RSS

ახალ წელს არ ითოვებს

26 დეკ

samTavisi12

ახალ წელს სინოპტიკოსები თოვას არ ვარაუდობენ. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მცირე თოვლის ნალექი ხვალაც გაგრძელდება.
ღამით თოვდა თიანეთში, საგარეჯოში და თელავში. ყინვა დაფიქსირდა გორში _ -4; აგარაში _ -5; ხოლო კახეთში _ -2 გრადუსი. გუშინ ღამით თბილისში 1 გრადუსი იყო. დღეს ღამით თბილისში ჰაერის ტემპერატურა – -2;-3 გრადუსი იქნება. ყინვაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში, შიდა ქართლსა და კახეთში – -5;-6 გრადუსის ფარგლებში. შემდეგ დღეებში ყინვა შესუსტდება. 27-29 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდები იქნება.
30 დეკემბერს იწვიმებს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. მანამდე კი დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდები იქნება.  27-28 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსი იქნება. შემდეგ დღეებში ტემპერატურა დაიკლებს და 30 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით აცივდება. ჰაერის ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები ახალი წლის დღეებში თოვას არ პროგნოზირებენ.

 

დატოვე კომენტარი