RSS

ხილის ფესტივალი მცხეთაში

16 ივნ

This slideshow requires JavaScript.

16 ივნისს, მცხეთაში სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე, „სეზონური ხილის ფესტივალი“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო, როგორც ხილი, ასევე ხილისგან წარმოებული სხვადასხვა პრიდუქცია. ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ გახსა. ფესტივალს დაესწრნენ, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ასევე ტურისტები.

„პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოში ზაფხულის სეზონის ტურისტული აქტივობების პოპულარიზაცია, არსებული რესურსის გაცნობა და ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობის სურვილის დანერგვაა,“ – განაცხადა მაია სიდამონიძემ.

ხილის ფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებით, გასართობი ღონისძიებები ყოველ შაბათ-კვირას მოეწყობა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს.

გიორგი ზედგინიძე

ქრისტინე ჯაგიევი

ო.ც.

 

დატოვე კომენტარი