RSS

თოვლმა კახეთის სოფლები გარესამყაროს მოწყვიტა

17 დეკ

zamt7

თოვლის გამო კახეთში რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სამაშველო სამსახურები რეგიონში ძირითადად მხოლოდ ცენტრალურ გზას წმენდენ. ტრანსპორტის მოძრაობა შეუძლებელია გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემში მიმავალ გზაზე, ასევე სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედთან დამაკავშირებელ გზაზე და ახმეტის რაიონში, ილტოს ხეობის სოფლებში.ავტომანქანები მოძრაობას ვერ ახერხებენ დედოფლისწყაროს რაიონში, სოფლებთან სამთაწყაროსთან, ფიროსმანთან და საბათლოსთან დამაკვშირებელ გზაზე. პრობლემებია საგარეჯოს რაიონში, დავით – გარეჯის სამონასტრო კომპლექსისკენ მიმავალ გზაზეც.
ლიპყინულის გამო ავტომანქანებს მოძრაობა უჭირთ პანკისის ხეობაში მიმავალ გზაზეც.

 

დატოვე კომენტარი