში, შემოთავაზებულ სამსახურებზე უარს ამბობენ, რადგან აქვთ არასტაბილურობის განცდა – სამსახური შეიძლება დაიხუროს 2-3 თვეში და სოციალურ დახმარებასაც კარგავენ.

სწორედ, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, იმ სოციალურად დაუცველებს, რომლებიც სამსახურს დაუწყებენ, შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება, ვიდრე ადამიანს არ გაუჩნდება სტაბილური შემოსავალი. Read the rest of this entry »

 

გუშინ, საქართვლოში მთის დღეს აღნიშნავდნენ

გუშინ, საქართველოში აღნიშნეს მთის დღე…

Read the rest of this entry »

 

ფსიქიკური პრობლემა – ეს ყველას შეიძლება შეგვეხოს

ოლიკო ცისკარიშვილი

ჩემი მეგობრის ბებია, 83 წლის იყო რომ გარდაიცვალა… რამდენიმე წლით ადრე, დემენცია დაეწყო, თუმცა მაშინ ოჯახის წევრები ვერ მიხვდნენ რა სჭირდა მოხუცს. ის იპარებოდა სახლიდან: პოულობდნენ ხან სად და ხან სად. ხშირად შინ  პატრულს მოყავდა. ბოლოს კი, სახლში, სადაც ჩვილი ბავშვი იზრდებოდა, ღამე ანთებული ასანთით მძინარეებს დაადგა თავზე… საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი ოთახი დაიწვა. ის კი ამბობდა, რომ ეშმაკების განდევნის რიტუალს აწარმოებდა. ისე გარდაიცვალა, ყველას ეგონა, რომ მას უბრალოდ, სკლეროზი ჰქონდა… Read the rest of this entry »

 

„ოცნების ქალაქის“ ბინადრები

ლილიანა საითაძე

სიძველისგან ფერდაკარგული, დაობებული  მუყაოს კედლები, ტალახიანი „ბილიკები“ მწერები და ნესტის სუნი  ეს “ოცნების ქალაქია“, რომელიც გიგისთვის მართლაც  საოცნებო ადგილია.

“სამი დედმამიშვილი მყავს, ჩვენ საკუთარი ჭერიც კი არ გვქონდა, როცა გავიგეთ ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახები სახლდებოდნენ, დავიძარით საოცნებო ადგილისთვის, 20 კვ მეტრი ფართი ავიღეთ და ვცხოვრობთ, მართლია ეს არ არის ცხოვრება, მაგრამ ჩვენ ჭერი გვაქვს, საკუთარი ჭერი,” – ამბობს გიგა „ოცნების ქალაქის“ ერთ-ერთი მკვიდრი. Read the rest of this entry »

 

სელექციური აბორტი სტატისტიკა საქართველოში

არ დაბადებული გოგონების ხსოვნას

თინათინ სიხარულიძე

 „ძალიან ბედნიერები ვიყავით, ჩემი მეუღლე ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ასე შეიცვლებოდა. ჩვენი გოგონა რომ წამოიზარდა ისე ექცეოდა, ისე ზრდიდა როგორც ბიჭს, ბარბების მაგივრად მანქანებს ყიდულობდა, სახლში სულ ან ჭიდაობას ასწავლიდა ან ბურთით ათამაშებდა. მისი ოცნება იყო ბიჭი ჰყოლოდა და ამას უკვე ვეღარც მალავდა, თუმცა ვერასდროს ვიფიქრებდი რომ საკუთარი შვილების „მკვლელობაზე“ იყო წამსვლელი,“  – ამბობს 22 წლის ელენე, რომელიც ორი შვილის დედაა და მეუღლესთან ერთად კახეთში, სიღნაღის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ოჯახი სამი წლის წინ შექმნეს და პირველი გოგონაც მალევე შეეძინათ. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, ელენე მალევე დაორსულდა, თუმცა როცა მისმა მეუღლემ სქესი გაიგო და გაარკვიეს რომ ისევ გოგონა უნდა ჰყოლოდათ ელენეს აბორტის გაკეთება მოსთხოვა. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა, – „არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, არ ვიცი რატომ დავთანხმდი, სამჯერ, სამჯერ მოვკალი საკუთარი შვილი.

Read the rest of this entry »

 

სტუდენტების დასაქმება ისევ პრობლემად რჩება

მარიამ წივილაძე

ენერგიული, სიცოცხლით სავსე, მონდომებული – ასე ახასიათებს საზოგადოება სტუდენტს. ადამიანს, რომელიც ცდილობს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, იმუშავოს და საკუთარი შემოსავლები ჰქონდეს, თუმცა მათი დასაქმება, დღეს, პრობლემური თემაა, რადგან ხშირად სამსახურის და სასწავლებლის გრაფიკს ვერ უთავსებენ.

ამის მიუხედავად, არსებობენ დამსაქმებლები, რომლისთვისაც სტუდენტის დასაქმება პრიორიტეტულია. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 09/12/2018 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

მათ ჩვენ ვძულვართ, იმიტომ, რომ ბოშები ვართ

თამარ იაკობაშვილი

ადა 30 წლისაა, ეთნიკურად ბოშა და თბილისში ნივთებს ყიდის: სუნამოებს, ელექტრო სავარცხლებსა და თმის მოვლის საშუალებებს. თავიდან, როდესაც ვკითხრე დისკრიმინაციის შესახებ, მითხრა, რომ მას დისკრიმინაცია არ ეხება. თუმცა შემდეგ მითხრა, რომ ხშირად შეურაცხყოფას აყენებენ და სხვადასხვა ადგილიდან აძევებენ. ,,მათ ჩვენ ვძულვართ, იმიტომ, რომ ბოშები ვართ და ,,ციგნებს“ გვეძახიან. ჩვენ ასე ვშოულობთ ფულს და ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – ამბობს ადა და გვიყვება ზოგჯერ მძღოლები როგორ ეჩხუბებიან და მაწანწალას ეძახიან.  ეს, კი მისთვის შეურაცხმყოფელია. Read the rest of this entry »

 

საზოგადოების გაჯანსაღების პროცესი მედიაპროპაგანდაა

ოლიკო ცისკარიშვილი

ნოემბრის ბოლო რიცხვებში, ბათუმში, ფონდის გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ ინიციატივით, ქართველი ჟურნალისტებისათვის საშემოდგომო სკოლის ფარგლებში ჩატარდა სწავლება – „ფსიქიკური ჯანმრთელობა და მედიაგაშუქება“, თემაზე „ფსიქიკური აშლილობის და ფსიქო-სოციალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერა საქართველოში.“

ტრენინგს  ქართველ ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების გარდა პოლონელი ექსპერტებიც უძღვებოდნენ. Read the rest of this entry »