საქართველოში დღეს სიცხემ რეკორდულ მაჩვენებელს უნდა მიაღწიოს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +40 გრადუსი იქნება.
ასეთი მაღალი ტემპერატურა საქართველოში ბოლოს 1966 წელს დაფიქსირდა. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ტემპერატურის კლებას სინოპტიკოსები 15 ივლისიდან ვარაუდობენ.



