RSS

მანგლისი – ეკოტურიზმი და სამკურნალო ტურიზმის პერსპექტივები

09 დეკ

manglisi 005

მანგლისის საეპისკოპოსო ტაძარი ქრისტიანობის ერთი უძველესი ცენტრთაგანი იყო საქართველოში. მემატიანეების გადმოცემით, მანგლისში უკვე მირიან მეფის დროს (მე-4 საუკუნეში) აუგიათ ეკლესია. ტაძრის უძველესი ნაწილები VII  მიეკუთვნება. 1002 წელს, შენობა არსებითად გადააკეთეს და გააფართოვეს. აღმოსავლეთის ნაწილი, კარიბჭეები და კედლების ჩუქურთმები, XI ს-ეს მიეკუთვნება. ამავე საუკუნეშია შესრულებული გუმბათში შერჩენული კედლის მხატვრობაც. 1852 წელს ძეგლი  შეაკეთეს და შიგნიდა შელესეს. ტაძარი მოქმედია და ამჟამადაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.

ciyvi 001 ciyvi 003 ciyvia 002 manglisi 001 manglisi 002 manglisi 003 manglisi 004 manglisi 006 manglisi 007 manglisi 008 manglisi 009 manglisi 010 manglisi 011 manglisi 012 manglisi 013 manglisi 014 manglisi 015 manglisi 016 manglisi 017 manglisi 018 manglisi 019 manglisi 022 manglisi 023 manglisi 024 manglisi 025 manglisi 026 manglisi 027 manglisi 029 manglisi 031 manglisi 032 manglisi 033 manglisi 034 manglisi 035 manglisi 036 manglisi 037 manglisi 038 manglisi 039 manglisi 040 manglisi 041 manglisi 042 manglisi 043 manglisi 044 manglisi 045 manglisi bavshvebi 001 mangllisi 028 mnaglisi 020 mnaglisi 021 mnaglisi 030 txa 005მანგლისი ტურისტებისთვის, არა მარტო ეკლესიებითა და შესანიშნავი გარემოთი, ტყითა და მდინარეებითაა საინტერესო, ალგეთის პარკში უამრავი გამოქვაბულის ხილვაცაა შესაძლებელი, თუნდაც არსენას გამოქვაბული. მანგლისი სამკურნალო თვისებებითაც გამორჩევა და სამკურნალო ტურიზმის მოყვარულებიც დიდი სიამოვნებით სტუმრობენ მას. მანგლისი თავისი მიკროკლიმატით  საუკეთესო სამკურნალო ადგილია, რადგან ხშირია გარშემო წიწვოვანი ტყეები. სპეციალისტთა მტკიცებით, აბასთუმანის მსგავსად, საუკეთესო სამკურნალო ტურიზმის ზონაა. მანგლისის ჰაერი ძალიან უხდება ბავშვებს, რომლებსაც ბრონხების და ფილტვების პრობლემა აწუხებთ. განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულის მიწურულს, აპრილ–მაისში, როდესაც ფიჭვი ყვავის, რადგან ფიჭვის მტვერის ჩასუნთქვა ბევრ დაავადებისთვის სამკურნალო და პროფილაქტიკურ ეფექტს იძლევა.

მანგლისი ალგეთის ეროვნული პარკის მიდამოებშია. ალგეთის ეროვნული პარკი (6822 ჰა) დაარსდა 1965 წელს, როგორც სახელმწიოფო ნაკრძალი. 2007 წელს კი მას ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა.

ალგეთის ეროვნული პარკი მოიცავს ალგეთის ხეობაში ტყის დაფარულ მასივებს და თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ეროვნული პარკის უდიდესი ნაწილი ნაძვნარი, წიფლნარი, მუხნარი, ფიჭვნარი, რცხილნარი და იფნარი ტყითაა დაფარული.

პარკი მდიდარია ფლორითა და ფაუნით. აქ ხშირად შეხვდები შველს, თუმცა დათვის, მგლის, ფოცხვერის, ბექობის არწივის ან კავკასიური როჭოს სანახავად ვიზიტორებს ცოტა იღბალიც დასჭირდებათ.

ალგეთის ხეობაში გვხვდება რამდენიმე პატარა სოფელი, სადაც ერთმანეთის გვერდით ქართველები, ოსები და აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, რომლებიც მესაქონლეობას, მეცხენეობას და მეცხვარეობას მისდევენ.

ოლიკო ცისკარიშვილი

 

დატოვე კომენტარი