RSS

აშშ-ში ძლიერ ქარბუქს ელიან

25 დეკ

atovda

აშშ-ს ბევრი რაიონი ძლიერი ქარბუქისათვის ემზადება. სინოპტიკოსთა ცნობით, ქარბუქი შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ბი-ბი-სი” ავრცელებს. კალიფორნიაში დიდითოვლობაა და ნალექის სიმაღლე ზოგ ადგილას ორ მეტრამდე აღწევს.

სინოტიკოსები ამგვარი ამინდის გავრცელებას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვარაუდობენ.

ხელისუფლება ყველას აფრთხილებს, რომ ცუდმა ამინდმა შესაძლოა საშობაო ზეიმებს ხელი შეუშალოს. სავარაუდო მონაცემებით, დღესასწაულების საზეიმოდ საკუთარი სახლებიდან 85 მილიონი ამერიკელია გამგზავრებული.

 

დატოვე კომენტარი