RSS

ჩინეთის მთავრობა ცენტრალურ და რეგიონალურ დონეზე საკუთარი ხარჯით მოახდენს საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას

09 იან

borjomi 002ტურიზმის  ეროვნული  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი  სამუშაო  ვიზიტით  ჩინეთში იმყოფება. გიორგი  სიგუა  ქალაქ  ჰარბინის  მერს , ვიცე  მერს, ხელუნნძიანის  პროვინციის ტურიზმის  დეპარტამენტის  უფროსს, ქალაქ  ჰარბინის  ტურიზმის  სამმართველოს  უფროსს  და  სხვა  ოფიციალურ  პირებს  შეხვდა.შეხვედრაზე  მხარეებმა  ტურიზმის  სფეროში  თანამშრომლობის  საკითხები  განიხილეს. ჰარბინის  მერიამ  ქალაქის ცენტრალურ  პარკში, რომელშიც  9  მილიონიანი  მოსახლე ცხოვრობს, საქართველოს ტურიზმის  ადმინისტრაციას  სპეციალური  ფართი  უსასყიდლოდ  გამოუყო,  საქართველოს ტურისტული  პოტენციალის  საპრომოციოდ.

ხვალ  გიორგი  სიგუა  პეკინში  გაემგზავრება, სადაც  ჩინეთის  ცენტრალური  ხელისუფლების წარმომადგენლებს  და  „ სამხრეთ ჩინეთის ავიახაზები” -ს  ხელმძღვანელ  პირებს  შეხვდება. მთავარი  საკითხი  პეკინი  –  თბილისის  რეგულარული  ავიარეისის  დანიშვნა  იქნება. ასევე განიხილება  სხვა  მიმართულებებიც.

 

დატოვე კომენტარი