ჭიათურაში, სასმელ წყლის კვლევის შედეგად, რომელიც, გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიების და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა, ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირის“ ინიციატივით ჩაატარა, დადგინდა, რომ ჭიათურაში სასმელ წყალს აქვს არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობა. Read the rest of this entry »
Monthly Archives: დეკემბერი 2013
ჭიათურაში სასმელი წყალი უვარგისია
საქართველოს სტიქიამ შემოუტია
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თოვა და ყინვაა მოსალოდნელი. ჰიდრომეტეოროლოგიოური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის განმარტებით, ხვალიდან გამოდარებს, თუმცა დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
დღეს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი იყო, ზღვაზე კი შტორმი. დღეს და ხვალ ღამის საათებში ყინვაა მოსალოდნელი. Read the rest of this entry »
ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოს ნარჩენები ისპანის ჭაობში ჩაედინება
გადამუშავებული ციტრუსის ნარჩენები ისპანის ჭაობში. ქობულეთში არასტანდარტული მანდარინის გადამამუშავებელი საწარმოდან ნარჩენები ნაგებობის უკან მილით მდინარეში ჩაედინება. ,,მაცნემ” მდინარეში მდუღარე წყლის ჩაღვრაც დააფიქსირა. შპს. ,,აქტივების მართვის ინდუსტრიული ჯგუფის” ხელმძღვანელის მტკიცებით, საწარმოს გამწმენდი ნაგებობა აქვს, თუმცა სად მდებარეობს აღნიშნული ნაგებობა, მერაბ არძენაძემ ვერ გვიჩვენა. მისი განმარტებით, ისპანის ჭაობში მხოლოდ სუფთა წყალი იღვრება. Read the rest of this entry »
შინაგან საქმეთა სამინისტრო უამინდობის გამო, მოქალაქეებს აფრთხილებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს, უამინდობის გამო თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან რიკოთის, გოდერძის, წალკა-ნინოწმინდის, კობი-გუდაურის უღელტეხილებზე. Read the rest of this entry »
ტურიზმის ადმინისტრაცია ზამთრის სეზონის გახსნას ბაკურიანსა და მესტიაში გასართობი ღონისძიებებით აღნიშნავს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის კურორტების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბაკურიანსა და მესტიაში ზამთრის სეზონს სპორტულ-გასართობი ღონისძიებებით გახსნისპროექტის განხორციელების ძირითადი მიზანია ბაკურიანისა და მესტიის როგორც ზამთრის კურორტის პოპულარიზაცია შიდა და საერთაშორისო ბაზარებზე. Read the rest of this entry »



