საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2014 წელს ორი ახალი გზის მშენებლობას იწყებს.
არხოტში მუნიციპალური განვითარების ფონდი 25-კილომეტრიანი გზას გაჭრის. გზა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს ერთმანეთს დააკავშირებს. სამუშაოები 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამ დრომდე იქ მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობს და ადგილობრივებს, რომლებმაც მხარე უგზოობისა და პირობების არქონის გამო დატოვეს, საკუთარ სახლში მისვლა, პრაქტიკულად, არ შეუძლიათ. საავტომობილო გზის გაჭრის შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნების მზაობა უკვე 32 ოჯახმა გამოთქვა. Read the rest of this entry »






