RSS

ატრაქციონების პარკი – ციცინათელა

14 აგვისტო

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

რამდენიმე წლის წინ, ქობულეთის შესასვლელთან გასართობი პარკი – ციცინათელა გაშენდა. 38-მდე ატრაქციონი და სხვადასხვა სახის გასართობი ოთახი თუ კარუსელი დამსვენებელს მასპინძლობს. თავად აქ პარკის გაშენების იდეა უნიკალურია. კარგია ტურისტებისთვისაც, რადგან აქ გართობისა და დასვენებისთვის კარგი პირობებია. თუმცა ერთი კია, აქ ჩამოსული საქართველოს მოქალაქისთვის ბავშვის ციცინათელაში მოყვანა სრული კატასტროფაა, რადგან ჭირვეული პატარის შემთხვევაში, მშობელი მინიმუმ საარსებო მინიმუმის მაქსიმუმს დატოვებს.

არ ვიცი, სხვა დროს როგორ, მაგრამ ამჟამად, იქ ატრაქციონებზე ფასები 2 ლარიდან ათ ლარამდე მერყეობს. თან ატრაქციონები გათვლილია მხოლოდ 3-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის და კიდევ მათთვის, ვისაც კოსმონავტის გული აქვს და გაბედავს და კამიკაძე ან სხვა ამგვარ ატრაქციონზე დაჯდება – ექტრემის მოყვარულთათვის პარკი ციცინათელა მისწრებაა.

უნდა ითქვას, რომ 2500 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომისთ სარგებლობა უფასოა, პარკშიც შესვლაც უფასოა. ატრაქციონებზე ინსტრუქტორებიც პირნათლად ასრულებენ თავინთ მოვალეობას და სისუფთავითა და მომსახურების პირობებითაც საკმაოდ მომხიბვლელია.

თუმცა იქ ბევრ გულდაწყვეტილი ბავშვის მზერას წავაწყდი, ისეთებიც ვნახე, ჯერ ფასს რომ აკვირდებოდნენ და მერე მშობლებს ევედრებოდნენ ყელგამოღადრულნი: მა, მხოლოდ აქ და სხვაგან არ მინდა…

 

 

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s