RSS

შრილანკაში უძველესი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს

20 ივნ

შრილანკაში 37 ათასი წლის წინანდელი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა შეიძლება იმის მტკიცებულება გახდეს, რომ უძველესი ადამიანი „Homo sapiens“ აზიის ტერიტორიის მცხოვრები ყოფილიყო. არქეოლოგების ინფორმაციით, ნეშთი ფა ხიენის გამოქვაბულში აღმოაჩინეს.


აღმოჩენა იმ ფაქტს ადასტურებ, რომ „დაახლოებით 40 ათასი წლის წინ, შრილანკაში ცხოვრობდნენ „Homo sapiens“, განაცხადა არქეოლოგმა ნიმალ პერერამ და მისი თქმით, ჩონჩხს მისი ასაკის დასადგენად გამოკვლევებზე გაგზავნიან.
გამოკვლევის შედეგები, ერთი თვი შემდეგ გახდება ცნობილი. მეცნიერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს პრეისტორიული ადამიანის მთლიანი ჩონჩხის პირველი აღმოჩენაა და ახლა არქეოლოგებს შეეძლებათ, იმდროინდელი ადამიანის სრულყოფილი სურათის შექმნა.

მოამზადა შალვა მამუკაშვილმა

 

დატოვე კომენტარი