რამდენიმე ხნის წინ, 22:44 სთ-ზე შავი ზღვის სანაპიროდან 29 კილომეტრში, მიწისძვრა მოხდა, მისი სიმძლავრე შეადგენდა 5.5 ბალს. მიწისძვრა ათი კილომეტრის სიღრმეში მოხდა. განმეორებითი ბიძგები გრძელდება. ნგრევის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. დედაქალაქში მიწისძვრის ბიძგები არ იგრძნობოდა.
შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაზარალია 100-ზე მეტი ოჯახი.



