RSS

თუშეთი – დოჭუ

06 სექ

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

დოჭუ სოფელია თუშეთში, რომელიც ცოტა ხნის წინ, ნასოფლარად ითვლებოდა, 2002 წლის მონაცემებით, იქ მხოლოდ ერთი მოსახლე ცხოვრობდა. თუმცა ჩვენი ჩასვლისას, რამდენიმე ოჯახი იყო ჩასული და საბედნიეროდ, მშენებლობა-რესტავრაციაც, ნაფუძრების აღდგენაც ქონდაც დაწყებული. სოფლის შუაგულში ტურისტებისთვის პატარა ოჯახური სასტუმროც იყო. რომელიც შემდეგ, გზააბნეულ ებრაელ ტურისტ წყვილს მივასწავლეთ ღამის გასათევად.

დოჭუ მდებარეობს თუშეთის ალაზანისა და პირიქითა ალაზნის წყალგამყოფ მაკრატელას ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე.

დოჭუს უნიკალური ციხე კოშკები და ნასახლარები, რომლებიც თუშეთის ალაზანისა და პირიქითა ალაზნის წყალგამყოფ მაკრატელას ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

თუმცა ველურ ბუნებასთან შერწყმული ვულკანური წარმოშობის ქვებისგან აგებული კოშკებისა და სახლების თავდაპირველი სახით აღდგენა უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს ამ კუთხეში.

 

დატოვე კომენტარი