RSS

Monthly Archives: იანვარი 2018

ეკოფაქტი გილოცავთ კალანდობას

ქართულ ხალხურ დღეობებისთვის მრავალფეროვნებაა დამახასიათებელი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ახალი წელს 31 (13.01) დეკემბერი რაჭაში ცნობილია კალანდობის სახელით (კალანდა, ისევე როგორც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში, რომში კალენდას ეძახდნენთვის პირველ, ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია “კალენდრის”) ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, სადაც დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთით. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს ე.წ. ღორის სალოცვილს.ვახშმობამდე ბიჭს ან ოჯახის უფროს კაცს 1 ჭიქა ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა: “წმინდა ბასილამ ამრავლოს ღორებიო”. აკეთებდნენ ლერწმის გვერგვს, აცხობდნენ ერთ დიდ ლობიან-ქონიან განატეხს. განატეხი, თაფლთან, ვაშლთან და თეთრ ფულთან ერთად იდებოდა გვერგვზე. სართვიანი და ხმელა პური სულადობის მიხედვით ცხვებოდა. Read the rest of this entry »