შაბათს, 14 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 11:00 საათზე #115 აუდიტორიაში გაიმართება Tsu-Eco Club-ის შეხვედრა, განხილული იქნება თემა “ნუ მოჭრი ნაძვს!” Read the rest of this entry »
Monthly Archives: დეკემბერი 2013
“ნუ მოჭრი ნაძვს”!
დღეს, მთის დღეა
დღეს, მთის საერთაშორისო დღეა. ყველას მინდა მივულოცო ეს დღე… ვისაც ჩემთან ერთად უვლია… ვინც აწი ივლის… ვინც უჩემოდ და ჩემამდე დადიოდა… ვისაც სურვილი ჰქონდა და ვერ ახერხებდა… Read the rest of this entry »
დიდთოვლობასთან დაკავშირებით შსს-ს საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
აჭარის რეგიონში დიდთოვლობასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და 24 საათის განმავლობაში მოძრაობის მოწესრიგებას უზრუნველყოფს. მობილიზებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სრული შემადგენლობა და მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა სამაშველო სამსახურთან და საგზაო დეპარტამენტთან ერთად. Read the rest of this entry »
საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის მოგვარებას მინიმუმ ათი წელი დასჭირდება
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა შესაფუთი მასალების წილი- პლასტიკა, მუყაო, ქაღალდი, ფერადი მეტალები საქართველოს ქალაქებისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენების საერთო ნაკადში საგრძნობლად გაიზარდა საკვები და მცენარეული ნარჩენი, მაკულატურა, პოლიმერიული მასალები, მინა და სხვა. მინა – ისეთი ალკოჰოლური სასმელებისა და სხვადასხვა ლოუსების მოხმარების ზრდამ, რომლებიც ჩასხმულია არასტანდარტულ შუშის ბოთლებში და არ მიიღება მინის ჩასაბარებელ პუნქტებში, მკვეთრად გაზარდა მინის ნამსხვრევების რაოდენობა. ასეთი ტიპის ნარჩენების შეგროვებისა და შემდგომი გადამუშავების შედეგად მიიღება სხვადასხვა ფრაქციის მინის ფხვნილი, მინის ნაწარმი და სამშენებლო მასალები. Read the rest of this entry »
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მეხუთმილიონე საერთაშორისო მოგზაური დააჯილდოვა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში პირველი თოვლი მოვიდა
დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პირველი თივლი მოვიდა. თოვლის საფარი ამ ეტაპზე 5 სანტიმეტრს არ აღემატება. ქალაქის ტერიტორიაზე საგზაო მიმოსვლაში შეფერხებები არ ფიქსირდება. ბათუმის ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ციხისძირში თოვლმა გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. Read the rest of this entry »
მიწისძვრები ბუნებრივია და ზუსტად იმ არეალში ხდება, სადაც მოსალოდნელია
დიდი თუ მცირე მიწისძვრები დედამიწის დაარსების დღიდან სულ ხდება და ამაში გასაკვირი არაფერია. მიწისძვრა ბუნებრივი პროცესია, დედამიწის წიაღში ტალღების გადაადგილების საფუძველზე ხდება ბლოკების გადაადგილება, რაც ზედაპირზე სხვადასხვა სახით გამოვლინდება. დედამიწაზე დღე-ღამეში 300-მდე მიწისძვრა ხდება, ზოგიერთ მათგანს ადამიანი ვერც კი გრძნობს, მხოლოდ ხელსაწყოები აფიქსირებენ. დედამიწის მოსახლეობისათვის ამგვარი ახსნა ნუგეში ვერ იქნება, მათ შორის, არც საქართველოსთვის, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. გარდა იმისა, რომ მიწისძვრა მოსახლეობაში სერიოზულ სტრესს და პანიკას იწვევს, გაჩნდა ეჭვიც, რომ ეს ბიძგები ხელოვნურია და ამას საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნები ახორციელებენ. Read the rest of this entry »
25 წელი გავიდა სპიტაკის მიწისძვრიდან
სპიტაკის მიწისძვრა (სომხ. Սպիտակի երկրաշարժ) — 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც მოხდა 1988 წლის 7 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 11:41 საათზე, სომხეთის სპიტაკის რეგიონში.
ადგილობრივი ინფრასტრუქტურა (განსაკუთრებით სკოლები და საავადმყოფოები) მიწისძვრისთვის შესაბამისი მშენებლობის არ აღმოჩნდა, რის გამოც სულ მცირე 25.000 ადამიანი დაიღუპა. შენობათა უმრავლესობა დაბალი სეისმოშედეგობის იყო. თვითმხილველთა ვარაუდით, მიწისძვრა 10 წუთით გვიან რომ მომხადრიყო, ბავშვები სტრუქტურულად არასაიმედო სკოლებიდან გამოსული იქნებოდნენ და დაღუპვას გადაურჩებოდნენ. Read the rest of this entry »
თბილისში ყინვისგან უკვე მეორე ადამიანი გარდაიცვალა
თბილისში ყინვისგან უკვე მეორე ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ორგანიზაცია „იდენტობა“ ავრცელებს.
ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, “სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში გახსნას თავშესაფარი უსახლკარო ადამიანებისთვის”. Read the rest of this entry »
ნუ მოჭრი
– ნაძვის გაზრდას 30 წელი სჭირდება
– იგი დაახლოებით 250-300 წელიწადს ცოცხლობს
– ნაძვის მოჭრა სულ 5 წუთში შეგიძლიათ, ხოლო 10 დღეში ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება
– ნაძვის მოჭრა კანონით ისჯება! Read the rest of this entry »





